რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
„ა­მოწ­ყ­და ჩვე­ნი მთავ­რო­ბა! ა-­მოწ­-­ყ­და­ა­ა!“ - სკან­და­ლი აფ­თი­აქ­ში და გამ­წა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე
3 სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
კით­ხ­ვა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბას აწუ­ხებს- გა­და­ე­ცე­მა თუ არა კი­ბო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით?
რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­წო­ნი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი21°-32°
  ქუთაისი21°-36°
  ბათუმი23°-31°
პუტინის ყოფილი მრჩეველი, ლატვიამ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

20:15 09.08.2012
[ფრიდონ დოჩია]

რუსულ საინფორმაციო სააგენტო Regnum–ს არცთუ იშვიათად პუტინისა და კრემლის უმთავრეს რუპორად კი მოიხსენიებენ და ეს რომ მართლაც ასეა, ამაში ძნელია ეჭვი შეინატანო. ყოფილი საბჭოთ რესპუბლიკების მიმართ Regnum–ზე უფრო რეაქციულად განწყობილ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს სანთლითაც რომ ეძებდე ვერსად იპოვი. 

ამაში, რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი მიუძღვის მის მთავარ რედაქტორს, პუტინის ყოფილ მრჩეველს მოდესტ კოლეროვს, რომელიც დღესაც კრემლის მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა. იგი ვლადიმერ პუტინის ერთგულ მოკავშირედ რჩება საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობის საკითხებშიც. უფრო სწორად, როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა, სწორედ მოდესტ კოლეროვისგან მოდის. 

მისი იდეაფიქსი არამხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენაა, არამედ, მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. ამ საკითხებთან დაკავშირებით მას ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონია პრობლემა. კერძოდ, საქართველომ და ესტონეთმა იგი პერსონა ნონ გრატად უკვე კარგა ხანია, რაც გამოაცხადეს.

8 აგვისტოს კი იგივე ვერდიქტი გამოუტანა კოლეროვს ლატვიამაც.

როგორც სააგენტო“ბი–ბი–სი“ იტყობინება, 8 აგვისტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა Regnum–ის მთავარი რედაქტორი, მოდესტ კოლეროვი და მისი მოადგილე, იგორ პავლოვსკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

„გადაწყვეტილება მიღებულია ლატვიის კომპეტენტური დაწესებულებების ინფორმაციის საფუძველზე, რომ კოლეროვი და პავლოვსკი ფარულად ეწოდნენ ლატვიის უსაფრთხოების, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური ესაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“, შეატყობინეს სააგენტო „რია ნოვოსტის“ ლატვიის საგარეო უწყების პრეს–სამსახურიდან.

ცნობილია, რომ კოლეროვი ერთი თვის წინ ლატვიაში ჩავიდა და იქ საკუთარი წიგნის „იმპერიის პულსირების“ პრეზენტაცია ჰქონდა, რა დროსაც იგი ბნელ პროგნოზებს არ მოერიდა ლატვიის მომავლის გამო და მოწოდება გააკეთა, რომ ამ ბალტიისპირული რესპუბლიკის რუსულენოვანი მოსახლეობის რუსეთიდან დაფინანსების ორგანიზება მოეხდინათ.

ამას გარდა კოლეროვმა ასევე გააკრიტიკა რესპუბლიკაში ჩატარებული რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის 74,8 %–მა სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. ეს ცხადია, კოლეროვს არ მოეწონა და რიგაში განაცხადა, რომ ქვეყნის იმ რაიონებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა 20%–ს აჭარბებს, რუსულს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი, რაც, ლატვიის მოსახლებისთვის ასევე მიუღებელია. სწორედ სახელმწიფო საქმეებში უხეშმა ჩარევამ გამოიწვია ის, რომ კოლეროვი, თავის დამქაშ პავლოვსკისთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ასე რომ, კოლეროვმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო.

ბეჭდვა  
კომენტარები:
კუ2012-08-09 21:44:03
გავიხსენოთ ნინო ბურჯანაძის მამა რომელმაც ქართველი ერი მოწამლა პურით. პურის მაგივრად მან ჩვენ ქატო გვაჭამა. გერმანიამ საქონლისთვისაც კი სახიფათო და საშიშად ჩათვალა იმდროინდელი საქართველოს პურის ფქვილი. ამ ქატოს პურის გამო დღეს ბევრი ქართველი დაავადებული არის კიბოთი. ნინო ბურჯანაძის ოჯახმა ჩაიდინა ქართველი ერის მიმართ უდიდესი დანაშაული რომელსაც სამართლიანად ეწოდება ნამდვილი გენოციტი. შეგახსენებთ რომ მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა თუ როგორ წამლავდნენ ქართველ ხალხს. ნინომ საკუთარი ხელით უნდა ამოთხაროს საკუთარი მამის საფლავი და ის მან უნდა დაწვას სახალხოთ. ცნობისათვის ონკოლოგიური კიბოიანი ავადმყოფების 90 % ნინოს მამის პურით არის დაავადებული. ნახეთ იუტუბიზე ფილმი პურის მაფია.

2012-08-09 22:26:38
კუ სწორედ ამბობს.

რსდ2012-08-10 00:07:30
თუ ეს ფაქკტი სიმართლეა, რასაც კუ ზემოთ წერს,
უნდა გიხაროდეთ მაშინ კორუმპირებUლ Pოლიტიკანებს, რომ საქართველოს Mტავრობა არ ანადგურებს როგორც პოლ.-როგორც ეკონომიუიკურ პოლ.-სუბიეკტებს .

განვიტარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში მაგის მერე მაგ ადამიანის პოლ.-კარიერა იქნებოდასრული კრახი.
საქართველOში კი მერე აყვორდებიან ვაი-დემოკრატუნები, დემოკრატია არ არსებობობსო!

ნიკა2012-08-10 06:20:33
ეგ არახალი ამბავია მგონი 60 მილიონიანი დახმარების გრანტი მიიღო მაგ კაცმა და ფქვილის მაგივრად საწამლავი შემოიტანა და ხალხი დაავადმყოფა, რო ამბობს პუტიწინთან ადრე უნდა ცჰავსულიყავიო და ხელი ცჰამომერთვაო, მამამისისთვის რომ ეტქვა ასეთ ცოდვას რომ ჩჰადიოდა ეგ აჯობებდა მაგრამ მერე ბიწაძეები და ბურჯანაძეები ესეთი გაზულუქებულები ხო ვერ ივლიდნენ.

2012-08-10 15:16:42
ჩაასწორეთ ბატონო ლაშა .კოლერეოვი კოკოითის მრჩეველიც არის.კოლეროვი არის ეთნიკური წმენდის ერთ ერთი იდეოლოგი სამაჩაბლოში აფრეთვე დამტკიცებულია რომ ის მგუში კგბს ინფორმატორი იყო. ამ მიზეზებმაც განაპირობეს მისი პერსონა ნონ გრატა.

2012-08-11 01:01:09
ოქტომბერი ოქტომბერი ოქტომბერი. მაგ მუწუკების პარპაშს ბოლოს მოუღებს. გარეკილ რუსებს უნდა გააყოლო სუყველა და ტუფლებში ჩასაყრელი მიწაც კი არ უნდა გაატანო.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ადვოკატის თქმით, ამიტომ მოკლა გრძელიშვილმა დარჩია...
2. საზარელი მკვლელობა აშშ-ის ქალაქ სტემფორდში - ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა
3. დღის კითხვა - რა დაინახა ქმარმა თავისსავე გადაღებულ სურათზე ისეთი, რამაც ცოლის მოკვლისკენ უბიძგა?
4. მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?
5. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
6. კალორიების გამანადგურებელი 4 პროდუქტი
7. ვინ არის ყველაზე მდიდარი ქართველი
8. "მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!"
9. ქეთა თოფურია ქმართან ერთად ყაზბეგს ესტუმრა (ფოტოები)
10. დაბადების თარიღი კარიერულ წინსვლაზე მოქმედებს
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-02
visitor 54 452
visit 79 219
page 135 594
2014-09-03
  0
  0
  0