რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
Global Finance-მა თი­ბი­სი ბან­კის ინ­ტერ­ნეტ და მო­ბა­ილ­ბან­კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­სა­ხე­ლა
„მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის“ მო­ბი­ნად­რე­ე­ბის პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი
მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც კომ­პ­ლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­გა­ო­ცებთ
სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი „ბი­ჯე­ო“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას გა­ნაგ­რ­ძობს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი
  თბილისი21°-30°
  ქუთაისი19°-32°
  ბათუმი22°-28°
გია ჟორჟოლიანი: "ამ კანონის შექმნა მაღალმთიან რეგიონებში მძიმე მდგომარეობამ განაპირობა"

11:18 05.01.2016
["პრესა.ჯი"]
მაღალმთიანი რეგიონების განვითრების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიანი სოფლების ნაწილისთვის, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრიდან ზევით მდებარეობს, დაწესებული სოციალური და საგადასახადო შეღავათები ძალაში შევიდა.  დახმარების მიღებას 1 580-ზე მეტი სოფლის მცხოვრები შეძლებს.  კანონის მიხედვით, ოჯახები პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში 100, შემდეგ შვილებზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. კანონი ითვალისწინებს სხვა შეღავათებსაც.

ახალი კანონის მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე Presa.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის ეროვნული საბჭოს წევრი გია ჟორჟოლიანი ესაუბრა.

- ბატონო გია, რა იყო ამ კანონონის შექმნის მთავარი მიზნები, რამ განაპირობა მისი არსებობის აუცილებლობა?

- ამ კანონის  შექმნა განაპირობა იმ მდგომარეობამ, რაც არის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. იქ ძლიერი მიგრაციული პროცესებია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დაბალია ხელმისაწვდომობა ძირითად სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა ან განათლება. ასევე ნაკლებია ეკონომიკური აქტივობაც. მოსახლეობა ძირითადად ორიენტირებული თვითდასაქმებაზე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიქმნა კანონი, რომელსაც ჩამოთვლილ პრობლემებზე გარკვეული პასუხი აქვს.

მაღალმთიანი რეგიონებისათვის ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო ფონდის სფეროში დაწესდება შეღავათები. ეკონომიკური აქტიოვობის სფეროში ასევე იქნება ძალიან სერიოზული გრძელვადიანი შეღავათები. ცხადია შეღავათები შეეხება ისეთ აქტივობებს, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას და რეგიონების განვითარებას.

განხორციელდება ასევე სპეციალური პროგრამები. შეიქმნება მთის განვითარების ფონდი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა და რესურსები. მთლიანობაში ეს დაკავშირებულია რეგიონების გათანაბრების პრინციპთან, რომელიც ძალიან აქტუალური იდეაა ევროკავშირის პოლიტიკაში და გულისხმობს სახელმწიფო  რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა რეგიონის  მცხოვრებისთვის.

- ამ სფეროს მოწესრიგება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. განისაზღვრა მაკოორდინირებელი ორგანო?

- რაც შეეხება კოორდინირებას, შექმნილია მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის ეროვნული საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც არის პრემიერი. საბჭოში არიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ასევე მთიანი რეგიონების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. საბჭო იხილავს ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. კოორდინაციას კი ახორციელებს პრემიერის ადმინისტრაციაში არსებული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სამსახური, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქურის სამინისტრო.

- კანონის თანახმად მაღალმთიანი სოფლის მცხოვრების სტატუსს მიიღებს ყველა, ვინც ასეთ სოფლებში 9 თვეზე მეტია ცხოვრობს. ახალი პირებისთვის მისი მინიჭება კი სოფელში გადასვლიდან 9 თვეში მოხდება. ბატონო გია, თქვენი ოპონენტები საუბრობენ კორუფციულ რისკებზე, რადგან ახალ პირებზე სტატუსის მინიჭებას ადგილობრივი ხელისუფლება განახორციელებს, რას იტყვით ამის საპასუხოდ?

- "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია". რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ეს საქმიანობა ღირებული იყოს და მან მართლაც ხელი შეუწყოს მთის განვითარებას და არ იქცეს კერძო დაინტერესების სფეროდ, ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან ეფექტიანი კრიტერიუმები, რომლებაც უნდა განსაზღვროს ის პირობები, რა პირობებშიც განხორციელდება შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. ეს გულისხმობს კონტროლის მექანიზმსაც. აგრეთვე უნდა იყოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-01-05 18:37:03
ამ კანონის შექმნა განაპირობა იმ მდგომარეობამ, რაც არის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.

2016-01-05 18:37:24
იქ ძლიერი მიგრაციული პროცესებია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დაბალია ხელმისაწვდომობა ძირითად სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა ან განათლება. ასევე ნაკლებია ეკონომიკური აქტივობაც.

2016-01-05 18:37:50
მოსახლეობა ძირითადად ორიენტირებული თვითდასაქმებაზე.

2016-01-05 18:38:07
შეიქმნება მთის განვითარების ფონდი. ეს მხოლოდ დასაწყისია

2016-01-05 18:38:25
ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა და რესურსები

2016-01-05 18:39:08
მაღალმთიან რეგიონებს მაქსიმალურად სჭირდება ხელშეწყობა

2016-01-05 18:39:12
წარმატებას ვუსურვებ იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება

2016-01-05 18:39:16
იმედია რომ დროთა განამავლობაში ყველა ეს პრობლემა მოგვარდება

2016-01-05 18:39:21
მე პირადად ძაან მომეწონა მაღალთიანი რწგიონის განვითარების შესახებ კანონი

ნანა2016-01-06 17:48:56
კარგია მთავრობა რომ ზურნავს ყველაზე

ლალი2016-01-06 17:49:03
წარმატებები ჩვენს ქვეყანას

ნინუცა2016-01-06 17:49:11
კარია ქვეყანა კიდევ უფრო თუ განვითარდება

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გასულ წლებთან შედარებით, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა:
  
ტოპ ათეული
1. გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის
2. თბილისში სექსუალური მანიაკი გამოჩნდა – თავდამსხმელი მორიგ მსხვერპლს თემქაზე სასტიკად გაუსწორდა
3. გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც გარდაცვლილ ცოლ-ქმარს მიუძღვნეს
4. "დათას ბოლო კადრი! ამ ადამიანებს გამოართვა სიგარეტი და ზღვისკენ წავიდა"
5. "ჩემო სიყვარულო...გამანადგურე" - ლიზა ყენიას მეგობარი გარდაცვლილი იპოვეს
6. ვახტანგ რჩეულიშვილი: "თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე?"
7. რა იწვევს ქალებში "ბედის ჩაკეტვას" და რატომ უნდა დადოთ საწოლის ქვეშ ხახვი
8. თომა ბეთანელი: "სასულიერო პირთან დაწოლა მადლია"
9. საეჭვო დეტალები მაგდა პაპიძის საქმეში - "ბავშვს დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვა"
10. მაგდა პაპიძის დედის ახალი მიმართვა საზოგადოებას - "საზღვარი აქვს მოთმინებას"
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908