რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
პრე­ზი­დენ­ტ­მა აფ­ხა­ზე­თის ომ­ში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლი გვირ­გ­ვი­ნით შე­ამ­კო
,,ა­სე­თი უნი­ჭო მონ­ტა­ჟე­ბით სურს ივა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი გარ­და­უ­ვა­ლი და­მარ­ც­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?"
რა უპი­რა­ტე­სო­ბებს გთა­ვა­ზობთ MyCredit-ი
თი­კა ჯამ­ბუ­რი­ამ ინ­ტი­მურ ად­გი­ლას ტა­ტუ გა­ი­კე­თა და ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ამინდი
  თბილისი9°-22°
  ქუთაისი11°-22°
  ბათუმი16°-21°
The Telegraph-ის სტატია პუტინისა და მერკელის ურთიერთობის ერთ-ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე

14:32 12.01.2016
["პრესა.ჯი"]

ბრიტანული გამოცემა The Telegraph, აქვეყნებს ძალიან საინტერესო სტატიას პუტინისა და მერკელის ურთიერთობის ერთ-ერთი კონკრეტული მონაკვეთის შესახებ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

"წლობით გავრცელებული ჭორების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ მან არაფერი იცოდა გერმანიის კანცლერის შიშზე ძაღლების მიმართ, როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე მან თავისი საყვარელი ლაბრადორი კონი მიიყვანა. ეს ამბავი დაუნდობობლობისა და დაშინების შესახებ დიდხანს ჯიუტად მიჰყვებოდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ურთიერთობას.

ახლა კი პუტინმა ისაუბრა იმ ჭორის შესახებ, რომლის თანახმადაც მან გამოიყენა ლაბრადორი მერკელის შესაშინებლად, რათა ხაზი გაესვა საკუთარი ძალაუფლებისთვის მათი ერთ-ერთი პირველი შეხვედრისას.

ინციდენტი, რომელიც გერმანიაში სამარცხვინოდ შერაცხეს, 2007 წელს სოჭის რეზიდენციაში შეხვედრისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა, რომელმაც მერკელის შიშის შესახებ იცოდა, სპეციალურად მოიყვანა თავისი შავი ლაბრადორი კონი შეხვედრაზე.

"ხომ არ გაწუხებს ძაღლი? კიი? მეგობრული ძაღლია, დარწმუნებული ვარ კარგად მოიქცევა", - უმეორებდა პუტინი მერკელს შეხვედრისას.

"კიდევ კარგი ჟურნალისტებს არ ჭამს", - იხუმრა შეშინებულმა მერკელმა.

ფოტოგრაფები, რომლებიც ორი ლიდერის შეხვედრას ესწრებოდნენ, იხსენებენ, რომ მერკელი ძალიან არაკომფორტულად და შეშფოთებულად გამოიყურებოდა, როცა კონი მის ფეხთან მოკალათდა, პუტინი კი ჩუმად იღიმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერს ინციდენტზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია, ჭორი იმის შესახებ, რომ ენ მიზანმიმართული ნაბიჯი იყო, მაინც გავრცელდა. მაგრამ პუტინმა სცადა გაექარწყლებინა ეს მოსაზრება და 11 იანვრის ინტერვიუში გერმანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას არავის შეშინება არ დაუგეგმავს.

"ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მას ჩემი ძაღლი იმიტომ ვაჩვენე, რომ მეგონა მოეწონებოდა. ასეც ვუთხარი მას და მოვუბოდიშე", - თქვა მან ცნობილ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

პუტინმა დასძინა რომ პატივს სცემს მერკელს და მიიჩნევს მას "გულწრფელ" პიროვნებად.

"ის ძალიან გულწფრელი და პროფესიონალია. ყველა შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის ნდობის დონე ძალიან მაღალია", - თქვა მან.ბოლო დროს, პუტინისა და მერკელის ურთიერთობამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიდან, ფეთქებადსაშიშ კონდიციაში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლა ერთ ენაზე ლაპარაკობენ (პუტინი ფლობს გერმანულს, მან დრეზდენში, კა-გე-ბე-ში სამსახურისას შეისწავლა ეს ენა. მერკელი კი საუბრობს რუსულად, რომელიც მან აღმოსავლეთ გერმანიაში აღზრდისას შეისწავლა) მათი ურთიერთობა შესამჩნევად ცივია, ვიდრე პუტინის მეგობრობა მერკელის წინამორბედ გერჰარდ შრედერთან.

მერკელი ევროპაში პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსად ითვლება. ის მხარს უჭერდა ევროპის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონის, ის 2014 წელს 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან რუსეთის ლიდერთან 14 წელი გაატარა და ყველა ანგარიშში ნათქვამია, რომ ის ისეთივე მეგობრული იყო, როგორც პუტინი ამტკიცებდა."


მეგობრული ძაღლია, დარწმუნებული ვარ კარგად მოიქცევა
ბეჭდვა  
კომენტარები:
ქართველი2016-01-12 16:22:52
ვაი თქვენს პატრონს უბედურს. პიტბული რომ მიეყვანა (ამერიკული ძაღლია სხვათაშორის) ან რაიმე ნაგაზი, კიდევ ჰო, მაგრამ ლაბრადორზე ბუნჩულა, კეთილი და მშვიდობიანი ძაღლი ქვეყნად არ მოიძებნება. იცოდეთ რას წერთ თქვე ზომბირებულო უბედურებო

ქართველი2016-01-12 16:24:59
და კიდევ ერთი რამ, ძაღლზე ვინ ამბობს თქვე უწიგნურებო, გარდაიცვალაო. ძაღლი დაიღუპა, ან მოკვდა. მარტო ადამიანზე შეიძლება ტერმინ "გარდაცვალების" გამოყენება

2016-01-12 17:06:32
გარდაიცვლება პუტლერი და ძაღლიც მიაკვდება სულში,მაგ სულძაღლიანს.

2016-01-12 17:37:07
რა მნიშვნელობა აქვს რა ჯიშია თუ გეშინია გეშინია გინდ ლაბრადორი იყოს გინდ ჩიხუახუა

2016-01-12 18:44:20
მე იმაზე ვკაიფობ, მერკელს რო ეს გაუბედა, რეებს უზამდა ნინაიას! ვა-ხა-ხა-ხა!

კახა2016-01-12 18:56:44
ესეთ შეხვედრებზე ძაღლის მოყვანა რაკორექტული მგონია, წესით პროტოკოლში გაწერილია ყველაფერი და მერკელს თუ ეშინოდა პროტოკოლში შეიტანდნენ შესწორებას ან ვოვამ დაარღვია პროტოკოლი და ეგა. გაუჭირდებოდა დარღვევა.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით წარმატება 2017 წელს?
2. "საქართველოში ვეღარ წამოვიყვან" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები სანდრა რულოვსმა?
3. სოფო ბედია ყოფილ ქმარს პასუხობს: "ყველაფერი მის ნამუსზე იყოს"
4. "ჩვენ ვართ კიკუები? დედა მოვტ***“ - ხელჩართული ჩხუბი და ჭიქების მსხვრევა “პრიორიტეტის" ეთერში (ვიდეო)
5. „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში?" - ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი
6. ემიგრანტ შინამოსამსახურეებს და ძიძებს ევროკავშირში ოფიციალური სტატუსი მიეცემათ
7. სკანდალი: ალასანიას ფარული გარიგება ქართულ ოცნებასთან...
8. აი, როგორი ჩაცმული მივიდა ცირა კობიაშვილი უნივერსიტეტში (ფოტო)
9. ინციდენტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე - პოლიცია სუპერმარკეტში არავის უშვებს
10. დეტალები მაგდა პაპიძის საქმიდან - რა გაუხმაურებელი ნივთმტკიცებები ამოიღეს მკვლელობის ადგილიდან?
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901