რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ც­ხა­დე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით
ნი­ნო ბა­სი­ლი­ამ ვა­ლენ­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან პრი აიღო
„m2 თა­მა­რაშ­ვილ­ზე“ - კომ­პ­ლექ­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მილ­ზე ორ­თ­ვე-­ნა­ხევ­რით ად­რე დას­რულ­და
დღე მე-14- გო­ჩას და ნა­ტახ­ტა­რის ქრო­ნი­კე­ბი ფეხ­ბურ­თის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი22°-33°
  ბათუმი21°-28°
მარტო მოწევა არა, დარდიც კლავს ბიძო! ნუ დარდობ ჩვენზე!

17:34 04.01.2016
[რეზო შატაკიშვილი]
სიგარეტი ისე გააძვირეს, თამამად შეგიძლია შინ სტუმარი დაპატიჟო, ერთ ღერს გაგაბოლებინებო, ანდა რამოდენიმე ღერი გადაინახო და უეცრად მოსულ სტუმარს ღირსეულად გაუმასპინძლდე.

მე მითქვამს და დაიმახსოვრეთ - ქოცმთავრობას ჩვენზე დარდსა და ზრუნვაში გასძვრება სული. იმ ბრძენ კაცს, როგორც ჩანს, გაუგია სიგარეტი კლავსო და ჩვენზე დარდობს - სიგარეტს გვიძვირებს, რომ ვერ მოვწიოთ, არადა, ავიწყდება რომ მარტო სიგარეტი არ კლავს, დარდიც კლავს და ჯობს შეეშვას ჩვენზე დარდს... გაძვირება არ გვაკმარეს და ახლა ხადური მოგვამაგრეს მასხარად ასაგდებად, ფინანსთა სამინისტროს განცხადება გააშანშალებინა - ზოგიერთ სიგარეტზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა აქციზის გადასახადის ზრდასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვსო. 

"ჩვენი აზრით, გაძვირება ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს" - გვამცნობს ფინანსტა სამინისტრო. ბატონო ხადურო, ჩვენს ჯანმრთელობაზე დარდით გასუქებულო, რომ გაარკვიო და „თქვენი აზრის“ ნაცვლად ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდო, ციკანი გაგიცივდება?

გასაგებია რამაც გამოიწვია „მალბოროს“, „ელემის“, „პარლამენტის“, „ჩესტერფილდის“ ფასების გაორმაგება-გასამმაგება, მწარმოებელ კომპანიას დავა აქვს დისტრიბუტორთან, დისტრიბუტორმა სასამართლოს ძალით სხვა დისტრიბუტორებთან ურთიერთობა აუკრძალა, ამ დასახალების სიგარეტები ვეღარ შემოდის და სწორედ ეს წარმოშობს მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსს, მაგრამ მარტო ესაა პრობლემა? ყველა სახეობის სიგარეტზე მოიმატა ფასმა, მოიმატა სწორედ აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდის გამო. და თურმე ნუ იტყვით და ეს იმიტომ ხდება, რომ ევროკავშირის კანონმდებლობას დავუახლოვდეთ. თურმე იმიტომ ხდება, რომ მოწევას, ამ მავნე ჩვევას ებრძვიან და ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ასე არ დაგვმოძღვრა, „იუბკიანმა“ ციცერონმა - გუგულა ძალომ?  თურმე ყველა ნორმალური სახელმწიფო აქციზის მატებით ებრძვის თამბაქოს და ჩვენც ამ გზას მივყვებით. - თქვა გუგულა ძალომ და მოგვაწყევლა: „ის, რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს, ძალიანაც კარგი“.

გუგულა ძალოო, მედიკამენტებიც რომ გაძვირდა თქვენ ხელში, ეგეც ძალიან კარგი? არც წამალი ვიყიდოთ? ისე ამოგვხდეს  ხალხს სული თქვენ წყევლაში? პროდუქტებიც რომ გაუთავებლად ძვირდება და ხალხი ვეღარ ყიდულობს, ეგეც ძალიან კარგი? თუ მარტო სიგარეტზე ვრცელდება თქვენი დაგინება, რაკი ჯანმრთელობისთვის მავნებელია? უშენოდაც კარგად ვიცი, რომ ვარჯიშია კარგი და გამომიგზავნი „ასპრიას“ აბონიმენტს? თუ გაიკითხ-გამოიკითხავ სადაა იაფი დარბაზი და მიმასწავლი?

და საერთოდ, სადაა ლოგიკა რომ გამოდიხართ და აბრახუნებთ, გაძვირება თამბაქოს მოხმარებას შეამცირებსო? რომელი მწეველი გადაეჩვევა? იმ შავბნელ და ურარიბეს 90-იან წლებშიც არავის გაუნებებია თავი მოწევისთვის და ყველა იმას ეწეოდა, რაც ყველაზე იაფი იყო, ესაა თქვენი გეგმა რომ უხარისხო პროდუქცია გასაღდეს? უფლიტრო ასტრაზე გადავიდეს ერი? ერი, თორემ ბერი რომ კვლავაც თამამად გააბოლებს მალბოროს ჯიპებში, მაგას კვამლი არ გაუვა...

ერთი მე ვზრუნავ და ვიკლავ თავს, თქვენს ხელისუფლებაში დასარჩენად და მეორე კიდევ თქვენ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. კარგად ვიცით, ამ მთავრობის მუცლის გვრემა რაცაა, ევროკავშირის კანონდებლობა არა, ორთაჭალის გოგირდებში გაფუფქული პინგვინი. ეგეც თქვენი ზებრეშმაკობის აპოთეოზია, თან ბიუჯეტი ამოავსოთ რომ მერე კარგი პრემია-დანამატები აირტყათ და თან ხალხში ევროკავშირის მიმართ ნეგატიური განწყობა გააჩინოთ, ევროკავშირი ითხოვსო.

და მაინც რამდენჯერ უნდა გააძვიროთ ეს სიგარეტი? ვინმეს ხომ არ გონია რომ პირველად გააძვირეს ქოცებმა აქციზი?

და თუ გგონიათ, შეგახსენებთ. ქოცმთავრიბისთვის რომ გეკითხა, 2014 წლამდე  აქციზის გაზრდას არ აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, მოსვლიდან წელიც არ იყო გასული, რომ ეცნენ და 2013 წლის 1 სექტემბრიდან აქციზი სასწრაფოდ გააძვირეს - ფილტრიანის 15 თეთრით, უფილტროსი - 5 თეთრით. მანდამდე ფილტრიანის აქციზი - კოლოფზე 60 თეთრი ღირდა, უფილტროზე 15. მაშინაც ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ახსნეს ეს სულწრაფობა და მსუნაგობა. 

ხადურის ეს ნაბიჯი მაშინვე შეაფასა ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც ბიუჯეტის შევსების პრიმიტიული მცდელობა. მცდელობა იმიტომ რომ ამგვარი ზრდა იმთავითვე შეიცავს კონტრაბანდული სიგარეტის შემოსვლის რისკს და ეს საფრთხე რომ რეალურია, უკვე გამოჩნდა კიდეც, ბოშა ქალები უკვე დაატარებენ უაქციზო სიგარეტს და როგორც ჩემ ბავშვობაში, ისე გაჰკივიან „მალბორო“...

აქციზის ამ მატებამ მაშინ ფილტრიანი სიგარეტი 20-30 თეათრით გააძვირა, უფილტრო მიმიმუმ 10 თეთრით.

მეორედ აქციზი გააძვირეს 2015 წლის 1 იანვრიდან, ფილტრიანის აქციზი 15 თეთრით გააძვირეს, უფილტროსი - 5 თეთრით, აქციზის ამ გაძვირებამ კვლავ 20-30 თეთრით გააძვირა ყველა სახის სიგარეტი.

არ გეგონოთ მარტო აქციზს აძვირებდნენ, 2015 წლის 1 ივლისიდან საერთოდ ახალი გადასახადი დააწესეს - ადვალური გადასახადი, ეს ახალი გადასახადი, სიგარეტის სარეალიზაციო ფასის 5%-ით განისაზღვრა, რამაც თავის მხრივ სიგარეტის ფასის 5%-იანი მატება გამოიწვია... და ამას მოჰყვა აქციზის რიგით მესამე და საერთოდ სიგარეტის რიგით მეოთხე გაძვირება... ამჯერად 20 თეთრით გაძვირდა აქციზი ფილტრიან სიგარეტზე და 5  თეთრით - უფილტროზე...

ჯამში, ქოცების ხელში აქციზი ფილტრიანზე 50 თეთრით გაძვირდა, უფილტროზე 15 თეთრით. ამას დაამატეთ, ეგ თქვენი ადვალური გადასახადი, კიდევ ინფლაცია და ახლა კიდევ მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსი და... ისუნთქეთ ჯანმრთელად.

ქოცელქტრორატს მინდა ვკითხო, კარგად მიაქვს გაძვირებულ სიგარეტს თავისუფლად მსუნთქვ ფილტვებში?
გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
2. გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ღამეს ქმარს დაურეკა"
3. "ბერძენიშვილს პაპიძესთან საერთო სამომავლო გეგმები არ ჰქონია"
4. დარეჯან მინდიკაური მაგდა პაპიძეს: "აწიე თავი, დეგენერატო, დაინახე"
5. ლანა პაპიძე: "სადისტის თვალები გაქვს ლილი!... შე ნაგავო"
6. ბონდარენკო: "გამარჯვების შემთხვევაში, ბინას ჯანო იზორიას ვაჩუქებ"
7. უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე
8. აშანტაჟებდა თუ არა ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძეს?
9. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
10. სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გოგონა გააუპატიურეს - დამნაშავე დაკავებულია
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908