რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი-1°-14°
  ქუთაისი2°-13°
  ბათუმი3°-10°
დაძაბულობა გერმანიაში - ადგილობრივები მოძალადეების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

10:57 12.01.2016
["პრესა.ჯი"]
გერმანიაში დაძაბულობა მატულობს. მას შემდეგ, რაც ახალი წლის ღამით ქვეყანაში რამდენიმე ათეულ ქალს თავს არაბული და ჩრდილოეთ აფრიკული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცები დაესხნენ, მოქალაქეები მოითხოვენ რომ ლტოლვილებმა გერმანია დატოვონ.

გუშინ ღამით აქციის მონაწილეები ქალაქ ლაიფციგის ქუჩებში გამოვიდნენ და მოითხოვდნენ სექსუალური მოძალადეების ქვეყნიდან გაძევებას.

ისინი სკანდირებდნენ: "დაარეპორტეთ!", ასევე მოტანილი ჰქონდათ პლაკატები, დევნილების საწინააღმდეგო წარწერებით - "დევნილებს არ მივიღებთ!" "ისლამს არ შევეგებებით!"

აქცია ადგილობრივი ანტი-მუსლიმური ორგანიზაციის PEGIDA-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ლაიფციგის მერმა მარია ბრაუნსდორფმა (Maria Braunsdorf) განაცხადა, რომ პოლიციამ ალყა შემოარტყა დაახლოებით 250 მემარჯვენე ექსტრემისტს, მას შემდეგ, რაც მათ დაარბიეს ადგილობრივი ბიზნესი. ბევრ მათგანს ეკეთა ნიღაბი, საკუთარი ვინაობის დასამალად, რაც გერმანიაში კანონითაა აკრძალული, თქვა მან.

აქციაზე გამოვიდნენ კონტრ-დემოსტრატებიც, რომლებიც დევნილების შეფასებას მხარს უჭერენ: "მობრძანდით ლაიფციგში", - ეწერა მათ პლაკატებზე.

კიოლნის თავდასხმების შემდეგ,  პოლიციამ დანაშაულში ზოგიერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც მიგრანტის. ამის გამო ქალაქში თავს დაესხნენ ექვს პაკისტანელს, ორი მსხვერპლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ შემთხვევამდე კი თავდამსხმელებმა ზიანი მიაყენეს სირიული წარმოშობის პირსაც. პოლიციამ ამის გამო ორი პირი დააკავა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ლევანი2016-01-12 11:27:23
სწორია, ტავზე გადაიჯვეს ლტოლვილებმა გერმანიაში,დეპორტი სწორი იქნებოდა

სტატუს ქუო2016-01-12 11:43:45
ჩრდილოეთ აფრიკული გარეგნობა როგორია? რეებს ჩმახავთ, დაწერეთ არაბული გარეგნობა და ვსიო...

სტატუს ქუო2016-01-12 11:44:22
ცვედანი გერმანია და საფრანგეთი...ეხლა კი წკმუიან...

ადვოკატი2016-01-12 22:05:35
ამ ლტოლვილების ნაწილს საქართველოში გადმოანაწილებენ.

ნაც მოძრაობის მოთხოვნილებების შესაბამისად.

კანონი აქვს ასეთი ევროგაერთიანებაში, ევრო სოლიდარობა ჰქვია, ხარ ევრო კავშირის წევრი ან წევრობის კანდიდატი?

მიიღე ლტოლვილების ნაწილი, ევრო გაერთიანების საერთო მოსახლეობაში მოსახლეობის წილის შესაბამისად.

საქართველოს ამ ეტაპზე ასე 1000-მდე შეხვდება.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
5. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
6. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
7. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
8. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
9. სოფო ქოიავას მე-7 სართულიდან გადმოხტომა სოცქსელის ტესტმა უბიძგა?
10. ახალგაზრდა გოგონა აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901