• თბილისი
  • 32°C
  • 19 აგვისტო, 2017
article

ბათუ ქუთელია: "ამ ფაქტის განზოგადება მთლიანად ქართულ ჯარზე არ უნდა მოხდეს"

გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის კომისრის ანგარიშს ეხმაურებიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. 

„ქართულ ჯარს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ქართველი სამხედროებიც ფიგურირებენ. სკურპულოზური გამოძიება საჭირო ამ კონკრეტული ინციდენტის, მაგრამ მთავარია, არ მოხდეს ამ საკითხის განზოგადება მთლიანად ქართულ ჯარზე და ქართული ჯარის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელმა ბათუ ქუთელიამ.

ცნობილია, რომ გაეროს ადმინის უფლებათა დაცვის კომისარმა შემაშფოთებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა ჯარისკაცებმა ადგილობრივ მცირეწლოვან გოგონებზე სექსუალურად იძალადეს.