
კირკიტაძის საქმე სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო - რას ცდილობს ხელისუფლება?
- "პრესა.ჯი"
- 14:49 13.01.2016
როგორც ცნობილია, ირაკლი კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, 239-ე ხულიგნობისა და 151-ე მუქარის მუხლით აქვს წაყენებული. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
უკვე ვწერდით, რომ კირკიტაძის საქმის მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება. პოლიცია მათ აიძულებს, რომ სასურველი ჩვენება მისცენ. მიზეზი პოლიტიკურია: გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსის ძმის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებელი კახი კალაძის ფავორიტი, გოჩა ჯამარაული გახადოს.
ძნელი სათქმელია, ჯამარაულის გამგებლობა ასე ძვირი რატომ უღირს კალაძეს, რომელიც კონკურენტების ჩამოშორებას ძველი მეგობრისათვის ყველაზე არამორალური გზებით ცდილობს.