რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
სარეკლამო ადგილი - 105
200 x 240
სა­მუ­და­მოდ და­ემ­შ­ვი­დო­ბეთ კუჭ­-­ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს , ეს რე­ა­ლუ­რია !...
ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­როს დე­და უვა­დო შიმ­ში­ლო­ბას იწ­ყებს
ახ­მე­ტა­ში უკა­ნო­ნო საბ­რ­ძო­ლო მა­სა­ლა და ნარ­კო­ტი­კი ამო­ი­ღეს
რო­გორ ავი­მაღ­ლო ხელ­ფა­სი?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ამინდი
  თბილისი19°-33°
  ქუთაისი19°-29°
  ბათუმი21°-28°
ავტოგოლა ავტოოკუპანტი კალაძე

12:10 11.01.2016
[რეზო შატაკიშვილი]
როცა „გაზპრომი“ ჩვენ გაზს გვიკეტავდა და გვყინავდა, ის ჯერ კიდევ მილანში იყო და არც სციოდა - არხეინად პოზირებდა ფოტო-ობიექტივის წინ ტრუსისამარა. ახლა ის ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრია და მის მიერ საკუთარ კარში გატანილ გოლებს ვიღა ჩივის, საკუთარი ქვეყნის და არა მტრის კარებში გააქვს გოლი - საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და გააფრთრებული იღწვის, რომ ქვეყანაში შემოიყვანოს „გაზპრომი“. 

არანაირი დიდი ჩაანალიზება არ ჭირდება იმას, რომ ქვეყანაში გაზპრომის შემოყვანა,  ბოლოს უღებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და საფრთხეში აგდებს ქვეყნის სუვერენიტეტს. სოლოლაკში არხეინად  გამაგრებული ის ბრძენი კაცი მასხარად გვიგდებს და საბოლოოდ ავლენს თავის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანს. ხელებს იფშვნეტს და გაიძახის, რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში კრიმინალი რა არისო. 

იგივეს ბრძანებს ირანულ გაზზეც და არც იმას მალავს, თავად არის ჩართული ირანული გაზის საქართველოში შემოტანაზე. მისი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კი თავის მხირივ იმას არ მალავს, რომ თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა ისევ და ისევ „გაზპრომისთვის“ მოგვიწევს. მიზეზი მარტივია - ირანიდან წამოსულმა გაზმა სომხეთი უნადა გამოიაროს, სადაც მილსადენს და მთელ ინფრასტრუქტურას „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია ფლობს. ხალხურად რომ ვთქვათ - კრემლის შვილიშვილი - რადგან თავად „გაზპრომი“ რომ კრემლის შვილობილია, ამაში ახალი არც არაფერია და არც არავისთვისაა უცნობი. ეს ბრძენი კაცი კი თავის ავტოგოლა კალაძესთან ერთად უნიჭოდ ეფარება ბაზრის დივერსიფიცირებას. უნიჭოდ, რადგან არაერთხელ განუმარტეს რომ მაშინ როცა აზერბაიჯანიდან იაფ გაზს იღებ და შემოგაქვს უფრო ძვირი და ფასსაც რომ თავი დავანებოთ, ხიფათს უქმნი ქვეყანას - ეგ დივერსიფიკაცია კი აარა საკუთარი ქვეყნის მიმართ დივერსიაა. 

ვერც ფეხბურთელი კალაძე და ვერც ნიცშესთან ყაყანში გართული ის ბრძენი კაცი შესაძლოა ვერ სწვდებოდნენ დივერსიფიკაციის ცნების სიღრმეებს. დივერსიფიკაცია კი არა, აგერ სულ ახლახანს გაიგო იმ ბრძენმა კაცმა „გენდერი“ ხურმაა თუ კარალიოკი. ეს გასაგებია,  მაგრამ იქნებ ახლა მაინც გაიგონ და შეეშვან, როგორც მალულ შეხვედრებს, უტიფარ ტყუილებს რომ აზერბაიჯანი ვერ გვაწვდის საკმარის გაზს, ისე ამ დევერსიფიკაციის ცნების  უპრაგონოდ ბრახუნს. სულ ბოლოს, ეს კვალიფიციურად და გასაგებად აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და ESM-ის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა ახსნა. მისი განცხადებით, ის რომ თურმე ალტერნატიული გაზის წყარო დივერსიფიკაციისთვის გვჭირდება, სულელური არგუმენტია, რადგან დივერსიფიკაცია მთელი ფულის ერთ ფინანსური ინსტრუმენტის ნაცვლად, ორ ან რამდენიმე ინსტრუმენტში განაწილებას ამჯობინებს, მაგრამ ეს წესი მუშაობს მაშინ, თუ ორიდან ერთი უფრო რისკიანია, მაგრამ მაღალი მოგების მომტანი და მეორე ნაკლებრისკიანი, მაგრამ უფრო დაბალი მოსალოდნელი მოგების მომტანი. 

თუ ფულს ამ ორს შორის გაანაწილებ, შეძლებ, რისკი უფრო სწრაფად შეამცირო, ვიდრე მოგება ან მოგება უფრო სწრაფად გაზარდო ვიდრე რისკი. როგორც ბედინეიშვილი განმარტავს ესაა დივერსიფიკაციის ხეირი, მაგრამ აქ რომელ ხეირზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში შემოჰყავთ უფრო მაღალ რისკიანი და დაბალი მომგებიანობის გაზპრომი? ანუ შემოაქვთ ძვირი და სახიფათო რუსული გაზი, მაშინ როცა აზერბაიჯანი გვაწვდის იაფ და საიმედო გაზს?

რა ხეირის მომტანია სახიფათო და ძვირი რუსული გაზის შემოტანა? ქვეყნისთვის, თორემ მათ ვინც გააფრთრებული ცდილობს ამის გაკეთებას, ალბათ რაღაც ხეირი და პირადი გამორჩენის იმედი აქვთ და ამიტომაც არ იშურებენ ძალღონეს და არც უტიფარ და მამალ ტყუილებსაც ერიდებიან. 
გრძელფეხება კალაძე ჯერ კიდევ მაშინ იყო პოსტიდან  მოსახსნელი, როდესაც მარტო ჩვენ კი არა მთელ დუნიას მოსდო მოკლეფეხება ტყუილი, რომ თურნე ნუ იტყვით და აზერბაიჯანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენ გაზრდილ მოთხოვნებს. მის ტყუილს მალევე გამოსდო სარმა ჯერ „სოკარის“  გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა და შემდეგ თვით ალიევმა. აზერბაიჯანულმა მხარემ გასაგებად თქვა რომ მათ შეუძლიათ საქართველოს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. მაგრამ რა გინდა? დაოკდა კალაძე და დაყარა ფარხმალი? შეწყვიტა „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები?  ბოლოს მალულ შეხვედრებზე გადავიდა და ინფორმაციას რომ არ გაეჟონა, არც გაახმაურებდა რომ 27 დეკემბერს „გაზპრომის“ წარმომადგენელ ბურმისტროვას შეხვდა ციურიხში. ინფორმაციის გამხმაურებლის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, ეს შეხვედრა დაიშლა კონტრაქტების მომზადებისთვის, რომლის ხელმოწერა შესაძლებელია იანვრის პირველ ნახევარშივე მოხდეს. ცისკარიშვილისავე ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ემზადება კონტრაქტის დასადებად, რომლითაც სოკარისგან მიღებული გაზის მოცულობა განახევრდება და მის ადგილს რუსული გაზი დაიკავებს.

ვინც ვერ ხვდება რომ აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება უბრალო ჩანაცვლება არაა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანია, თავი მარტო ბალიშზე დასადებად აბია და იმ ბალიშის ღირსიც არაა. საქართველოში „გაზპრომის“ ხელახალი შემოშვება ნიკა რურუამ საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლას შეადრა, რადგან ეს გამოიწვევს საქართველოს მოწყვეტას თავისუფალი სამყაროდან. არ შეიძლება არ დაეთანხმო ნიკა რურუას, როდესაც ამბობს, რომ „გაზპრომისთვის“ მწვანე შუქის ანთება ნიშნავს გის გახსნას კორუფციისთვის, ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ ჩვენი თანამოქალაქეების გადაბირებისთვისთვის, გზის გახსნას მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობისა და საქართველოს სუვერენობისა და დამოუკიდებლობის შესუსტებისთვის. 

დიახ, რუსული გაზით უნდათ ჩვენი დასავლეთისკენ, ნატოსკენ სწრაფვის მოგუდვა! ჩვენი თავისუფლების დახრჩობა!  დაიახ, არ უნდა გავიდეს მსაჯ ივანიშვილის დანიშნული და კალაძის დარტყმული პენალი საქართველოს კარში! 

ბატონი ივანიშვილი ამაოდ ცდილობს ამოეფაროს იმ შირმას, რომ თურმე მთელი ევროპა რუსულ გაზს მოიხმარს. მან ძალიან კარგად იცის და კარგად აქვს ჩაანალიზებული, რა უჯდება ეს ევროპას და კიდევ - ევროპის ქვეყნების ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს რუსეთს. კალაძის ეპოპეა კლუბურია - ციურიხში მალული შეხვედრის ინფორმაცია ექსპერტთა კლუბმა გაუხეთქა, დიპლომატთა კლუბმა ოფიციალურად მოითხოვა ენერგეტიკის მინისტრობიდან მისი ჩამოშორება, აი, რეფორმატორტა კლუბმა კი... სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ამოუგოდო, რომელითაც მას ბრალს წარუდგენენ ხელისუფლების შეცვლისთანავე. კერძოდ 319-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარებას ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა... და ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე…  

ამ მუხლის შემხსენებელს უწევს იმ ანბანური ჭეშმარიტების შეხსენებაც რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ოკუპანტ, აგრესორ სახელმწიფოს, „გზაპრომი“ კი ამ ოკუპანტი  ქვეყნის სახელმწიფო აპარატის განუყოფელ და ამ ქვეყნის პოლიტიკური ნების ფორმირებაში მონაწილე უმნიშვნელოვანეს რგოლს...
გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
2. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
3. ტიბეტური ჰოროსკოპი - გაიგე შენი მომავლის შესახებ - 97%-იანი სიზუსტით
4. პატრიარქი მრევლს: "ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია"
5. ილია მეორე: "ღმერთი თვითონ განკურნავს იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს"
6. 5 ყველაზე რთული ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი
7. მამა პეტრე: "ეკლესია მალე მრევლს დაკარგავს და მერე ისევ ადამიანებს დააბრალებენ"
8. ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად
9. NASA–მ ადამიანის ტემპერატურის მქონე, ღვთისმშობლის ცოცხალი ხატი აღმოაჩინა
10. ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი და მისი ბუნდოვანი სიკვდილი - ტრაგიკული თბილისური ისტორია
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901