რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
სტამ­ბოლ­ში, ათა­თურ­ქის აერო­პორ­ტ­ში მომ­ხ­დარ ორ აფეთ­ქებს 10 ადა­მი­ა­ნი ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა (ვი­დე­ო­კად­რე­ბი)
,,საჯ­დომს კო­რექ­ცია გა­ვუ­კე­თე... 10 წელ­ში ჩე­მი ფო­ტოც მი­ე­მა­ტე­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის მსხვერ­პ­ლე­ბის ფო­ტო­ებს“
ლე­ლა წურ­წუ­მი­ა: ,, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ გა­მაკ­რი­ტი­კოს… სამ­წუ­ხა­როდ მე არ ვიც­ნობ ბო­ლომ­დე ჩემს შვილს"
ივ­ლი­სის თვის ჰო­როს­კო­პი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი19°-34°
  ქუთაისი21°-30°
  ბათუმი22°-29°
"საარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" სასამართლოში ისეთი ხალხი სჭირდება, ვინც ყველაფერზე წავა"

13:03 06.01.2016
["პრესა.ჯი"]
პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე Presa.ge-სთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობს.

- ბატონო მამუკა, თქვენ ერთ-ერთი იყავით იმ ადამიანებს შორის, ვინც ლევან მურუსიძის საააპელაციო სასამართლოში გამწესებას აპროტესტებდა. რა იყო ამ პროტესტის მიზეზი და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასეთი საკამათო გადაწყვეტილების მიღება.


- ლევან მურუსიძის დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არ არის ჩვეულებრივი საკადრო საკითხი. ეს არის პრობლემა სახელმწიფოსთვის, ზოგადად მართმსაჯულებისთვის. ეს არის მორალურ კანონთან დაკავშირებული პრობლემა და ასევე პოლიტიკურიც.

ლევან მურუსიძე დღეს რომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მისნაირებში სარგებლობს ავტორიტეტით და პიროვნება ასეთი წარსულითა და აწმყოთი ინიშნება მოსამართლედ, ეს არის მარტივი შეფასება იმისა, რომ კოალიცია  "ქართული ოცნება", მისი ლიდერები და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია ამით.

ბიძინა ივანიშვილის 30 დეკემბრის გამოსვლა იყო სხვა არაფერი თუარა მფარველობა ლევან მურუსიძისა. უმრავლესობის ცალკეული წევრები კიდევ ამბობენ, რომ არ ვეთანხმებით, ეს არ უნდა გაკეთებულიყო, ზოგი საერთოდ ამბობს, რომ სირცხვილია, მაგრამ მან თქვა, რომ ყველას ხომ ვერ დავსჯით, ადამიანებს მთავრიდან ვერ ჩამოვიყვანთ, ამიტომ მათ უნდა ვაპატიოთო. ე.ი ვიღაც რიგითი, რომელიც ჭანჭიკის ფუნქციასაც არ ასრულებდა და მურუსიძე, რომელიც მართმსაჯულების ბოროტების შემოქმედი იყო ყოფილა თურმე  ერთი და იგივენაირად საპატიებელი ფიგურაა. ეს კარგად გამოჩნდა მისი გამოსვლის დროს და ამით ილუსტრირდა ლევან მურუსიძე, მისნაირები, რომლებიც კოლექტიურად ერთ ხმაში ამბობენ რომ "ჩვენ ყველა მურუსიძეები ვართ", ბიძინა ივანიშვილმა შეიკედლა ერთი მარტივი საჭიროებიდან გამომდინარე.

2016 წელი არის საარჩევნო. დაწყებული კამპანია ცალკეული მედიასაშუალებების მიმართ "ქართულმა ოცნებამ" ვერ დაამთავრა წარმატებით და მეორე ტალღისთვის, რომელიც დაიწყება მედიასაშუალებებზე და გაძლიერდება წინა საარჩევნო და პოსტ საარჩევნო პერიოდში დავების სახით, მათ სჭირდებათ სააპელაციო სასამართლოში მყარი საყრდენი, ანუ ადამიანები, რომლებიც წავლენ ყველაფერზე, ყველაფერს მოაწერენ ხელს და შეუსრულებენ საარჩევნო ოცნებებს ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს. ესაა მურუსიძის მფარველობის, მისი მობრუნების, ლობირების და  წახალისება-დაწინაურების ახსნა.

- როგორ ფიქრობთ, გაართმევს "ქართული ოცნება" თავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს წარმატებით?

-  ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არჩევნები და არჩევნებისთვის თავის გართმევა ხელისუფლების მიერ არ ნიშნავს მხოლოდ პროცენტების მიღებასა და შედეგის დადებას. თუ ხელისუფლება არჩევნებს ართმევს თავს, ეს ნიშნავს, რომ ის ართმევს თავს წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნებისადმი ლეგიტიმაციისა და ნდობის უზრუნველყოფის პერიოდს და მერე თვითონ არჩევნებს. დღევანდელ დღემდე რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, არის ის რომ 2016 წლის არჩევნებისთვის შეიქმნას დელეგიტიმაციისა და უნდობლობის გარემო.

განახორციელა თითქოსდა "ცვლილებები" საარჩევნო კანონმდებლობაში, სრული იგნორირება გაუკეთა პოლიტიკურ, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს, მოირგო საკუთარ თავზე კანონმდებლობა და ასეთი ფორმით მიდის არჩევნებთან, რომელიც უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის მატარებელია.

რაც შეეხება რეიტინგულ მომენტს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ამ საკითხისკენ მობრუნებას და "სერიზოული ფულის" დახარჯვას ამაზე. მან თქვა საკუთარ რესურსებს დავხარჯავო, მას კი ფულის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია, მას არ აქვს გამორჩეული პოლიტიკური გონიერება, გამოცდილება, სიბრძნე. ამის გათვალისწინებით გასაგებია რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში კარგი შედეგის ჩვენების ყველაზე მაღალი შანსის მატარებელია. თუმცა რა ძალაუფლებას მოიპოვებს ის სხვა ძალების გარეშე, ესეც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. წინ ცხრა თვეა და ისეთი დინამიკის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ბევრი რამ შეიძლება ამ დროში შეიცვალოს, ამიტომ ხელისუფლების მორიგი შეცდომების იმედითა და ქართული საზოგადოების სწორი ხედვის იმედით ვემზადებით 2016 წლის არჩევნებისთვის, უმთავრესი იმედი საკუთარი თავის გვაქვს.
ბეჭდვა  
კომენტარები:
ამომრჩეველი2016-01-06 14:26:06
ახ. მემარჯ. გუშინწინდელი დღეა.
არც ერთ სუბიექტს, ვინც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, არ მივცემდი, ალბათ, ხმას, ვინაიდან მათ ვერ მოუგვარებიათ ერთი უმარტივესი საკითხი---აუხსნან ამომრჩეველს, რომ ხმის მიცემა არაა გემოვნების საკითხი. ხმის მიცემა პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა ქვეყნის წინაშე, მაგრამ, ვინაიდან ადამიანს ვერ წარმოუდგენია, რომ მისი შვილიც ქ ვ ე ყ ა ნ ა ა , ან ესეც აუხსენით, ან პირდაპირ შვილზე მიუთითეთ.
ძნელია? დრო აღარაა? გეთანხმებით და აღვნიშნავ, რომ დრო ძალიან ბევრი იყო და დაკარგეთ, სიძნელე კი უნდა დაძლიოთ.

2016-01-06 17:23:45
კაციტაზე შე იუდავ მოგიტკ დედ მუტლ და ოჯახი

ნანიკო2016-01-06 17:50:02
კაციტაძეც ,რომ ხმას ამოიღებს

ივა2016-01-06 17:50:13
მოკვდი რაა!!!!

ნუცა2016-01-06 17:50:27
ეს დებილი გვაკლდა რაა

2016-01-06 18:32:15
ძან სასაცილოა მისნაირი უმაქნისები რომ ლაპარაკობენ რამე მაინც ქონდეთ გაკეთებული ქვეყნისთვის

2016-01-06 18:32:21
წადი შენი დებილი დედაც გამომივიდა ჭკუსიკოლოფი რა

2016-01-06 18:32:24
კაციტაძე ერთი ჩვეულებრივი მარიონეტი ხარ რა!

2016-01-06 18:32:28
ეს ცოცხალია?

ამომრჩეველი2016-01-06 22:40:29
უარესის ღირსი ხარ ,კაციტაძე!

ამომრჩეველი2016-01-06 23:49:48
ახალი პრემიერით ვიღაც აღფრთოვანებულია ფიზიონომიისა და კომაროვის ოქროს მედლის გამო{რომელიც არავის უნახავს}. აბა კალაძესა აქვს აღსაფრთოვანებელი რამე-რუმეები, თუ აქვს! აბა ჯაბას ჰქონდა თუ ჰქონდა{გემოვნების საკითხია}, აბა, კიტოვანი ნახეთ ვინაა?! სიგუა?! რა ვქნათ, როგორ შევიყვანოთ ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში---კალაძე ქვეყნის აღმშენებელი, თუ კალაძე უკუღმა ფეხბურთელი? ჯაბა ქურდი პროფესორი, რაინდი, მხედარი, დიდი პოლიტიკოსის მეგობარი, თუ თვითონ დიდი პოლიტიკოსი? კიტოვანი ვინღაა? მხატვარი, რომელმაც თბილისი "დახატა" თუ საქართველოს დამაქცევარი? აი, სიგუა სულ სხვა ფენომენია---მოღალატე, ლაჩარი,ფსიქოპატი...და სადისტი მეტალურგ-- აკადემიკოსი...
კარგად დაფიქრდი ამომრჩეველო ხმის მიცემისას. შენი გემოვნება შენი შვილის მომავალას ა რ წ ა ა დ გ ე ბ ა !!!

მამუკა2016-01-08 18:46:55
რეებს ბოდავს ეს კაცი?)))

იკა2016-01-08 18:47:26
წადი ნუ დაგვგალე შენი პროფესორობით))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. "ვინც აღფრთოვანდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების ამბით, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის"
2. "კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა... როდემდე?"
3. "დიდხანს უნდა იყო ასე და ზედ არ მიყურო?" - რა მისწერა ქმარმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მაგდა პაპიძეს?
4. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
5. აშშ-ში მცხოვრები ქართველები გეი-აღლუმზე - დღის ფოტო
6. ქართველებს ევროპიდან მასობრივი დეპორტაცია ემუქრება
7. ლანა პაპიძე: "მესიზმრა, მაგდა გიჟივით თხრიდა ბავშვის საფლავს. მეშინია არ შევიშალო ჭკუიდან"
8. ლანა პაპიძე: "ჩემს დახეულ ჯინსებზე ჭორაობთ? თქვენ ხართ ბრბო, უწიგნური ხალხი"
9. ბაია პატარაია მაგდა პაპიძის საქმეზე: "მეტი სექსუალური თავისუფლება ქალებს!"
10. ვინ არის გოგონა, რომელიც შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ მტკვარში გადახტა – „მიშას გამო ვენებიც გადაიჭრა“
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908