მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

91 წლის რა­დი­ო­წამ­ყ­ვა­ნი
ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლი მა­მა და­კა­ვე­ბუ­ლია
ქუ­თა­ის­ში ამ­ნის­ტი­რე­ბულ­თა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გი–­და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლია 4 მა­ღა­ზია
ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა ცი­ხე და­ტო­ვა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-28°
  ქუთაისი19°-33°
  ბათუმი22°-28°
ხალხური სიმღერების შემსრულებელი, გიორგი ჩიტაური, პოლიტიკაში მიდის

გიორგი ჩიტაური
14:43 18.08.2012
[შორენა გოგოლაძე]

მთის სიმღერების შემსრულებელი, გიორგი ჩიტაური პოლიტიკაში მიდის. ჩიტაური თიანეთში „ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. მომღერალი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თიანეთელების პრობლემების შესახებ იცის და ადგილობრივებს სწორედ მათ  მოგვარებას ჰპირდება. მომღერალი აცხადებს, რომ პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, ის შემოქმედებით საქმიანობასაც გააგრძელებს. „პრესა.ჯი“-ს გიორგი ჩიტაური პოლიტიკურ გეგმებსა და ოპონენტებთან ბრძოლაში არსებულ შანსებზე ესაუბრა.

- თქვენ დაგასახელეს თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად, როგორ აწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას?

- ჩვენ გვაქვს ძალიან შედეგიანი წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მას კონკურენტად არ მივიჩნევ. მათი ლიდერი არის ერთი დიდი ფულის ტომარა და ამ პოლიტიკური სუბიექტის გარშემო მხოლოდ ის ხალხია, ვინც მხოლოდ ფინანსურ სარგებელს ელოდება. მე კი თიანეთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს მქონია. რამდენიმე დღეში, პარტიის ლიდერთან ერთად, ხალხმრავალ შეხვედრას გავმართავთ.  

-  თქვენ თიანეთელები და დანარჩენი საქართველო გიცნობთ, როგორც ფოლკლორისტს და მომღერალს. გაქვთ თუ არა თიანეთელების მხარდაჭერის იმედი და რას ჰპირდებით მათ?

- რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩემი წარდგენა თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად.  ჯერ „ლეიბორისტულ პარტიას“ არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩემი წარდგენა მოხდა საგანგებო რეჟიმში. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც დამასახელეს კანდიდატად, ძალიან ბევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა და ჩვენ აღგვითქვა მხარდაჭერა. მომღერლად დავრჩები და გავაკეთებ მაქსიმუმს თიანეთელებისთვის. 

- რა შანსები გაქვთ თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებთან?

- მე არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დააყენოს ისეთი კანდიდატი თიანეთში, რომელიც არ არის ადგილობრივი და არ იცნობს თიანეთელების პრობლემებს. მე ვიცი რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და სწორედ მათ მოგვარებას ვპირდებით. რამდენიმე დღეში პარტიის ლიდერი ჩამოვა თიანეთში, სადაც მოხდება ჩემი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენა.

- თქვენ მღერით ჯგუფ „ადილასთან“ ერთად, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, გააგრძელებთ შემოქმედებით საქმიანობას?

- სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ ჩემმა შემოქმედებითმა საქმიანობამ, რომელიც არის ქართული ხალხური სიმღერების შესრულება, მომიტანა თიანეთელების სიყვარული. გამიცნო ხალხმა და შემიყვარა. ის ადამიანები, რომლებიც მღერიან მთის სიმღერებს, არ არიან დაფასებულები სათანადოდ. ასეთი კი თიანეთში ძალიან ბევრია. ჩემი გეგმაა, დავაფასოთ მათი შრომა და ნიჭი. მე პარალელურად გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას. გავაკეთებ ისე, რომ ქართველი ახალგაზრდა მომღერლები, რომელთა სიმღერებიც ძალიან უყვართ ხალხს, სათანადოდ იყვნენ დაფასებულები. მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს არ იქნება ისეთი სამარცხვინო სიმღერები, როგორიც აქვთ „ქართულ ოცნებას“, მრავალათასიანი მიტინგის შემდეგ რომ გამოიყვანეს ბერა და ამღერეს ასეთი არამუსიკალური ადამიანი. ეს არ არის ქართული მუსიკა, ეს არის საზიზღრობა, რომელიც უნდათ, რომ ნაძალადევად გახადონ პოპულარული.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-08-18 15:16:53
რაღა გვიჭირს

2012-08-18 15:25:48
"ერთი პირველი ხმა Gვინდა ხომ გვინდააა,ერთი მეორე ხმა გვინდა კი გვინდააა.....ნახეთ როგორ აშენდეს სოფელიიიი დირირამტამტამტა დირირამტამტამტააააააააააააააააა გაიხარე გიო მიდიიი

ან-კი2012-08-18 15:31:01
აუ, ლეიბორისტები რა ხოხმები არიან! მაგრად ვღადაობ ხოლმე მაგათზე. ღმერთმა კარგად ამყოფოს სუყველანი

გუშაგი2012-08-18 15:54:30
გნომი ღორისშვილის ფანებს!

დიახ კარგად გადაუწყვეტია ჩიტაურს. ყველგან სადაც ხმას წაართმევენ იმ ფულის ტომარა ღორისშვილს, უკვე პროგრესია

გუშაგი2012-08-18 15:54:36
გნომი ღორისშვილის ფანებს!

დიახ კარგად გადაუწყვეტია ჩიტაურს. ყველგან სადაც ხმას წაართმევენ იმ ტომარა ღორისშვილს, უკვე პროგრესია

ტოლა2012-08-18 15:58:17
რატომაც არა,მისი კუთხის პრობლემები იქაურმა იცის.ღმერთმა ხელი მოუმართოს.ალბათ ენდობა ხალხი

2012-08-18 16:30:39
უფ, ხმის წამრთმევების მეტი რაა

2012-08-18 17:11:52
smo.ge

მჰჰ2012-08-18 17:16:00
ვაიმე ჩემს მეტი ყველა პოლიტიკაში წავიდა უკვე მგონი

მჰჰ2012-08-18 17:16:35
ყველა რომ პოლიტიკაში წავიდა, დარჩა ვინმე სხვა საქმის საკეთებლად საქართველოში???

სტერვა2012-08-18 17:22:31
ეს კი დიდი სისულელეაააა

ტოლა2012-08-18 18:57:53
მჰჰ-შენც წადი,რა იცი რახდება,იქნებ ყველაზე კარგად გამოგივიდეს,ჩემგან ვიცი არ გამოვა

2012-08-18 19:00:41
რატო ა დაეტევა ეს ხალხი თავის საქმეში და არ მიხედავს ვარ ვხვდები.ხალხის სიყვარული დაიმსახურე და სიზულვილს პოლიტიკა მოგიტანს

imereli2012-08-18 19:13:49
cert ase "მე ვიცი რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და სწორედ მათ მოგვარებას ვპირდებით " gmertma kheli mogimartos giotgi batono!
parlamenti qwekanashi aris kanonmdebeli organo. is igebs kanons qweknistwis...kan-ons...da shen rogor apireb sheni amomrchewlebis problemebis mogwarebas? roca problemebis mogwareba fultanaa dakawshirebuli da shen rogor gamokof fuls qweknis biujetidan?da shen-deputati- tu amas shedzleb mashin qwekanashi raga sachiroa mtawroba da saministro?
da bolos kwela kandidats da kwela partias gtkhowt gakhdet kulturulebi da moeshwat ertmanetis landzgwa-ginebas. cert "მათი ლიდერი არის ერთი დიდი ფულის ტომარა" ar sheidzleba augad oponentis mokhsenieba...

2012-08-18 19:41:02
ოხ რას ლაპარაკობთ პინგვინი რა აუგად არ მოიხსენიებს ყველას ვინკი არ მოსწონს?

2012-08-18 19:44:36
მაინც კარგია, წუწნიების რაზმს რო არ შეუერთდა

2012-08-18 19:46:04
უყურე შენ! მაგათ ხო თაფლი და მურაბა ამოსდით პირიდან ხელისულების მისამართით

2012-08-18 22:25:28
გაზპრომჩიკის პარტიაში რომწასულიყო ხომ შეასხავდით ხოტბას BOზEBო

ქართველი2012-08-18 22:37:14
ღმერთმა ხელი მოუმართოს ბიძინა-ბორიას მაინც აჯობებს...........

2012-08-18 22:51:34
ატყობთ MIშIსტო Y..EEBOO., არავინ რომ არ გთვლით ლაპარაკის ღირსებათ!!
და მარტო რომ ერთმანეთს ეტლიკინებით?!!
ვააიი,,, თქვენ მოგიტYანთ MIXუას PIრI!!!!!

ელისო2012-08-18 23:07:53
მიშას ყველა სატკივარი შენ შეგეყაროს უზრდელო გამყიდველო

2012-08-18 23:17:01
ელისო 2012-08-18 23:07:53
მიშას ყველა სატკივარი შენ შეგეყაროს უზრდელო გამყიდველო



ოოოო, მიშას ეხლა ისეთი სატკივარი ჭიირს,
მაგას მტერსაც არ ვუსურვებდი!!!

2012-08-19 00:20:16
მიშას არაფერი არა სჭირს. მიშა გამოიცვლება ცივილურად, მაგრამ ჭიჭიკიასი არ იყვეს, თქვენი მოსაწონი ფერი არ აინთება. ვერ იმსახურებთ იმას რაც გინდათ. ყველა მედალს დამსახურება უნდა რას თქვენ არა შეგიძლიათ. გადამწიფებული ძირსნაყარი პოლიტიკოსები ხართ. ეგ უფრო მეტს გააკეთებს ვიდრე ხიდაშელი, ან ალასანია და სხვა ოცნებისტები საქართველოს დასაქცევად და პროვოკაციის მოსაწყობად საზღვრები რომ აქვთ გაქელილი. ჩირქის წასმის მეტს რომ არაფერს აკეთებენ. და ერთი სული აქვთ როდის შემოუძღვნენ რუსულ ჯარს.

ეგზორცისტი2012-08-19 00:39:02
ე, გოგოლ
"თიანეთელები" არა!
თიანელები!!!
გეიგეეეეეეეეე?????????


თუ არა და აუცვი აქედან და ქართულ წერა-კითხვას რომ ისწავლი, მაშინ შემოძვერი აქ!!!

2012-08-19 01:29:31
მიდი გიო უფალი გფარავდეს

2012-08-19 01:31:43
ქეტინო მამიდა გენაცვალოს უფალი გფარავდეს

ჯღაბი2012-08-19 13:21:57
ნორმალური ხარ?! უცენზურო რა ნახე,უცენზურო თქვენი საქციელია,კომენტარებს რომ შლით

ქუთაისელი2012-08-19 18:24:23
ძმებო, ქართველებო. ნუ გადაგვიკეთებთ პარლამენტის შენობას საკონცერტო დარბაზად, ნუ დატოვებთ ქუთაისს მარტო ბიკენტიას საქაბაბისა და ძველი ბიჭების ყოფილ ქალაქად. გმადლობთ ძვირფასებო.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
3. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
4. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
5. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
6. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
7. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
8. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
9. ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს
10. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962