რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 105
200 x 240
,,თა­ი­გუ­ლი აშ­კა­რად ხე­ლი­დან გა­მომ­გ­ლი­ჯეს­"­-ა­სე ერ­თო­ბა სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე ქორ­წილ­ში
რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თ­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რის ფო­ტო ვრცელ­დე­ბა
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
“ზე­დო­ზი­რე­ბა­ზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღე” - არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი17°-24°
  ბათუმი21°-24°
ჯადოს მოხსნის რეცეპტი ქოცებისთვის

18:57 05.01.2016
[რეზო შატაკიშვილი]
ქოცები განსაცდელში არიან და დედოზარებს თუ არა, უკვე ტაშტებს არისხებენ, უკაცრავად და აბრახუნებენ. აგერ, ამ ნაახალწლევს მეოცნებე ომარ ნიშნიანიძე გამოდგა და ქვეყანას სასოწარკვეთილმა შეღაღადა - ქოცებს ჯადო გვაქვს გაკეთებულიო. დგას და გოდებს, ჩვენი პარტიის გაძლიერებას საშველი არ დაადგა, ან ჯადო გვაქვს გაკეთებული, ან თვალნაკრავები ვართო. ალბათ უნდა გამოვულოცოო და მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილებაც გაიხსენა, ბებიამისს სცოდნია ნახშირითა და შავტარიანი დანით გამოლოცვა და თურმე ამ ხერხს უნდა მიმართოს. კაცი სასოწარკვეთილებაშია, ლამისაა რიონში ჩახტეს. აი იმ რიონში, რომლის გაღრმავებასაც ითხოვდა ვარციხემდე - ქუთაისში საზღვაო გემების შესაყვანად. ქუთაისის საპორტო ქალაქად ქცევაზე რომ ოცნებობდა... ახლა, სიღრმეს აღარ კითხულობს და ლამისაა ისე ჩახტეს და აბა როგორ არ მივცე რჩევა?

ბატონო ომარ, გამოლოცვას უბრალო ნახშირი არ შველის, ნარმანიას გაშენებული ტყე უნდა გადაბუგო და იქიდან აღებული ნახშირით შეულოცო. ასევე კარგი იქნება, თუ ბიძინას ზებრას მიეპარები და ცალ ჩლიქს მოაკვნეტ და იმასაც ჩაურევ ნარმანიას ნახშირში. სხვანაირად ჯადო არ აგეხსნებათ.

გამომდგარა ეს სასოწარკვეთილი ქოცი დეპუტატი და გოდებს, მოქმედ პრემიერსაც ვუთხარი და წინასაც ვეუბნებოდი, პიარი არ გვივარგა და ისე არაფერი გამოგვივა თანამედროვე პოლიტიკაშიო. თანამედროვე პოლიტიკა პიარის გარეშე არ არსებობსო.

პიარი არ უვარგათ, რადიო 105. ომარ ბატონო, ნამდვილად არ გივარგათ პიარი. იმიტომ კი არა, რომ რამეს აკეთებთ და არ აცნობთ საზოგადოებას, არამედ იმიტომ რომ იმას აპიარებთ რაც არ გაგიკეთებიათ. და ასეთ პიარს უკუძალა აქვს. და გაჯადოვებთ. მისტიური ძალები კი არა, ხალხის წყევლა გაჯადოვებთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იძახოთ თქვენ და თქვენმა ნარმანიამ რომ თბილისში ორმო აღარაა, ხალხი იმ ორმოებს ხედავს კიდეც და არტყამს კიდეც იმ ორმოებში. რაც არ უნდა იძახოთ რომ ნახევარი მილიონი ხე დაირგო, არავინ დაგიჯერებთ, იმიტომ რომ დარგულს ვერავინ ხედავს. რაც არ უნდა იძახოთ რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, ამას ვერ დააჯერებთ აგერ იოსებიძის ქუჩაძე გაქურდული  „შირაქის“ მაღაზიის ვერც მეპატრონეს, ვერც ნოქარს, იმიტომ რომ თქვენი პიარი და კომენტარები ვერ ამოუვსებს სალაროს და ვერც ვერავის დააჯერებთ რომ უსაფრთხოა ქალაქი - ამდენი ყაჩაღობების, ქურდობების, მკვლელობების შემყურეს.

რომელი ტვინგაწყალებული დაიჯერებს თქვენ პიარს რომ ქვეყანაში ასრაღაცა ქარხანა გაიხსნა? ქარხანა ტაბურეტკაა რომ ვერ დაინახოს ვინმემ? უკაცრავად და თქვენ პიარი ბარონ მიუნჰაუზენის ტრაბახი გგონიათ? თუ საარჩევნო დაპირებები? უხვად რომ დაარიგა თქვენმა ბრძენმა კაცმა და იმ დაპირებებით თავბრუ რომ დაახვია ხალხს და მერე ზებრის ღიმილით გაუმასპინძლდა? იქით თქვენ მოაჯადოვეთ ხალხი და დაგიბრუნდათ ომარ ბატონო ჯადო უკან? ჩემი ოქრო ჩემთანო - ეგ დაემართა თქვენ ჯადოს?

და ახლა უკაცრავად, რომელ თანამედროვე პოლიტიკაზე ღაღადებთ? თანამედროვე პოლიტიკა გულისხმობს იმ განცხადებების კეთებას, რა განცხადებებითაც პირადად თქვენ გამოდიხართ წამდაუწუმ? რა გაქვთ მიზნად, ქართველ ჟირინოვსკად ჩამოყალიბება? ჟირინოვსკი გესახებათ თანამედროვე პოლიტიკოსის სახედ და ხატებად?

დეპუტატისთვის უკნიდან მიპარვასა და მიკროფონის ჩარტყმაშია თანამედროვე პოლიტიკის ჯადო-თილისმა? თუ თქვენი შეძახილი „მაგ ბუსუსიანი პრეზერვატივი თავზე უნდა წამოგაცვათ“ - ჯდება თანამედროვე პოლიტიკის ნორმატივებში? დღემდე ის ვერ გაგირკვევიათ სად ზიხართ, პარლამენტში თუ სოფლის ორღობეში მოწყობილ ბირჟაზე და უკაცრავად ვინ გკრათ თვალი? კაკლის წვერზე შემომჯდარმა ყვავმა?
დიახ, ერთი კვირაც არაა, რაც ეს ჯადო თუ თვალნაკრავი დეპუტატი გამობრძანდა და ქვეყნის მთავარი ტრიბუნიდან ბალღამი აფრქვია.

ოპონენტებს სულ უკუღმა დაბადებულები, ერთი საშოდან გამომძვრალები ეძახა, და ქვეყნის გადარჩენის გზაც დასახა, თურმე  ნაციონალების უკან შებრუნებაშია ქვეყნის ხსნა. ნაციონალები თურმე თვითმარქვია გველაძუები ყოფილან და კიდევ გაყინული გველი, რომელიც ქოცებს უბეში შეუნახავთ და გამღვალან. მესიჯსაც უწუნებს ნაცებს - უნიათოები დაგვარქვესო. არადა, ალალად მადლობა უნდა მოახსენოთ ნაცებს მაგ ეპითეტისთვის და „გაპრავებისთვის“, მავნებლები რომ უნიათოებად მოგნათლეს და მოგვასაღეს ჩვენ. უწუნებს ეპითეტს და თან იქვე თავად აღიარებს უნიათოები ვართო, მაგ უმგვანოებს რომ არ დავემსგავსეთ და სარზე არ ჩამოვაცვითო. მოინდომა ქუთაისში პორტი და სასჯელთა ნუსხაში სარზე გასმა... ფრთხილად ქოცებო, სასჯელის მაგ ზომასთან, საარჩევნო წამზომი ჩართულია და რა ვიცი, თქვენ არ შემოგიბრუნდეთ სასჯელის ეგ ზომა ცუდად...

მაინც რის მიღწევას აპირებთ ოპონენტებზე მაგ აგრესიულ-ისტერიული შტურმებით? იმ ბრძენი კაცისთვის ერთგულების დამტკიცებას? ზებრა ზოლებიანია ომარ ბატონო და ემანდ შავ ზოლში არ მოხვდეთ. ნუ იქნებით რომის პაპზე დიდი კათოლიკე და ნუ შეეცდებით ღარიბაშვილზე მეტად ერთგულების დამტკიცებას, თორემ აგერ მაგალითი წინ გაქვთ...

ამ „სპიჩებით“ აპირებთ თანამედროვე პოლიტიკის კეთებას? ან გამოლოცვას? ან ამ სადღესასწაულო დღეებში რა სევდა და კაეშანი შემოგაწვათ? ნუთუ ასე ღრმად დაგამწუხრათ რუსეთის დაზვერვის შეფის იგორ სერგუნის იმქვეყნად გასეირნებამ? თუ იმაზე დარდი გიკლავთ გულს, ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი რომ განახევრდა და თქვენ ტრაბახს, ერთადერთი საფუძველიც გამოეცალა? დიახ, თუ 2014 წელს მარტო რუსეთში 37 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, 2015-ში 46 ქვეყანაში გავიდა 36 მილიონი ბოთლი.  მაშინ როცა 2014-ში ექსპორტზე, ყველა ქვეყანაში 59 მილიონი ბოთლი იყო გასული. ეს გაღელვებთ თუ ის რომ რუსეთს რომ „დაერხა“ - სანქციებისა და ნავთობზე ფასის ვარდნის გამო? 

ომარ ბატონო, ეს „ოხერტიალი“ ღვინო მაინც ვეღარ საღდება და ეგებ ნახშირის მაგივრად ეგ გეცადათ? დაგელიათ და ეგება წაღმა იფიქროთ ქოცებისთვის სოფლის უკუღმა ტრიალი?
გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. საზარელი ავარია თამარაშვილზე (ვიდეო)
2. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
3. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
4. ტიბეტური ჰოროსკოპი - გაიგე შენი მომავლის შესახებ - 97%-იანი სიზუსტით
5. ილია მეორე: "ღმერთი თვითონ განკურნავს იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს"
6. პატრიარქი მრევლს: "ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია"
7. "21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“
8. 5 ყველაზე რთული ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი
9. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
10. ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901