მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
„პატ­რი­ო­ტე­ბი“ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ასა­ჩივ­რე­ბენ
დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ITV-ის მე­დი­აკ­ლუბ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-28°
  ქუთაისი21°-37°
  ბათუმი21°-32°
ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტში, 21–დან 28 მაისამდე, 13 კაცი დაზარალდა

ომი გრძელდება
15:49 29.05.2012
[ფრიდონ დოჩია]

რუსეთსა და განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიაში რომ უკიდურესად მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა, არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, გასული კვირის (21–დან 27 მაისის ჩათვლით) მანძილზე, მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიურ კონფლიქტში, მინიმუმ 13 კაცი მაინც დაზარალდა. აქედან 9 კაცი დაიღუპა, ხოლო 4  – დაიჭრა. ასეთია იმ მონაცემების ჯამი,რაც გასული კვირის მანძილზე კავკასიაში არსებული კონფლქტის შესახებ მასმედიით ოფიციალურად გავრცელდა.

დაღუპულთა შორის სამი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია. მათგან ორი დაღესტანში დაიღუპა, ხოლო ერთი – ინგუშეთში. მათ გარდა, უკანონო ფირმირებათა 6 სავარაუდო წევრი მოკლულ იქნა. მათგან 5 ჩეჩნეთში, ხოლო ერთი – დაღესტანში. ეს რაც შეეხება სტატისტიკას.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ ხშირია სამართალდამცველ ორგანოთა წარმომადგენლებზე თავდასხმა. კერძოდ, 22 მაისს უცნობებმა დაღესტნის დედაქალაქ მახაჭკალის გარეუბანში პოლიციელთა მანქანა დაცხრილეს, რის შედეგადაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა.მოგვიანებით, ამ დაჭრილთაგან ერთი გარდაიცვალა. 24 მაისს საღამოს, მახაჭკალაში უკვე სამართალდამცველებმა გაუხსნეს ცეცხლი უკანონო ფორმირების წევრობაში ეჭვმიტანილს, რომელმაც მათ ცეცხლითვე უპსახუხა და საბოლოოდ იგი  ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

იმავე 24 მაისს ჩეჩნეთში, ურუს–მარტანის რაიონში, ძალოვანებმა სამი „ბოევიკისგან“ შემდგარი დაჯგუფება აღმოაჩინეს, რომლებმაც დანებების მოთხოვნის საპასუხოდ  ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად, სამივე მებრძოლი მოკლულ იქნა. მათგან ორი – ახმედ მანცაევი და ახმედ საიდულაევი ამოცნობილია, რომლებიც , სამართლდამცველთა მტკიცებით,ლორსანოვის უკანონო დაჯგუფებაში შედიოდნენ. მესამის ვინაობა ჯერკიდევ დადგენილი არ არის.

ასევე 24 მაისს ჩეჩნეთში, აჩხოი–მარტანის რაიონში დაკავების დროს, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას მოკლულ იქნა ერთი „ბოევიკი“.

27 მაისს ჩეჩნეთში გროზნოს რაიონის სოფელ კერლა–იურტში ასევე მოკლულ იქნა ერთი უკანონო ფორმირების სავარაუდო წევრი. ოფიციალური მონაცემებით, იგი ამავე სოფლის მკვიდრი, 22 წლის ადნან საპარბაევი აღმოჩნდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ ხშირია აფეთქებები და ტერაქტები. კერძოდ, 24 მაისს ინგუშეთში, სუნჟას რაიონში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, ერთი სამხედრომოსამსახურე დაიღუპა. აფეთქება ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა რუსეთის შსს–ს შინაგანი ჯარების სამხედრომოსამსახურეები სადაზვერვო–საძიებო ღონისძიებებს აწარმოებდნენ, რომლის დროსაც ახალწვეული მძიმედ დაიჭრა. შემდეგ იგი ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

24 მაისს დაღესტანში, იზბერბაშის მახლობლად უცნობებმა რკინიგზა ააფეთქეს. თუმცა, საბედნიეროდ, ამას ვინმეს მსხვერპლი, ან დაზიანება არ მოჰყოლია.

24 მაისი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ „უხვმოსავლიანი“ გამოდგა აფეთქებებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მხრივაც. ამ დღეს საღამოთი გროზნოს ცენტრში, მობილურ ტელეფონში ჩამონტაჟებული მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც სახელოსნოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მოიტანა. აფეთქების შედეგად ოსტატი და სახელოსნოს მეპატრონე დაზარალდნენ.

გასულ კვირაში ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანიც დააკავეს. კერძოდ, 22 მაისს, დასახლებულ პუნქტ ეშილხატოის მცხოვრები 43  წლის ქალი აიყვანეს, რომელიც შეიარაღებულ იატაქვეშეთთან კავშირშია ეჭვიტანილი. სამართალდამცველთა მონაცემებით, იგი რამდენიმე წლის მანძილზე უკანონო ფორმირებათა წევრებს წამლებით ამარაგებდა.

23 მაისს უკნონო ფორმირებათა წევრობაში ეჭვმიტანილი უკვე გუდერმესში (ჩეჩნეთი) დააკავეს, ხოლო 24 მაისს ასევე ჩეჩნეთში უკანონო ფორმირებათა წევრებისთვის დახმარებაში ეჭვმიტანილი გროზნოსა და ვედენოს ორი მცხოვრები აიყვანეს. 24 მაისსავე, ისევ გროზნოში, შეიარაღებული იატაქვეშეთის წევრობაში ეჭვმიტანილი 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

26 მაისს კი გუდერმესის რაიონში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა წევრებისთვის ხელშეწყობის ბრალდებით, 26 წლის მამაკაცი აიყვანეს.

ჩრდილოთ კავკასიაში კვლავ ხშირია ადამიანების გატაცება. მაგალითად, 25 მაისს შეიარაღებულმა სამხედრო კამუფლიაჟიანმა ნიღბოსნებმა სცემეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მახაჭკალის, კიროვის რაიონის მცხოვრები, გაჯი მუსტაფაევი. ამის თაობაზე გატაცებულის მამამ განაცხადა, მაგრამ ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია არც მახაჭკალის კიროვსკის რაიონის შს განყოფილებასა და არც დაღესტნის შს სამინისტროს არ აღმოაჩნდა. მათი განცხადებით, მომხდარის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ზურა2012-05-29 16:25:57
არ მოასვენებენ რუსებს არა. იმედია მალე მოიპოვებენ ჩვენი მეზობელი კავკასიის რესპუბლიკები დამოუკიდებლობას და საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებში იქნებიან :)

2012-05-29 17:26:24
კი, იმედია, მაგრამ ის უნდა დაგავავიწყდეს აფხაზეთსა და ცხინვალის ომების დროს რასაც აკეთებდნენ.

ლომი2012-05-29 18:29:47
კავკასიელები ამაკები და თავისუფლების მოკვარე ხალხი ვართ,ერთად უნდა ვებრძოლოთ რუს დამკრობლეს დაოკუპანტებს,თავისუფლება კავკასიას-სიკვდილი ოკუპანტებს.

ზურა2012-05-29 19:27:46
ეს ლომი მაგარი სადღნავია უკნიდან...

72012-05-29 19:33:34
წმიდაო ბიძი შენ უშველე ყველა გაჭირვებულს

2012-05-29 22:50:19
ზურა ეგ კი არა შენ ხარ სადღნავი ;)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
4. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
7. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
8. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
9. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962