რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
ხალ­ხუ­რი რეწ­ვის ოს­ტა­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-­გა­ყიდ­ვა
გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ხონ­სა და ვან­ში ად­გი­ლობ­რივ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ებს შეხ­ვ­და
მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­გი­წეს­რი­გებთ კუჭ­-­ნაწ­ლა­ვის მოქ­მე­დე­ბას და და­გა­ვიწ­ყებთ ნაღ­ვ­ლის­ბუშ­ტის ტკი­ვილს !
მცხე­თა­ში ახა­ლი სას­ტუმ­რო - "ჯი­ნო ველ­ნეს მცხე­თა" გა­იხ­ს­ნა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ამინდი
  თბილისი19°-33°
  ქუთაისი22°-36°
  ბათუმი23°-31°
მასობრივი ძალადობა კიოლნის ქუჩებში - "ეს კრიმინალის სრულიად ახალი განზომილებაა"

11:15 06.01.2016
["პრესა.ჯი"]
გერმანიის ქალაქ კიოლნის მერი ადგილობრივ პოლიციაში კრიზისულ საკითხებზე სასაუბროდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც საახალწლო დღეების მანძილზე პოლიციას დაახლოებით ოთხმოცმა ქალმა მიმართა მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების შესახებ. ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

კიოლნის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმების რაოდენობა პრაგმატული და კონსერვატორი გერმანელებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. თავდასხმებში ათასამდე მთვრალი და აგრესიული ახალგაზრდა კაცია ჩარეული.

ქალაქის პოლიციის უფროსმა ამ შემთხვევას "კრიმინალის სრულიად ახალი განზომილება" უწოდა. მამაკაცები არაბული და ჩრდილო აფრიკული გარეგნობისა იყვნენ, - თქვა მან.

მათი სამიზნე აღმოჩნდნენ ქალები ასევე ჰამბურგშიც, მაგრამ კიოლნის თავდასხმები ქალაქის მთავარ კათედრალთან ახლოს, ყველაზე სერიოზულია, - იუწყება გერმანული მედია.

როგორც მინიმუმ ერთი ქალი გააუპატიურეს, ბევრ მათგანს კი ხელ-ფეხს უფათურებდნენ, აცხადებენ პოლიციაში. მოძალადეების მსხვერპლი მოხალისე პოლიციელი ქალიც კი აღმოჩნდა. პოლიციას ასევე ბევრმა მიმართა ძარცვის შემთხვევების გამოც.

თებერვალში კი კიოლნში უნდა გაიმართოს კარნავალი და ისევე როგორც საახალწლოდ, ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა. ქალაქის პოლიციის უფროსის თქმით, ესეც საკმაოდ პრობლემური თემა შეიძლება გახდეს.

თავდასხმების პერიოდში პოლიცია რკინიგზის ცენტრალური სადგურის გარეთაც მორიგეობდა, თუმცა ბევრი თავდასხმის აღმოჩენა მათ ვერ შეძლეს, ასევე ვარაუდობენ, რომ ბევრმა ქალმა შემთხვევის შესახებ არ განაცხადა.

კიოლნის მერმა ჰერიეთ რეკერმა თავდასხმებს "ამაზრზენი" უწოდა. "ჩვენ ვერავის მივცემთ ნებას გადააქციოს ქალაქი უკანონო ზონად, ტურისტებს აქ ჩამოსვლისას შეტევის შიში არ უნდა ჰქონდეთ", - თქვა მან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კი შოკისმომგვრელ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "ჩვენ არ შევეგუებით ამ შემზარავ თავდასხმებს, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება", - დაწერა მან "თვითერზე"

ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაიხსენა, როგორ შემოარტყა უზარმაზარბა ბრბომ ალყა მის პარტნიორსა და 15 წლის ქალიშვილს, ისე რომ მას დახმარებაც არ შეეძლო.

"ისინი ჩემს პატრნიორს მკერდსა და ფეხებზე ხელს უფათურებდნენ", - იხსენებს მამაკაცი.

კიოლნში სტუმრად მყოფმა ბრიტანელმა ქალბატონმა კი გაიხსენა, რომ მას ასაფეთქებელი ესროლა მამაკაცების ჯგუფმა, რომელიც არც ინგლისურად საუბრობდა და არც გერმანულად. "ისინი ცდილობდნენ მოგვხვეოდნენ, ეკოცნათ. ერთმა კაცმა ჩემს მეგობარს ჩანთა მოჰპარა", - თქვა ქალმა.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ არ უნდა დააბრალონ დანაშაული მიგრანტებსა და ლტოლვილებს, სანამ ის გამოძიებული არ იქნება. "კანონის წინაშე ყველა თანასწორია მიუხედავად წარმომავლობისა და პასპორტისა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, 2015 წელს გერმანიამ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა დიდი რაოდენობა შეიფარა, რამაც გამოიწვია მწვავე დებატები და ანტი-ისლამური მსვლელობები ქვეყანაში.

კიოლნის ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა, რომ ეჭვმიტანილები პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყვნენ, რადგან ისინი აქამდეც შეუმჩნევიათ ჯიბის ქურდობაში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ.

ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა ჰამბურგსა და შტუდგარტშიც. ერთ-ერთმა პოლიციელმა კი რომელიც კიოლნის სადგურთან თავდასხმისას მორიგეობდა, თქვა, რომ მის მიერ შემჩნეული ყველა ეჭვმიტანილი, "გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო, მათ თან თავისი საცხოვრებელი სერთიფიკატების ასლები ჰქონდათ".

თუმცა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაული თავშესაფრის მაძიებლებმა ჩაიდინეს, არ არსებობს. გერმანიის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გამოიტანს სწრაფ დასკვნებს.

პოლიცია აპირებს მიიღოს სპეციალური ზომები, დააყენოს დამატებითი კამერები და უზრუნველყოს მორიგე პოლიციელების დამატებაც.
ბეჭდვა  
კომენტარები:
კარლ ჰაინც რუმენიგე2016-01-06 12:43:30
ახია! პატიოსანი კაცი რომ გერმანიის აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლს გადის, ლამის მიკროსკოპით შეუმოწმონ ყველაფერი და ათასგვარ საბუთს და მყარ ფინანსურ გარანტიას სთხოვენ დამატებით, ამ ნაძირალებს კი თავს ევლებიან და ელაქუცებიან. სულ მალე გერმანიას რომ დოიჩსტანი დაექმევა, მერე ირტყან თავში ხელი სუპერტოლერანტმა გერმანელებმა!

ადვოკატი2016-01-06 13:28:51
ეს ე.წ. ლტოლვილები არიან, მათი ნაწილი მალე საქართველოში გადმოინაცვლებს გერმანიიდან.

ევრო კომისრებმა გადაწყვიტეს, რომ ევრო წევრობის კანდიდამა ქვეყნებმაც უნდა გაინაწილონ ლტოლვილების მიღების ვალდებულება, კვოტების მიღედვით.

ხომ ეს უნდოდა მი-ხუი-ნების პარტიის წევრებს და მთავარ ხუილოს, მიხეილ სააკა-ს.

ადვოკატი2016-01-06 13:31:49
ციტატა:
"კარლ ჰაინც რუმენიგე 2016-01-06 12:43:30
ახია! პატიოსანი კაცი რომ გერმანიის აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლს გადის, ლამის მიკროსკოპით შეუმოწმონ ყველაფერი და ათასგვარ საბუთს და მყარ ფინანსურ გარანტიას სთხოვენ დამატებით, ამ ნაძირალებს კი თავს ევლებიან და ელაქუცებიან. სულ მალე გერმანიას რომ დოიჩსტანი დაექმევა, მერე ირტყან თავში ხელი სუპერტოლერანტმა გერმანელებმა!"
////////////////
პასუხი:
ლტოლვი ლების ნაკადი ორგანიზებულია აშშ-ს და თურქეთის მიერ.

აშშ-ს უნდა გერმანიის, როგორც კონკურენტის, დასუსტება.

გერმანიის სუპერტოლერანტობა არაფერ შუაშია.

გერმანია არის ოკუპირებული ქვეყანა 1945 წლიდან და იძულებულია დაემორჩილოს ოკუპანტი აშშ-ს ნებას.

ავოეე2016-01-06 13:32:50
დოიჩესტანიც იქნება და ევროპასტანიც. აქ კი ჩემს ფეხებს მიაღწევენ. თუ რა თქმა უნდა ოდესის გუბერნატორი არ დაგვისვეს ისევ

ავოეე2016-01-06 13:34:24
ყოველ შემთხვევაში თბილისში და ქუთაისში და ზუგდიდში კაი ბიჭები არ დაუშვებენ ეგეთ რამეებს. სოფლებში კი ჯიგრიანი მუტრუკები

2016-01-06 14:23:38
ადვოკატი შენ ჩემ YლEს ემსგავსდები

2016-01-06 14:55:03
თქვედედამოაფეთქებულებ, რამდენი ქართველი ქალიც გააუპატიურა რუსმა, იმდენჯერ მოგიTkanT ოჯახში კაბიანი, რა ყველაფერზე თრაკში უძვრებით რუს ღორებს და ყველაფერზე ქილიკებთ.

2016-01-06 15:20:59
ადვოკატი 2016-01-06 13:28:51
ეს ე.წ. ლტოლვილები არიან, მათი ნაწილი მალე საქართველოში გადმოინაცვლებს გერმანიიდან
------------------------------------- --------------------------------------------------- ------

უფრო რუსეთში. რუსეთი ხომ მუსულმანური ქვეყანაა. 150 მილიონიდან 90 მილიონი მუსულმნი ჰყავს, იმიტომაც ეხმარება მუსულმანურ ქვეყნებს და იარაღს ძლევს.

.

2016-01-06 17:15:38
Kriminals religia se ushlis xels.kai bijebi con angelozebi arian?sadac cesrigs sdzinavs,kvelgan jaresi xdeba.ginda evropa ikavi,ginda azia.

ადვოკატი2016-01-06 18:54:02
ციტატა:
"მასობრივი ძალადობა კიოლნის ქუჩებში - "ეს კრიმინალის სრულიად ახალი განზომილებაა"
11:15 06.01.2016
["პრესა.ჯი"]
გერმანიის ქალაქ კიოლნის მერი ადგილობრივ პოლიციაში კრიზისულ საკითხებზე სასაუბროდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც საახალწლო დღეების მანძილზე პოლიციას დაახლოებით ოთხმოცმა ქალმა მიმართა მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების შესახებ. ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს".
///////////////////////
პასუხი:
ვნ ახოთ რა სწერენ მართლა ჟურნალისტები:

//ria.ru/world/20160106/135544529 9.html
Полиция Кельна сообщила во вторник, что получила около 90 заявлений от женщин, которые подверглись в новогоднюю ночь сексуальным домогательствам со стороны мужчин "африканской и арабской внешности", предположительно мигрантов. Как передавало издание Spiegel со ссылкой на начальника полиции Вольфганга Альберса, на площади собрались около тысячи мужчин в возрасте от 15 до 35 лет. Подвыпившие мужчины толпой окружали женщин, вырывали кошельки и мобильные телефоны, а тем, кто пытался вмешаться, угрожали расправой.

როგორც ვხედავთ, პრსგეს სულით გამყიდველი ჟურნალისტები სიმართლეს აყალბებნ და სიტყვას მიგრანტევს საერთოდ არ ახსენებენ.

ეს პოლიტიკაა.

პდრების პოლიტიკა.

სტატუს ქუო2016-01-06 19:59:40
ცვედანი გერმანელები...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. "ეს გოგო, რომლის ფოტოც დღეს პირველად ვნახე - აღარ გვყავს... ავარიამ იმსხვერპლა"
2. ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა
3. „რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ? - ნათია კობერიძის მიმართვა მრევლს
4. "მაგდა პაპიძემ დამირეკა, განწირული ხმა ჰქონდა.. მიყვებოდა თავის მარტოობის საკანზე"
5. ახალი გარემოება დაკარგულ სამხედროებზე - ერთ-ერთ მათგანს წვრთნების დროს ყურების ანთება ჰქონდა
6. "21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“
7. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
8. ვინ იყვნენ ვერელი თორაძეები, რომლებიც 23 წლის წინ ამოხოცეს
9. ბაია დავითაია: "15,16 წლის ბავშვები კატაობდნენ...მშობლებო ხომ არ გააფრინეთ"
10. გია მაისაშვილი: "სულ მალე ფეხზე დავდგები ისევ"
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901