მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-25°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი13°-21°
„ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისი 15-მდე აქტივისტმა დატოვა

15:55 29.05.2012
[შორენა გოგოლაძე]

მცხეთის შტაბი, რომელსაც ამ დრომდე ვაჟა თათარაშვილი ხელმძღვანელობდა 15-მდე აქტვისტმა დატოვა. მიზეზი შტაბის ახალი ხელმძღვანელი მადონა ჯიქიაა. ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ აქტივისტთა რიგების დატოვების მიზეზად ჯიქიას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ასახელებენ.

რა მოხდა „ქართული ოცნების“ მცხეთის შტაბში? ამის გარკვევას „პრესა.ჯი“ შეეცადა. მცხეთის შტაბი 2012 წლის 7 მარტს გაიხსნა. ოფისის გახსნაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა. მაშინ ივანიშვილს მცხეთაში ახლდნენ თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერები. 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის  მაშინ ვაჟა თათარაშვილის კანდიდატურა სავსებით მისაღები იყო. „კარგი დღეა დღეს მცხეთაში. ამ წმინდა მიწაზე იხსნება ოფისი, რომლიდანაც უნდა დაიწყოს ჩვენი გამარჯვებისკენ სვლა. ამ ოფისს ყავს ხელმძღვანელი, დაინიშნა ვაჟა თათარაშვილი. მცხეთას მისი წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ 40 წელია მე ამ კაცს ვიცნობ. დაუდექით მას გვერდში“- ასე წარადგინა „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო შავიშილმა ვაჟა თათარაშვილი მცხეთელების წინაშე. 

თუმცა დღეს ვითარება შეცვლილა, თათარაშვილი გაათავისუფლეს. რა გახდა თათარაშვილის მოხსნის მიზეზი და რა არგუმენტები წარუდგინეს მას გათავისუფლების სანაცვლოდ? „პრესა.ჯი“ ვაჟა თათარაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო. 

თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ვაჟა თათარაშვილს დავუკავშირდით ტელეფონზე მისმა მეუღლემ გვიპასუხა, რომელმაც ვაჟა თათარაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გაშვება დაგვიდასტურა.

„ვიცით რომ გინდათ ბატონ ვაჟასთან გასაუბრება, მაგრამ მას ახლა ეს არ შეუძლია. გული აწუხებს. ეს წუთია დამაშვიდებელი დალია და იქნებ ერთ საათში დაურეკოთ?“ - განგვიცხადა ქალბატონმა. 

განმეორებითი ზარის შემდეგ კი მან გვითხრა, რომ ვაჟა თათარაშვილი კვლავ შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს ჩვენთან საუბარს. როგორც ჩანს, ვაჟა თათარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ვინაიდან მას ტელეფონზე საუბარი არ შეუძლია და ეს მისმა მეუღლემაც დაგვიდასტურა. 

„პრესა.ჯი“ შეეცადა ვაჟა თათარაშვილის გათავისუფლების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერთან, მაია ფანჯიკიძესთან გაერკვია, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„პრესა.ჯი“ დაუკავშირდა ასევე „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს რეზო შავიშვილს.

- რატომ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ვაჟა თათარაშვილი, რომელიც მცხეთის ოფისის გახსნაზე თქვენ წარადგინეთ, როგორც თქვენი დიდი ხნის მეგობარი?

- ბატონ ვაჟას აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი გულზე. ეტყობა გადაიღალა და ამის გამო ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ცნობილი თქვენთვის მაშინ, როდესაც ის ოფისის ხელმძღვანელად წარადგინეთ?

- არა  მას შემდეგ შეექმნა პრობლემები.

- თუ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი და აცხადებთ, რომ მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მისი გათავისუფლების გამო რატომ გაღიზიანდნენ აქტივისტები და რატომ დატოვეს „ქართული ოცნება“?

- მე პასუხი უკვე გაგეცით, მეტს ვეღარაფერს გეტყვით". 

აღსანიშნავია, რომ ვაჟა თათარაშვილს „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტი რამდენიმე კვირის წინ შეხვდა. ჩვენ მის სამუშაო ოთახში კომენტარის ჩასაწერად ვიმყოფებოდით. თათარაშვილი მაშინ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მეტიც, ვაჟა თათარაშვილს 2012 წლის  7 მარტის შემდეგ, როდესაც ის მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს, არ გაუკეთებია არცერთი ოპერაცია (არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია), რომელსაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ. 


"ოცნებიდან" გარბიან
ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-05-29 16:06:20
ქართული ოცნება ეს არის ერთი მეორეზე აფერისტები...

......2012-05-29 16:15:11
ნამდვილად......

2012-05-29 16:16:43
ეტყობა, ამ კაცმა ძალინ მოინდომა და მოხსნა ბიძომ, დანიშნა ხელისუფლების წარმომდგენელი, ანუ გააკეთეთ დასკვანა, ბიძო ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ეს ისე პუტინის დასანახად თამაშობს გიჯობანას, ფული რომ შერჩეს, რა დიდ სიბრძნე მაგის დანახვას უნდა

2012-05-29 16:20:30
ნიკიტა დავიჯერო ასთი გულუბრყვილო ხარ?????? პუტინის რუსეთში კაცი მილიარდებს შოულობს, ეხლა პუტინმა უთხრა მჭირდები და მიდიო, როგორც თავის დროზე პატარკაცივილს, ამ ორივეს ისე უნდა პოლიტიკა, როგორც მე ქვის ხანაში ცხოვრება. ხადარკოვსკიც მილიარდელი იყო, მარა ქე ზის ციხეში, შეიძლება ბიძო ვერ ჩააყუდოს, იქ არა ყავს, მარა ფული ??? ფაული ფაფუ იქნება, გეიგეეეეე

ნუკა2012-05-29 16:23:07
კარგით რა ბიძინას იმდენი ფული აქვს არანაირი ინტერესი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არ ექნება ნუთუ ამას ფიქრი უნდა.... ყველა თუ რამეს აკეთებენ აკეთებენ მატერიალური დაინტერესების გამო... ეს კი ივანიშვილს ნაკლებად ეხება... ხოლო საქართველოს მომავლის უკეთესად წარმართვაში ის რუსეთს "ჩარევს" ამერიკას ტუ ავსტრალიას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მოსახლეობის კეთილდღეობა გახდეს მნიშვნელოვანი და არა გარედან კარგად გალეთებული შენობები უცხოელებისა და ჩვენი თვალის ასახვევად! შიგნიდან რომ ლპება..

ნიკიტა2012-05-29 16:27:07
კი მართალია პუტინი ისე ფულს არ გააკეთებინებდა მაგრამ ადამიანს ჭკუა არ ქონდეს ვერაფერს იზავს... და სადაც მაგდენი გონებამახვილობა გამოავლინა ივანიშვილმა არც იმას დაუშვებდა რომ მისი მთელი ქონება ერთ განაჩენზე ქრებოდეს. ფულით ადამიანს ნებისმიერ ადგილას შეუძლია ცხოვრება აიწყოს... ამიტომ ივანიშვილს უბრალოდ ისტორიაში შესვლა უნდა.. ოღონდ დადებითი მხრით... რა ჯობია ეს თუ ჩვენს წინსვლას დაესმარება

2012-05-29 16:31:55
ნუკა რუსის ჩარევა 3 საუკუნეა არ ნახე?, ოთარ ჭილაძემ თქვა არ ყოფილა 5 წუტიც კი, რუსთან რომ კარგად ვყოფილიყავიტო,, რუსს უნდევხარ გაღლეტილი,დაბეჩავბული, თუ გგონია რუსი მოვა და ქვეყანა წელში გამაღტული იქნება, არ აწყობს რუსს მაგი. გაიგეთ, ისტორიამ ხომ შეიძლება რამე გვასწავლოს, ისტორია მეორდება და პერსონები იცვლებიან მხოლოდ

გოგლა2012-05-29 16:35:57
როგორ ფიქრობთ,თუ პუტინს არ მოეწონება ბიძინას საქციელი,შეუძლია გაუყინოს ანგარიშები,ან დაუყადაღოს ქონება და რაიმე მიზეზის მოგონებით გაასამართლოს ან გადასცეს ინტერპოლს?თუ შერცხვება და არ იკადრებს?ან კაცი,რომელმაც გაზსადენები აგვიფეთქა,ქართველები დახოცა, დაუშვებს , რომ გაზპრომის ფული საქართველოს აღმავლობას მოხმარდეს?

2012-05-29 16:36:10
ჯერ წინსვლას ვერ ვხედავ, ხიდს დავანგრევ, ჯურნალისტებს ემუქრება,მომავალს ნუ გაიფუჭებთო, აგერ თქვნ და აგერ მე ვერ მოვა ეგ კაცი ხელისუფლევბაში, ქვეყნის მართვას ინტელექტი, განათლება და ცოდნა უნდა, ფულის კეტება, ხალხის ყიდვა, მათხოვრების რიგი, საკუთარ სასხლესთან, არ არის ეს წინსვლაზე ორიენტირებული კაცი, ძველი აზროვნების და რუსული მართველობის სტილია მისი ყოველი ქმედება, დაეხმარო მდიდრს და ცნობადს, არ დაეხმარო გაჭირვებულს, ეხლა არ მითხრათ 50 სკოლა ააშენაო, მიშსამ 500 ააშენა. კარგით რა

2012-05-29 16:37:19
მე პირადად მეშინია ბიძინას მოსვლის, ბოღმიანი კაცია და ამასაც რომ ვწერ, მერე ალბათ ყველაფერს ამოჩხრიკავს და იოსელიანივით დემოკრატიის სახელიტ მიგვაყენებს კედელთან

2012-05-29 16:48:24
ქართული ოცნების იმედი მაქვს, ოღონდ ცინიკოსი და მსუბუქი ყოფა*ცევის, ყველაფრის მკადრებელი (კაცის გულისთვის) მაია ფანჯიკიძის გარეშე! მისი ბინძური პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე ეგ ქალი ახლა სხვა ადგილას უნდა იყოს და არა ბ-ნ ბიძინასთან.

2012-05-29 16:55:02
Nu geshiniat.kvelaferi kargat iqneba.

ლაგი2012-05-29 16:59:58
ამ ხალხის მართლა გამკვირვებია, ფანჯიკიძის მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდიანრე არ ვენდობითო, ხიდაშელი-უსუფაშვილი სოროსის ხალხია და ასეთებად რჩებიანო, დავითაშვილს და ძიძიგურს საითაც ფულის სიო ქრის იქეთ მხარეს გადაიხრებიანო, გუბაზი ხომ თავისი კონსერვატიულობით გამორჩეული საერთოდ გაუგებარია როგორ აღმოჩნდა ამ პროამერიკელებშიო და შეიძლება კიდევ დიდხანს გავაგრძელო, სია შთამბეჭდავია და ხალხნო თქვენ მართლა ოცნებობთ თუ რა ხდბეა? ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ოცნება როცა ოცნებათ რჩება და რეალობას და ახდენას ცდება, მაშინ გამოდის რომ ეს არის მართლაც "ქართული ოცნება", თავისი უცნაურობებით.

ნიკანდრო2012-05-29 17:03:27
ამ საიტის დამაარსებლებს და ჟურნალისტებს დღე და ღამე ერთი ფიქრიაქვთ როგორმე ლანძღონ ივანიშვილი და რაღაც უაზრო კომპრომატები ეძებონ,დღეში იმდენ სისულელეს წერენ რო უკვე მოსაბეზრებელია და საკუთარი თავის დამცირება,აქაც ყავთ რამოდენიმე უსაქმური რომელთაც კიკუს მსგავსად აძლევენ გროშებს რო წერონ საზიზღარი კომენტარები

ნუკა2012-05-29 17:09:29
ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება რომ უნდა შეიცვალოს მაგაში ნურავინ შემედავება/ უბრალოდ ცუდია რომ შესაბამისი "შემცვლელი" არ ჩანს :(

მაიკო2012-05-29 17:12:02
გეთანხმები ნიკანდრო.არაობიეკტური საიტია და ეგეტივე საქმეებს ემსახურება.სასაცილოა პირდაპირ

2012-05-29 17:12:54
ოჰ ოჰ მისცეს სალაპარაკო და აყაყანდიტ ეხლა, მიზეზი სულ არ გჭირდებათ ისე ილანძღებით ხოლმე და ეხლა გაგიჩნდათ სალაპარაკო

2012-05-29 17:18:04
Bidzina ivanishvili gaimarjvebs. Gvinda es tu ara. Da qveyanac amoisuntqebs. Ai naxavt ra brcyinvale momavali eqneba saqartvelos. Naxavt. Nervebs gaufrtxildit xalxo. Gamogvadgeba. Tavs nu daiavadmyofebt )))

2012-05-29 17:25:29
ნუკა!!

უნდა შეიცვალოს არააა?

ხიდაშელ-ძუძუგლ-ხაინდრავებით ხო!

შე KრEტINო შენა.

/ისე შენ რას გერჩი, შენნაირია 80 პროცენტი]

ლენინი@სტალინი2012-05-29 18:19:21
ტყუილია,არავის არ დაუტოვია ვაჟას გარდა იმიტომ რომ გულზე პრობლემები აქვს
მცხეთელი

ბომბორა2012-05-29 18:51:17
შემოდგომაზე იტვლიანო ციცილებს.როგორ კუნტრუშობდენ და ეხვეოდენ ერტმანეტს ზვიადა და ტინა სიხარულისგან,არიკა ხალხი ცვენკენ კოპილია და მოვდივარტ სათავეშიო.დიდი ნალია დეიდგიტ,დიდი.ისე მილიონ მილიონი კი გაატკაპანეს ჯიბაში და რა ადარდებტ.

სსს2012-05-29 19:30:06
ბიძოც და მიშოც ერთი პარავოზია

2012-05-29 19:34:28
ასე კუნტრუშებდნენ და ეხვეოდენ ერთმანეთს ბურჯანაძე და მისი ამალა "ბელა ჩაოს" თანხლებით 25 მაისამდე ,მაგრამ პოლიტიკურად რო დასამარდა ეს ყველამ კარგად იცის.

72012-05-29 20:40:57
18-18

ნოდარი2012-05-29 21:31:05
ისე როგორც ჩანს ხალხი მართლა გაგიჟდა თუ ივანიშვილის სჯერათ. შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც საერთოდ არ იცის რა უნდა? მისი პროგრამიდან პირადად მე ვიცი ერთი რამ - სურვილი აქვს გააგიჟოს ევროპა მისი აშენებული დემოკრატიით. ევროპა რომელიც დემოკრატიას აშენებს მრავალი საუკუნეა და კიდევ უკმაყოფილოა მოღწეულით. თანაც ბორისი ყველაფერზე ამბობს - მე უნდა ავაშენო, მე უნდა შევქმნა, მე მოგცემთ. თუ არ მოინდომა ესეიგი არ ააშენებს ხო? თანაც თუ ააშენებს ისეთს ააშენებს მას რომ სწამს და ჩვენ ნამდვილად არ შეგვეკითხება.და რომ არ მოგვეწონოს მისი აშენებული?ამიტომ ბრიყვი უნდა იყო, რომ მხარი დაუჭირო უპროგრამო პოლიტიკოსს. საერთოდ საქართველოს ღუპავენ ქაჯები და გოიმები.მოდით ნუ გავქაჯდებით და ნუ დავგოიმდებით. კაცს თვითონ არ უნდა პოლიტიკას ცოლ შვილმა აიძულა, თანაც შემოყარნენ ჩვენებური ბიზნესმენ - პოლიტიკოსები, ფულს აფცქვნიან და უძხიან - ბატონო ბიძინა სად იყავი აქამდე? შენ ხარ მსოფლიო პოლიტიკის შუქურა, ჩვენი დემოკრატიის ამომავალი მზე. გახსოვთ უბედურ პატარკაციშვილს რა ხოტბას ასხავდნენ ოღონდ ფული მიეცა? ახსწოვთ ვინმეს პატარკაციშვილი? ასევე ჩაივლის ეს ივანიშვილიც. კაცი მეზობლებს ქათამს არ აყოლიებს - სუნი არ მომწონსო, ჩვენც რომ გვითხრას მერე ასეო და ისე მე ასე მინდაო? მერე რას შვრებით? ისე ბორისმა რომ სასახლე ააშენა და ქალაქს თავზე რომ იტყვიან უყოო, ეს გოიმობაა თუ ქაჯობა?

ტოლა2012-05-29 22:57:32
ნოდარი-მართალი ხარ,მაგრამ ფულის მონებს სჯერათ?

ლეო2012-05-30 01:18:27
ეჰ,რას იზამ რუსთავი 2 ის კვალი აშკარაა.სულ უნდათ დაბეჩავებულ ხალხს ტვინი გამოურეცხონ და აყვავებულ საქართველოზე უსმინონ ზღაპრებს.რას იზამ ეტყობა ზღაპრებში ცხოვრება მაგრა ასწორებს.ერთი დაფიქრდით ხალხო 10წლის მერე რა დაგვრჩება?ზღაპრები?და ეს დაუტოვოთ შვილებს?ეჰ რას იზამ ეტყობა ამოვწურეთ ჩვენი მისია მსოფლიო ისტორიაში.ან ღმერთმა გვაქცია ზურგი.გამოფხიზლდით ხალხო გეყოთ ზღაპრებში ცხოვრება.

ლეო2012-05-30 01:24:23
მე მგონია წინაპრების სადღეგრძელო სულ მალე საჭირო აღარ იქნება რადგან ჩვენ ამის უფლება აღარ გვექნება ჩვენი ქცევიდან გამომდინარე.ისე სწორადაა ნათქვამი რა საზოგადოებაც არის ის ხელისუფალი ჰყავს.უკეთესის ღირსი განა ვართ?წაიკითხეთ რა წერს დიდი ილია,აკაკი,ვაჟა და სხვანი.ეტყობა ყველაფერი დაგვავიწყდა და ამნეზია დაეწყო ერს.

აქაც2012-05-30 11:04:38
..

ჯოტია ცაავა.2012-05-30 11:07:10
ლეო 2012-05-30 01:24:23
მე მგონია წინაპრების სადღეგრძელო სულ მალე საჭირო აღარ იქნება რადგან ჩვენ ამის უფლება აღარ გვექნება ჩვენი ქცევიდან გამომდინარე.ისე სწორადაა ნათქვამი რა საზოგადოებაც არის ის ხელისუფალი ჰყავს.უკეთესის ღირსი განა ვართ?წაიკითხეთ რა წერს დიდი ილია,აკაკი,ვაჟა და სხვანი.ეტყობა ყველაფერი დაგვავიწყდა და ამნეზია დაეწყო ერს.
----------------
არც ილიას, არც აკაკის და არც ვაჟას არ უთქვიათ, რომ უნდა გავრუსეთუმდეთ და უნდა გავპინგვინდეთ.

ბექა2012-05-30 12:51:21
საგინებელი ხართ ამ დენი ტყულისთვის რა მალე მოგე სუყ ..........

გოგა2012-05-30 13:08:17
27 მაისის აქცია ყველაფერზე მეტყველებს, რომ ხალხს ბიძინა უნდათ და ამ ტყუილებით ბიძინას უფრო დიდ პიარს უკეთებთ რა და მიდით ესე გააგრძელეთ, რომ ხალხს უფრო აუხიოთ თვალი რა მთავრობა გვყავს

нагави путини2012-06-02 00:55:16
ბიზინა ივანისშვილი პუტინისშვილი, აბა რა უნდა დაიჯერო მაგის როცა ომში საქართველიოს ადანაშაულებს, პუტინზე საუბარს ერიდება და კოალიციაში მოგაღალატეები და თაღლითები ყავს, პრორუსული დამქაშები უდგანან

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
2. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
3. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
4. რა შეფასებები მოჰყვა პატრიარქის მოწოდებას?
5. "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი"
6. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
7. ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...
8. რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
9. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
10. პოლიტიკოსების ცემის დეტალები
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962