• თბილისი
  • 31°C
  • 20 სექტემბერი, 2017
article

„info9.com.ge“ ლიუბა ელიაშვილის ახალი თავგადასავალი, საკუთარი ტყავის გადასარჩენად?

 „ინფო9–ის“ ხელმძღვანელი ამეტყველდა. აქამდე,  ყველას ეგონა, რომ ამ  ობიექტს, ლიუბა ელიაშვილი „პრარაბობდა“.  არადა, ლიუბამ „ინფო9–ში“  დესანტად საკუთარი და, მანანა ელიაშვილი ჩასვა. ლიუბა, ყოველთვის მოხერხებული ქალი იყო. ბიძინასთან განსაკუთრებული ფხა გამოიჩინა და ერთერთი შემოსავლიანი „ცეხის“ უფროსად, ჟურნალისტიკაში ადგილდაუმკვიდრებელი და – მანანა ელიაშვილი დაანიშნინა. 

რეალურად, „ინფო9–საც“ ლიუბა მართავს, მისი და მანანა იქ, მხოლოდ  დეკორაციაა. ამიტომაც, სავსებით, სამართლიანად, მანანა ელიაშვილს არავინ ახსენებს და აქცენტი მხოლოდ ლიუბაზე კეთდება. ასეა თუ ისე,  მანანა ამეტყველდა. ტექსტი ეტყობა ლიუბამ დაუწერა, თორემ, შეუძლებელია, მას  რამდენიმე წინადადება  დამოუკიდებლად მიება ერთმანეთზე. რამ შეაწუხა „ინფო9–ის“  ფაქტობრივი ხელმძღვანელი?  თურმე, მავანს, იმდენად მოსწონებია „ინფო–9“, როგორც ფორმით, ისე შინაარსით, რომ ანალოგიური საიტი შეუქმნია, ოღონდ, „ge“–ს ნაცვლად „com.ge“ აურჩევია და ასე შექმნილა საიტი „info 9.com.ge“. 

ტელეკომპანია „მე–9 არხმა“ ამ ფაქტს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. წამყვანმა წუთნახევარი ივიშვიშა, „ინფო9–ის“ ანალოგი შექმნეს და მისი ხელმძღვანელობა აღშფოთებულიაო. ხელმძღვანელმაც  ილაპარაკა,  ეს რა გაგვიკეთეს, ჩვენი მკითხველის შეცდომაში შეყვანა უნდათო.  ისე სხვათაშორის, მთელი სიუჟეტის განმავლობაში, იძახეს „ინფო9–ის“ ხელმძღვანელობაო და თეთრ პიჯაკიანი, ლიუბა ელიაშვილის მაგვარი ქალიც ალაპარაკეს, მაგრამ სახელი და გვარი არც უხსენებიათ და არც ტიტრებში მიუთუთებიათ. 

  საეჭვო არაფერია, რომ  ეს მისტიური არსება, ლიუბა ელიაშვილის  და გახლდათ. ლიუბას და ეჭვს გამოთქვამდა, რომ  ახალი საიტი, მათ მომხმარებელს დააბნევს. ოდნავ მოგვიანებით, ამ ამბავში,  „ინფო9– მ“ ინტერნეტ–ტელევიზია „itv“  და ტელე–კომპანია  „რეალტივი“ დაადანაშაულა. აქაოდა, ახალ საიტზე, ამ ტელევიზიების ვიდეო–რგოლებია ატვირთულიო.

საქმეში ჩახედული, ისევ ლიუბას საცეცებს დაინახავს. როგორც ჩანს, ლიუბა ელიაშვილი და მისი  და,  ვერ დებენ იმ  ფასის პროდუქტს, რასაც ოლიგარქი იხდის. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. ლიუბასგან მართული საინფორმაციო საშუალებები, იმის ნაცვლად, რომ  ბიძინას პოზიციები გაუმყარონ,  კომიკურ სიტუაციებს ქმნიან.

 ელიაშვილმა იცის, რომ არაპროგნოზირებადი ოლიგარქი, მალე პასუხს მოთხოვს. ამიტომ, ტრადიცულად ხრიკს მიმართავს. მან შექმნა „ინფო9–ის“ პარალელური საიტი.  ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საიტიდან, იქნება ეს „itv.ge“  თუ სხვა,  თავისუფლად  შეიძლება ნებისმიერი ვიდეოს ჩამოტვირთვა და სხვა საიტზე დადება. ლიუბა ასეც მოიქცა. ახალ საიტზე შეაგდო ანტიბიძინისტური ვიდეოები და ახლა ქვითინებს, თითქოს ეს მტრებმა მოუწყვეს, რათა „ინფო–9“–ის მუშაობა შეფერხდეს. „ინფო9.კომ“ ლიუბას ახალი თავგადასავალია, საკუთარი ტყავის გადასარჩენად.