რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
VI2 Partners GmbH კომ­პა­ნია „რა­კია ჯორ­ჯი­ას­გან“ 20 მი­ლო­ი­ნო აშშ დო­ლა­რის დაბ­რუ­ნე­ბას ით­ხოვს
ქარ­თუ­ლი ფილ­მი „ძმა“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში
"კორ­ც­ხელ­ში ვი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ", - გია იან­ტ­ბე­ლი­ძე
რო­მელ ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე შე­იზ­ღუ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა 27 მა­ი­სამ­დე
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ამინდი
  თბილისი11°-20°
  ქუთაისი13°-17°
  ბათუმი14°-18°
ირანის და საუდის არაბეთის დაპირისპირება - მსოფლიოს ახალი თავსატეხი

17:02 04.01.2016
["პრესა.ჯი"]
დღეს მსოფლიო მედიის ფოკუსში საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის თემაა. ორი ძლიერ ქვეყანას შორის პოლიტიკური ფონის დაძაბვამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს როგორც გეოპოლიტიკურ, ასე ეკონომიკურ ასპექტში. ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის შერბილებას მსოფლიო ლიდერები უკვე ცდილობენ.

შეგახსენებთ, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 იანვარს, საუდის არაბეთში 46 სხვა ადამიანთან ერთად, ირანელი სასულიერო პირი შეიხ ნიმრ ალ-ნიმრი, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს.

ფაქტიდან მეორე დღესვე, ანუ სამ ნოემბერს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და მისცა ირანის დიპლომატიურ კორპუსს 48 საათი ქვეყნის დასატოვებლად. მან ასევე გამოიწვია საუდის არაბეთის დიპლომატები თეირანიდან.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაცია შიშობს, რომ ამ დავის ესკალაცია უარყოფითად იმოქმედებს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლასა და სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მშვიდობიანად დასრულებაზე.

გამოცემას ამერიკის რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხელე ესაუბრა. მათ დაადანაშაულეს საუდის არაბეთი კონფლიქტის გაღვივებაში.

"ეს ძალიან საშიში თამაშია. ამას უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე უბრალოდ რეაქცია სიკვდილით დასჯაზე", - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

მათ საპასუხოდ, საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დამნაშავე ირანია. "თეირანმა კიდევ და კიდევ დაადასტურა რომ პატივს არ სცემს დასავლეთს. ის აგრძელებს ტერორიზმის დასპონსორებას, იყენებს ბალისტიკურ რაკეტებს და ამის აღმოსაფხვრელად არავინ არაფერს აკეთებს."

"ყოველ ჯერზე, როცა ირანი რამეს აკეთებს, შტატები უკან იხევს.საუდის არაბეთი კი ნამდვილად მოქმედებს", - თქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ვაშინგტონ პოსტთან" საუბრისას.

სიკვდილით დასჯა მეფე სალმანის მმართველობის ქვეშ  საუდის არაბეთის ახალი აგრესული პოლიტიკის ილუსტრირებაა. მისი მმართველობისას საუდის არაბეთში ჩამოყალიბდა კოალიცია, რომელიც ებრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტ ამბოხებულებს იემენში. კოალიცია მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ირანთან დადებულ შეთანხმებას ბირთვული იარაღის შესახებ გასულ ზაფხულს.

ეს ორი ქვეყნის ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობის ბოლო გამოვლინებაა. მათ ასევე შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები 1988-დან 1991 წლამდე. კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ირანის "მტრული პოლიტიკა" მიმართული იყო "რეგიონის უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ". მან დაიფიცა, რომ საუდის არაბეთი ნებას არ მისცემდა ირანს "ძირი გამოეთხარა მათი უსაფრთხოებისთვის".

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ კი გააფრთხილა საუდის არაბეთი სასულიერო პირის მოკვლის გამო "ღვთიური შურისძიებით". თუმცა მან იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საელჩოს თავს დაესხა ექსტრემისტები უწოდა.

კვირას საუდის არაბეთის საელჩოსთან მოწყობილ აქციაზე, რომელიც მალევე ძალადობრივ დემოსტრაციაში გადაიზარდა, დაახლოებით 40 ადამიანი დააკავეს. ისინი შენობას ქვებსა და გაზის ბომბებს უშენდნენ.

"ჩვენ გვჯერა, რომ  დიპლომატიური ჩართულობა და პირდაპირი საუბარი დაეხმარება კონფლიქტს რეგულირებაში, ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს იმუშაონ სირთულეების დაძლევაზე და შეამცირონ დაძაბულობა", - თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ შემთხვევის კომენტირებისას და დაამატა, რომ ობამას ადმინისტრაცია ინფორმირებულია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყეტის შესახებ.

ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა დახარჯეს საკმაოდ დიდი დრო, რომ შეეკრიბათ ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან და წამოეწყოთ დიალოგი, რომლის მთავარი მიზანი სირიის სამოქალაქო ომის დიპლომატიური გზით დასრულება იქნებოდა. გასულ თვეში საუდის არაბეთმა სირიული ოპოზიციური ძალები შეკრიბა და შექმნა დელეგაცია, რომელიც ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში სირიის მთავრობასთან, რომელიც თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.

ასევე ცნობილია, რომ კვირას ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტელეფონით ისაუბრა და დაჟინებით მოუწოდა თეირანს შემაციროს დაძაბულობა და დაიცვას საუდის არაბეთის დიპლომატები.
ბეჭდვა  
კომენტარები:
ოკრიბელი2016-01-04 18:03:00
.
.

ჰჰჰ... ვიღაცას კარგად უჩალიჩია, სუნიტ-თურქული კვალი სჩანს. რუსEთის მოკავშირE$ YურადღEბა სხვაზე გადაატანინეს.

თUრქის უკან ამEრიკა დგა$ უეჭველია, Pირადად არ გაMოჩნდEბოდა აბა. NაVთი კი დაუსXა ცეცხლზE, გააკრიტიკა საუდEლEბი,

DEმოKრატია DაUწუნა.

სახმელEთო საზღვარი არ აქვთ, იქ იმ YUრEში კი ირანს UPIრატE$ობა აქვს $აMხEდრო საზღვაო$ნო ფLოტIთ. $აუდEლEბს კაააი ხანია

არ Uომიათ, ირანს კი კარგი GაMოცდილEბა აქვს MიღEBული EრაYEლEბთან...

დაVEლოDოთ კიDე Pაწას და თუ ჰქნE$ ამEრიკEლEბმა გამწVავEბა, ისEვ აMEრიკა MოEვლინEბა "Mიროტვორცად" Uფრო ირანEლEბს.

თუ არადა საუდEლEბის "ხელით" დაუკეტავს YურE$....


P.$. ვითამ რუსული კვალიი?! არაა გაMორიცხული, რუ$Eბიც კაი ჟულიKEბი არიენ.

აქვთ MAთაც ამ დაPIრისPIრEბAში ხEIრის რაცხა-რუცხეები.


.


.

ადვოკატი2016-01-04 20:18:19
საუდის არაბეთის ტერორისტულმა რეჟიმმა 47 მშვიდობიანი მომიტინგე სიკვდილით დასაჯა,

აშშ-ს, ევროპის და საქართველოს ე.წ. "უფლებადამცველები" დუმან.

მათ შავმა ბოსმა ფული არ გადაუხადა და ბრძანება არ მისცა ე.წ. "შეშფოთებისთვის",

რატომ?

იმიტომ რომ საუდის არაბეთი ტერორისტული რეჟიმი აშშ-ს მოკავშირე არის.

ოკრიბელი2016-01-04 21:07:10
.
.


"საუდის არაბეთის ტერორისტულმა რეჟიმმა 47 მშვიდობიანი მომიტინგე სიკვდილით დასაჯა,

აშშ-ს, ევროპის და საქართველოს ე.წ. "უფლებადამცველები" დუმან."


არა ადვოკატს ვეXუტუნე, აშშ-მ საუდEლEბს შEუთვალა დEმოკრატია$თვის პატივი უნდა გეცაო და ის ხალხი არ უნდა MოGEKლაო.

ჩEმიც წაიკითხე ხოლმე YUრადღEბით, იქ ავღნიშნე ეს ფაქტი: "NაVთი კი დაუსXა ცეცხლზE, გააკრიტიკა საუდEლEბი,

DEმოKრატია DაUწუნა.". მე ჰაEრიდან არ ვკრEბ, ალჯაზირაზე მაქვს Mო$მენილი. ისე იმ MომიტიგEEბს აშშ-ს დროშა DაუწVIAთ,

ხოლო მათმა $ულIEრმა მამამ(Vინც $იკვDილით დA$აჯEს) თავხEდUრად GAთAთხა საუდEლი შEიXEბი. აქ სუნიტურ და შიიტურ

"Pოჩვაზე" წაMოიჭრა UთანხმოEბა.


.

ტოჟე მნე ანალიტიკი2016-01-04 22:15:47
ნეტაი თქვენ საქმე გამოგლევიათ. მახათიიიიიი ბიჭოუკა მახაააააათიიიიიიი. ( რაჭულად)

ტოჟე მნე ანალიტიკი2016-01-04 22:51:43
საქართველო ხო დაალაგეთ და ახლა საუდის არაბეთის და ირანის კონფლიქტები და იმათი სულიერი მამების ნაბოდვარი არკვიეთ.

ადვოთრაკუნა შენა ექსპერტიცა ხააარ ბიჯო?

საქმეს მიხედეთ საქმეს, თორე მოიდა ომარა ალ შიშანი და მეგედღვენბათკე ფროჩუკაი. გეიგევიიით?

2016-01-05 12:23:18
სირრრრრრრრიიიიიიიიიიიიიიიიიკოოოოოოოოოოოოოოოოოოებოო ოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ნაცების დედის მტYVNე2016-01-05 12:30:13
სააკიანცის მამინაცვლის (ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენე) სუნიტი ურჯულოების კვალი სჩანს ამ საქმეში. ისე, ხოცონ ერთმანეთი, ჩვენი ჯავრი იქნებ ნაწილობრივ მაინც გავაქარწყლოთ მათ მიერ დაღვრილი ქართული სისხლისათვის!

ფასკუნჯა2016-01-07 22:56:08
კაცო ახალი მეფის - სალმანას სურათი თუ არა გაქვთ მითხარით და გამოგიგზავნით, სურათზე აწ გარდაცვლილი ცხონებული მეფე აბდალა გამოგიჭიმიათ:)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა არის ნომერ პირველი პრობლემა?
  
ტოპ ათეული
1. ემიგრანტი დედა შვილის სიკვდილს თბილისის აეროპორტში გაიგებს
2. ცირა კობიაშვილმა ჰოლივუდიდან შეთავაზება მიიღო - "ბედნიერი ვარ"
3. მოუვლელი ქალის 7 ნიშანი
4. 17 ყველაზე გამორჩეული და შეუდარებელი ხე მსოფლიოში (ფოტოები)
5. სტანისლავ ბონდარენკო: "ქორეოგრაფები აბუჩად მიგდებენ"
6. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ამ პროდუქტს და არც კი ვიცით, რომ მკერდის კიბოს იწვევს!
7. ნუკი კოშკელიშვილი: "ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე"
8. რომელია თქვენი მფარველი ანგელოზი დაბადების თარიღის მიხედვით
9. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
10. "შვილო, დასავარცხნი ხარ და იმიტომ" - იუნა შაფათავა "მის თბილისის" კონკურსანტების წინააღმდეგ
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908