რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
,,ა­და­მი­ან­ზე ლა­მა­ზად და უკე­თე­სად სიკ­ვ­დი­ლიც შე­უძ­ლი­ა"- ლა­ნა პა­პი­ძე
უც­ნა­უ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ჰიმ­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ფრთის ყრი­ლო­ბა­ზე
"უ­კულ­ტუ­რო­ბა და არა ადა­მი­ა­ნო­ბაა ის რა­საც თქვენ აკე­თებთ! "ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სკან­და­ლურ გან­ც­ხა­დე­ბას ავ­რ­ცე­ლებს
თბი­ლი­სის აერო­პორ­ტ­ში ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწ­ყო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი17°-31°
  ქუთაისი24°-37°
  ბათუმი24°-32°
მანანა კობახიძე - ძალადობის ბოღინია სოლოლაკის მთიდან

15:15 15.01.2016
[რეზო შატაკიშვილი]
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს - ვამბობთ ხშირად და გმირების გაცნობა-პატივისცემაში გართულებს უყურადღებოდ გვრჩებიან ჩვენი დროის „ღმერთები“ და „ქალღმერთები“ და შესაბამისად, გვატყდება კიდეც მათი რისხვა, ნუ ახლა მთლად ოლიმპოდან ვერა, მაგრამ აგერ სოლოლაკის მთიდან. ასე რომ დროა ვიცნობდეთ სოლოლაკელ ქალღმერთებს.

ასე მაგალითად, გთხოვთ იცნობდეთ მანანა კობახიძეს - ძალადობის ბოღინიას. წესით ამ ქალბატონმა იმდენი იღვაწა მოძალადეების დასაცავად და ძალადობის წასახალისებლად, რომ აქამდეც უნდა გვეცა მისთვის თაყვანი, როგორც ძალადობის ქალღმერთისთვის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. არადა, მეტი რა ექნა? როგორც ადვოკატმა რამდენ დამნაშავეს, მკვლელს და მკვლელობის შემკვეთს გადააფარა თავისი მოწყალე კალთა? და განა ამ წყალობის გარეშე მიატოვა ისინი, როცა კი ხელისუფლებაში მოვიდა? განა ვინმეს ასე ერთგულად უღვაწია საკუთარი ყოფილი კლიენტების ინტერესების დასაცავად? ანდა ვინმეს ასე ამომწურავად გამოუყენებია ქართული ენის არსენალი ძალადობის მხარდასაჭერად და წასაქეზებლად?

„იქნებ“ „თუმცა“, „მაგრამ“... განა სწორედ მან არ მიაგნო ჭიაბერაშვილზე თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამპრავებელ უნიკალურ ფორმულას? „იქნებ დედა შეაგინა“.... დიახ, მიაგნო და გამართლებულად მიიჩნია თუნდაც დედის შეგინების დროს თავზე ჭიქის დაფშვნა, მაგრამ განა ეს რა გასაკვირია, როცა იგივე კობახიძე სრულად ნორმალურად მიიჩნევს შუბლის გახვრეტას იმ კრიტიკის დროს, რომელიც მას ლანძღვად ეჩვენება? განა ასე არ დაემუქრა სრულიად ფეისბუკს? თურმე ადამიანს კრიტიკის თმენის ვალდებულება არ აქვს და თურმე სასამართლოს კი არ უნდა მიმართოს, უნდა ამოიღოს და რეკოს, თან კოჭებში კი არა, პირდაპირ შუბლში! და თანაც თურმე ეს სულაც არ უნდა ჩაითვალოს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებად. და დაგავიწყდათ ეს უკვდავი განცხადებები, როდის გამოფინა „ფეისბუკში“? როცა ლაშა მახარაძის მკვლელობით შეძრული საზოგადოება დუღდა და გადმოდუღდა!

დიახ, როცა მისმა ნალოლიავებმა და მისი ბლატებით ციხიდან გამოშვებულმა ოქრიკამ მორიგი სიციცხლე შეიწირა, მანანა კობახიძე თავს იმართლებდა, მე არაფერ შუაში ვარო, მეო, მას მკლელობის ნაწილში არ ვიცავდი, ციხეში წამების ფაქტზე ვიცავდი და არც მიშუამდგომლია, მისი საბუთები გადავუგზავნე მხოლოდ შესაბამის უწყებებსო. მერე რა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი და მერე უდოც შეეხო. თავს იმით იმართლებდა რომ ციხეში წამების ფაქტზე ვიცავდი და მკვლელობის საქმეს არ ვცინობდიო, კი ბატონო, მაშინ შეიძლება მართლაც არ დაინტერესდე რა დანაშაული აქვს ჩადენილი, მკლელიც ადამიანია და არ უნდა აწამო, მაგრამ როდესაც მის საქმეს უწყებებში გზავნი, მაშინ მაინც არ უნდა დაინტერესდე ვინაა იგი? ვინ ჰყავს მოკლული? პარლამენტის ვიცესპიკერი ხარ თუ ფოსტის მოხელე?

მაგრამ რას ვითხოვთ ძალადობსი ქალღმერთისგან? განა დაგვავიწყდა, როგორ ჟრუანტელს ჰგვრის მას როცა მათ პოლიტიკურ მოწინააღდეგეს იჭერენ? დაგავიწყდათ როგორ დასცხო ტაში ინგა გრიგოლიასთან ეთერში, როდესაც ინგა გრიგოლიამ გამოაცხადა რომ გიგი უგულავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა? და განა მარტო ტაში დასცხო? არ დასძახა - „აი ასე! დიახაც!“ ?

და განა ბოლოდროინდელი სკანდალი დაგავიწყდათ, რაშიც ალეკო ელისაშვილი ედავება? მოვეშვათ იმას, აიღეს თუ არა თანხა, იმასაც აიძულებდნენ თუ არა ალეკო ელისაშვილს ზაუტაშვილის შეწყალებას, და ამ ყველაფერიდან დავტოვოთ მხოლოდ ის, რაც თავად აღიარა - რომ ადრე იცავდა მას როგორც ადვოკატი და ახლაც გზავნიდა წერილებს მის საქმეზე. განა ეს არ კმარა, იმის საილუსტრაციოდ ვის აფარებს თავის მოწყალე კალტას ქალბატონი ქალღმრერთი?

და მაინც, ძალადობის ჭეშმარიტ ქალღმერთად იგი მაინც ამ ბოლო დღეებში მოგვევლინა, დიახ, ახლა დაიდგა შარავანდედი! „ტაბულას“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჭაშნაგირში“. საქმე აღიძრა ცემის მუხლით, რაც სრულებით არ შეეფერება აღნიშნულ დანაშაულს. რადგან მშვენივრად ირკვევა, ის, თუ რატომ სცემეს „ტაბულას“ ჟურნალისტებს, სცემდნენ და იძახდნენ კიდეც რისთვის სცემდენენ - „ეკლესიის გინებისთვის“.

და რა ჰქმნა ძალადობის ბოღინიამ? გამოვიდა, ძალადობა ცალყბად დაგმო და მოიშველია ისევ თავისი მაგიური სიტყვა „მაგრამ“... დიახ, ასე გვიბრძანა, ამ შემთხვევაში არ ვიცი, ჟურნალისტები რამდენად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენენო. მე ვთვლი რომ ეს არ იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა, ეს შეფასება სწორი არააო.

ჯერ ერთი ის პირები, რომლებიც თავს დაესხნენ „ტაბულას“ ჟურნალისტებს, ახსენებდნენ კიდეც რის გამო სცემდნენ, და მეორეც რომც არ ეხსენებინათ და ისე გასწორებოდნენ ჟურნალისტებს, რა ეს არ იყო მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა? თუ არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, აბა რისთვის სცემდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტებს? ვინმემ დაადგინა ამ თავდასხმის სხვა მოტივი? მიზანი? რა, ლევან სუთიძეს მაგ პირების ვალი ჰქონდა, არ უბრუნებდა და მაგიტომ სცემეს? რამე ინფორმაციას ფლობს ქალბატონი ქალღმერთი? ასე კატეგორიულად რომ გამორიცხავს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას? და საერთოდ რას მიიჩნევს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, ჟურნალისტი მაინცდამაინც ინტერვიუს აღების დროს უნდა სცემონ რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნიოს?

ძალადობის მფარველო ბოღინიავ, ქალბატონო მანანა, თუ ჟურნალისტს თავყბას დაალეწავენ მისი შეხედულებების, კრიტიკის გამო და ეს მოხდება სრულიად სხვა ვითარებაში - რესტორანში ვახშმობისას, ან თეატრის ფოიეში თუნდაც, ეს ხელს არ შეუშლის მის ჟურნალისტურ საქმიანობას და იმისთვის არ იქნება გამიზნული რომ იმ ჟურნალისტმა ხელი აიღოს შემდგომში კრიტიკისგან? იმ კრიტიკისგან, რომლის გამოცა თავყბა დაალეწეს? და რა, ასეთი ფაქტების მომძლავრება, მარტო იმ ჟურნალისტს აიძულებს ხელი აიღოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ ირიბად მთელ ჟურნალისტთა კორპუსისთვისაა სიგნალი, რომ მათაც ასე თეფში მოხვდებათ ჭაშნაგირში, ავთანდილში თუ ფატმან ხათუნში?  და რა, ასეთი ფაქტები საფრთხეს არ უქმნის განსხვავებული აზრის გამოხატვასა და გავრცელებას? ანუ, რაზე იძლევით კურთხევას ქალბატონო მანანა, რომ ჟურნალისტები ერთი იმდენი მაშინ არ ბეგვონ, როცა ხელთ მიკროფონ-დიქტოფონი უკავიათ, დანარჩენ დროს კი მათი ცემა უბრალოდ ცემაა - ჭამენ ისინი, სვამენ თუ ქუჩაში დადიან?

ანუ რა გამოდის, გავაკრიტიკებ მე ვინმეს, და ისიც ან მისი გულშემატკივარი თუ დაქირავებული პირი გადამეყრება სადმე რესტორანში, ხინკლის საჭმელად შესულს და დამალეწავს გრაფინს, პოდნოსს, თეფშს და ანაღვლეე... ან იქნებ, ქალბატონ მანანას სხვა შეგონებითაც იღვაწოს და პირდაპირ შუბლში მრეკოს ტყვია? და რა შუაშია აქ ჩემი პროფესია, მე ხომ ხინკალს გეახლებოდით იმ დროს? რა გამოდის, ხინკლის ჭამისთვის ვიქნები მე მოკლული ან უკეთეს შემთხვევაში ნაბეგვი?

გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. ლანა პაპიძე: "მესიზმრა, მაგდა გიჟივით თხრიდა ბავშვის საფლავს. მეშინია არ შევიშალო ჭკუიდან"
2. ლანა პაპიძე: "ჩემს დახეულ ჯინსებზე ჭორაობთ? თქვენ ხართ ბრბო, უწიგნური ხალხი"
3. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
4. ლანა პაპიძე: "ჩვენ ძვირიან სათამაშოებს ვყიდულობდით თოკოსთვის... ლილის არაფერი უყიდია"
5. პოლიცია სასულიერო პირს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა ლანჩხუთში?
6. აკროშკა (ცივი სუპი)
7. ლოცვა, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს ავი თვალისგან დაცვაში დაგეხმარებათ
8. ქართული სტერეოტიპები, რომლებსაც თავი ვერ დავაღწიეთ: „ქვეყანა, სადაც 35 წელს ზემოთ ქალზე ამბობენ, გასაღდაო…“
9. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
10. ,,ნიკორას" მატლიანი საფირმო სოსისი და შოკირებული მომხმარებელი
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908