მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­კით­ხ­ვა­ზე და­ი­ბა­რეს
„ი­ვა­ნიშ­ვილს ორი ძეგ­ლი უნ­და და­ვუდ­გათ­“­-­ლე­ვან ვა­სა­ძე
ოთო ნომ­სა­ძის სუ­პერ შეს­რუ­ლე­ბა და საგ­ზუ­რი ფი­ნალ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი10°-25°
  ქუთაისი14°-31°
  ბათუმი14°-23°
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია

თურქეთი სირიას ემუქრება
09:06 27.06.2012
[ნინო ხუნდაძე]

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სირიელმა სამხედროებმა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ქვეყანაში მაღალი საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული. თურქეთი ამტკიცებს, რომ მისი თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს და არა სირიის ტერიტორიაზე, რის გამოც ის პასუხისმგებლობას სირიას აკისრებს.

თურქეთის მთავრობის მეთარი იმასაც აღნიშნავს, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება „უკვე აღარ არის ლეგიტიმური და აღარ წარმოადგენს სირიელ ძმებს“. ანკარა აპირებს გამოიყენოს საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე
ყველა ზომა და დაიცვას თავისი პოზიციები თანაც ისე, რომ თავადვე იტოვებს ამ ზომების გამოყენების დროის, ადგილისა და მეთოდების განსაზღვრის უფლებას. ერდოღანი აცხადებს, რომ ამიერიდან, სირიის სამხედრო ელემენტის თურქეთის საზღვართან მიახლოება განხილული იქნება, როგორც სამხედრო საფრთხე.

ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არინჩმაც. მისი თქმით თურქეთი არ აპირებს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო სირიას ომი გამოუცხადოს, მაგრამ აპირებს მოითხოვოს ბოდიში და კომპენსაცია. „ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც სამხედრო ვნებებს აღვივებს. ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ. ჩვენ სერიოზული სახელმწიფო ვართ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ამასთან, ამას ეტაპობრივად ვაპირებთ“ - განაცხადა არინჩმა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც სირიის მიერ თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საპასუხო ზომებს განიხილავდნენ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ანკარა ბოდიშსა და კომპენსაციას მოითხოვს. მან „სხვა ზომების გამოყენებაც“ არ გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ზომებს გულისხმობდა.

როგორც ცნობილია, თურქეთის სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4E, რომელიც 22 ივნისს ავიაბაზა „ერხაჩიდან“ აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა, ცოტა ხანში კი სირიამ განაცხადა, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო, რადგან მან სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ამ ინცინდენტის შემდეგ კი, თურქულმა მხარემ სირიის მიერ კიდევ ერთი თურქული თვითმფრინავის დაცხრილვის შესახებ გაავრცელა ცნობა, რომელიც, მათი ინფორმაციით  ჩამოგდებული RF-4E-ის ნაწილების საძებნად გაუშვეს. არინჩის თქმით, სირიის ანტისაჰაერო თავდაცვამ მეორე თვითმფრინავზე იერიში მიიტანა, თუმცა ის არ ჩამოუგდიათ.

თურქეთი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი RF-4E საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამაგდეს და სირიის ტერიტორიულ წყლებში მისი ნაწილები ჩაცვივდა. ანკარას განცხადებით, თვითმფრინავი „სატესტო და სასწავლო ფრენას ახორციელებდა - ნაციონალური რადარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და მისი ქმედება არ იყო მიმართული სირიის წინააღმდეგ“.

თურქმა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა იარაღი; მისი აფრენის შესახებ კი სირია ადრევე იყო გაფრთხილებული.

თურქულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინცინდენტს ნატო განიხილავს. თუმცა ალიანსი, როგორც ჩანს, თავს იკავებს რაიმე მკაცრი ზომებისგან. ბრიუსელში თურქეთის მიერ ინიცირებული შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის შესახებ მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა. აღნიშნული მუხლი ნატოს მიერ ერთობლივ პასუხს გულისხმობს, მათ შორის, სამხედრო ხასიათის პასუხს იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსის ერთ-ერთი წევრი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება. რასმუსენის თქმით, აღნიშნული მუხლის ამოქმედება თავად თურქეთს არ მოუთხოვია. ხოლო თუ რა იქნება ალიანსის პასუხი, ამაზე რასმუსენმა მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინცინდენტები აღარ განმეორდება.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-06-27 09:47:47
ეს პროვოკატორი რომ მიპრინავდა რას მიპრინავს. სულ უნდა სამოაგდოს.

2012-06-27 09:56:51
2012-06-27 09:47:47
ეს პროვოკატორი რომ მიპრინავდა რას მიპრინავს. სულ უნდა სამოაგდოს
;;;;;რუსულ ან სომხურ საიტზე აკომენტარე აქრას პროვოკატორობ შე მართლა პროვოკატორო.

2012-06-27 09:57:09
ოოოოოოოეეეეეეეეეეეეეეეე ოოოოოოოოოოოეეეეეეეეე

2012-06-27 10:04:43
სად არის რომ.

2012-06-27 10:10:45
სჰენი საცმე არა სად დავაკომენტარებ.

2012-06-27 10:59:05
"სჰენი საცმე არა სად დავაკომენტარებ"

ააჩვი რომ გეუბნებიან, სანამ არ აგაჩმევინეს...

2012-06-27 11:33:25
2012 წლის 14 ივნისს ვილნიუსის ერთ-ერთმა კლინიკამ მიხეილ სAAკაშVილს ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი. წინა ღამით საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობით ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შედეგად დადეს დასკვნა - „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი“. მკითხველს განუმარტავთ, არაქრონიკული ფორმის მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზი ექვემდებარება ხანგრძლივ რემისიებს, ანუ სიმპტომების შემსუბუქებას. სხვა საკითხია ქრონიკული ფორმა, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას მოითხოვს, ანუ ფაქტობრივად განუკურნებელია.
ამ დაავადების დროს ადამიანის გუნება - განწყობა ძალიან მომატებულია. დაახლოებით უდარდელი განწყობიდან უკონტროლო აღგზნებამდე“ მერყეობს“. ვერ აკეთებს ყურადღების კონცენტრაციას რაიმე კონკრეტულ საკითხზე. მეტყველებითი აგზნება ძალიან მაღალია და თვითკონტროლიც არ არსებობს. ამიტომ ავადმყოფს უჭირს მიზანმიმართული მოქმედება და სიტუაციის სწორი ანალიზი. ასოციაციები ზედაპირულია და ზერელე. ამ ყველაფერმა შეიძლება განაპირობოს არაპრაქტიკული და არაადეკვატური ქცევები.
წავა ეს კაცი ფსიქიატრიულში და ჰააგის ტრიბუნალის სხდომებსაც არ დაასწრებენ. ასე გადარჩება ციხეს და მერე ჩვენ უნდა ვიჯდეთ აქ და თავი ვიმტვრიოთ, საქართველოს 10 წელი ფსიქიკური ავადმყოფი რომ მართავდა დადასტურებული დიაგნოზით.

დიტო2012-06-27 11:40:47
ორივეს მაგარდ გიჭირთ წერა))))

2012-06-27 13:16:49
აუ რა ღრმათ გაქვს პინგვინო პუტინის???? ჰაჰააააა ფსიქიატრიულის პაციენტი ხარ, როდის გამოიპარე???? შენზე ძებნაა გამოცხადებული ჰაჰაჰააააა

მოქალაქე222012-06-27 20:43:45
უსახელო, თუ ამდენი იცი, იქნებ ისეთი უმნიშვნელო დეტალი გაიხსენო თუ რომელმა კლინიკამ დასვა ,,ოფიციალურად,,დიაგნოზი?

გლები2012-06-28 22:43:08
Турецкий разведывательный самолет RF-4E был сбит российскими, а не сирийскими войсками, заявил лидер оппозиционной Демократической Левой Партии Масум Тюркер.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
4. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
5. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
6. ასეთი იქნებოდა ბარბი რეალურ ცხოვრებაში
7. სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს
8. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
9. გაბედავენ თუ არა კრემლის დაკვეთის შესრულებასა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას?
10. ლევან ვასაძე: „ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ“
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962