რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი10°-22°
  ქუთაისი14°-27°
  ბათუმი16°-21°
ჯამარაულის გასამარჯვებლად ოპოზიციის ლიდერთა ოჯახის წევრებს აპატიმრებენ

21:39 06.01.2016
[ეკა იაშვილი]

საარჩევნო წლის დადგომასთან ერთად ხელისუფლებამ პოლიტიკური ტერორი დაიწყო. გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით კირკიტაძის ძმა, პროკურატურამ ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, რათა ქართულმა ოცნებამ გარდაბნის გამგებელი კახი კალაძის ფავორიტი, გოჩა ჯამარაული გახადოს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი კირკიტაძეს ბრალად ედება ხულიგნობა. მას, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რამდენიმე საათის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ ირაკლი კირკიტაძის დაპატიმრება სახელისუფლებო დაკვეთა იყო, რასაც მმართველ გუნდში უარყოფენ.

თუმცა, ფაქტია რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ძმის მძევლად აყვანის პარალელურად, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გარდაბნის გამგებლის კანდიდატად ზარზეიმით წარადგინა გოჩა ჯამარაული, რომლის პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება ნულს უტოლდება.

როგორც ჩანს, რეიტინგდაცემულ ქართულ ოცნებაში მყარად გადაწყვიტეს რომ არჩევნები ყველაფრის ფასად მოიგონ, მათ შორის პოლიტიკური ტერორის ფასადაც. 

"ოცნებაში" იციან რომ დავით კირკიტაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო, რეგიონში და კონკრეტულად გარდაბანში, დღემდე საკმაოდ დიდ გავლენებს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ოჯახის წევრების შევიწროვებაც...

თუმცა, საკითხავია, იქნება კი დამაჯარებელი სხვისი უბედურების ფასად მოპოვებული გამარჯვება, რომელიც ექსპერტთა აზრით, მიუხედავად დაწყებული პოლიტიკური რეპრესიებისა, ამ ეტაპზე, მაინც სათუოა?

გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
5. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
6. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
7. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
8. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
9. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
10. საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901