მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა
17 მა­ი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ
სა­ა­კაშ­ვი­ლი იულია ტი­მო­შენ­კოს და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას შო­რის პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს
რას ეძე­ბენ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ­შ­ვი­ლის სახ­ლებ­ში?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-29°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი16°-23°
როგორ გადავეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას

12:55 08.06.2012
[ნინო კოჭლამაზაშვილი]

ფრჩხილების კვნეტა ეს უბრალოდ ცუდი ჩვევა არ არის, ვინაიდან, არსებობს მისი სამედიცინო ტერმინი – ონიხოფაგია.

ამ მავნე ჩვევაში, ყველაზე ხშირად, პატარები არიან შემჩნეულნი. ისინი, დაახლოებით, 4 წლიდან იწყებენ ფრჩხილების კვნეტას. თუმცა, ხშირად შეხვდებით ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ამ „სენითაა დაავადებული“. სტატისტიკურად, ქალები უფრო ხშირად არიან შემჩნეულნი ამ ქმედებაში.

მიჩნეულია, რომ ფრჩხილების კვნეტის სურვილი სტრესისა და შფოთვის ფონზე ჩნდება. რატომ არის, რომ ზოგი ზრუნავს და უვლის ფრჩხილებს, ზოგი კი უბრალოდ „ჭამს“ მათ?

ამერიკელი ფსიქოლოგი ლუიზა ჰეი, რომელმაც მრავალი ბესტსელერი დაწერა ჩვენი ქვეცნობიერი დონის დაავადებების შესახებ, ამბობს, რომ ფრჩხილები, ეს დაცვის სიმბოლოა. ადამიანები, რომლებიც ფრჩხილებს იკვნეტენ, უიმედოობას განიცდიან. ლუიზა ჰეისათვის ონიხოფაგიის სიმბოლური მნიშვნელობაა ერთ–ერთი მშობლის ზიზღის გამოხატულება.

სწორედ ამიტომ, ფრჩხილების კვნეტას გადაჩვევა ძალან რთულია, ვერანაირი წიწაკა და ხელთათმანის ტარება ვერ შეაჩერებს შინაგან წყენასა და უკმაყოფილებას. ეს დაავადება შიგნიდან მოდის. თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მოხდება მუშაობა, მათი გამოვლინებებიც გაქრება.

გააცნობიერო შენი პრობლემა – ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. „მე საკმარისად კარგი არ ვარ“, „მე შემეძლო ყველაფერი კარგად გამეკეთებინა“, „ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე“ მე, მე, მე... ეს იმ პრეტენზიების სიაა, რომლებიც დაუსრულებლად გრძელდება. პოზიტიური ფსიქოლოგიის ოსტატები აცხადებენ, რომ საკუთარ თავთან სწორედ ასეთი მიდგომა ანადგურებს ადამიანს შიგნიდან, ფრუსტრაციასა და დაავადებებამდეც კი მიჰყავს.

გარდა ამისა, დაზიანებულ ქსოვილებში, შეიძლება, ინფექცია შეიჭრას, რომელიც სერიოზულ დაავადებებს გამოიწვევს. იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, ამ ჩვევას თავი უნდა დააღწიოთ, ხოლო რომელი მეთოდით გააკეთებთ ამას, თავად აირჩიეთ!

– როგორც კი სურვილი გაგიჩნდებათ „მიირთვათ“ ფრჩხილი, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ.

– გაიკეთეთ ლამაზი, განსაცვიფრებელი მანიკური სალონში.

– აფთიაქში სპეციალური მწარე მანიკური შეიძინეთ და გამოიყენეთ მანამდე, სანამ მისი გასინჯვის სურვილი საბოლოოდ გაქრება.

– სალონში ხელოვნური ფრჩხილები გაიკეთეთ, ისინი არცთუ ისე გემრიელია, ამასთანავე, ძვირი სიამოვნების გაფუჭება დაგენანებათ.

– ახლობლებსა და ოჯახის წვერებს უთხარით შენიშვნა მოგცენ „რეციდივის“ მომენტში.

– შეეცადეთ გაიგოთ, რა გიბიძგებთ ფრჩხილების კვნეტისაკენ, რა სტრესს ვერ გაუმკლავდით.

– ემოციების კონტროლის სხვა მეთოდი გამონახეთ, მაგალითად ღრმა სუნთქვა, ოცამდე დათვლა ან სხვა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-06-08 14:46:55
რა სისულელეაააააააააა :))))

2012-06-08 15:07:47
რა ადვილია რჩევების წერააა იცით კიდე რამდენი სხვა ხერხი ვცადეეეეეეეე მაგარმ ამაოდდდ 30 წელია ვანებებ და მერე ისევ ვიწყებ სამწუხაროდ.ეს ხველაფერი ნერვებიდან მოდისსსსს

ლოლიპოპ2012-06-08 15:15:04
მე ვიცი ყველაზე კარგი რჩევა, ავიღოთ მაკრატელი დ ძირში მოვჭრათ ფრჩხილები, რაც არ არის რას მოკვნეტავ, მე მშველის ხოლმე სანამ წამოიზრდება მანამდე:))))))))

ნათთ2012-06-08 15:19:24
ისიც კი არ მენანება ჩემი განსაცვიფრებელი მანიკური შევწიროოო თუ ვნერვიულდიიიიი

გიო2012-06-08 15:25:58
რჩევა რჩევაა ამას ვერავის დააძალებთ,თქვენ თუ გინდათ ნუ გაითვალისწინებთ.

2012-06-08 15:28:30
როგორც სიგარეტს არანაირი რჩევებით ვერ გადაეჩვევა ადამიანი,თუ არა მისივე პრინციპი,ასევე ეს უზნეო და საკმაოდ უსიამოვნო შესახედი ჩვევა ძნელად გადასაჩვევია. თუმცა-ღა არა შეუძლებელი. მოერიეთ საკუთარ თავს და ყველაფერს შესძლებთ.

ნანაც2012-06-08 18:18:00
კარგი რჩევაა ვიასც სურს გაითვალისწინებს

ზიზი2012-06-08 20:10:20
მარტლაც დზალიან ცუდი ცჰვევაა და ნამდვილად დზნელია მისი გადაცჰვევა. ცჰემ სჰემტხვევასჰი ნამდვილად კარგი მსჰობლები მყავდა და ზიზგი გამორიცხულია.არ ვიცი რატომ ან როდის დავიცყე ეს საზიზგრობა,მაგრამ ცვერ ვეცჰვევი.

ნათი-ნათი2012-06-08 21:38:11
მეც იგივე სენით ვარ შეპყრობილი,თუმცა პერიოდულათ,როცა სანერვიულო მაქ მაშინ,ძნელია ამის გადაჩვევა,რჩევა-ადვილი

2012-06-08 21:44:15
რა სისულელეა და რა დებილობა

თაააა2012-06-08 23:21:55
კაით რა ლამის თითები დამიჩხვლიტეს მაგის გამო რომ ბრჩხილებს ვიკვნეტ...საერთოდ არავითარი რჩევა და მანიკური არ მოქმედებს ჩემზეეე ყველანაირ ემოციაზე ბრჩხილს ვიკვნეტ,სურვილი მაქვს ძალიან დიდი,რომ არ მოვიკვნიტო მაგრამ არ შემიძლია

ბათუმი2012-06-09 00:30:52
ცენზურა არაა ტოროლა დროზე კომენტარიიი დადეეთ არ გადამრიოთ :D:D ფრჩხილების კვნეტაზეა საუბარიიი და რომელ ცენზურაზე მელაპარაკებით :D:D

გეგი2012-06-09 10:19:47
me ar var nerviuli mara ratomgac vikvnitav

2012-06-09 20:30:01
ფრჩხილების მკვნეტელთა საზოგადოება შევქმნათ.... შევიკრიბოთ და ერთად მივირთვათ ფრჩხილები, არც უზნეო საქციელად მოგვეჩვენება და ნერვებსაც ადვილად მოვერევით

ალექსა2012-06-11 01:48:16
და ტუ არაფერმა არ გიშველატ, დაიზრეტ კბილებიი, უებარი წამალია

1232012-06-13 01:46:32
26 წლის ბიჭი ვარ 3 წლიდან ვიჭამდი და ეხლა ისეთი გოგო მეპრანჭება და ვეპრანჭები ძაან ადვილად გავანებე )))) ქალს რა ძალა აქვს მაგის :დდდდდდდდ

თაათ2012-06-13 11:15:59
ეს ხომ ისედაც ვიცოდით

ანანია2012-06-13 11:35:08
მსგავსი სისულელე ცხოვრებაში არ მომისმენია თუ ბიჭია მანიკურით იაროს? საინტერესოა კოჭლამაზიშვილს ეს ვინ მიაწოდა

2012-06-13 12:54:14
შეიზიზღე
წარმოიდგინე რამდენი ბაქტერია და სიბინძურეა იქნებ შეგზიზღდეს ეს ხომ სიმართლეა

ნინო2012-06-15 12:17:57
რა სისულელეა , ვგიჯდები ორივე მსჰობელზეც და რაც ტავი მახსოვს ვიკვნიტავ პრცჰხილებს,1ცლის ასაკსჰი არამგონია ისეტი სტრესი გადამეტანოს რომ ამას ვაცნობიერებდი და პრცჰხილებსჰი ვპოვე შვება:))))))))))))))))))))))))

:))))))))2012-06-15 18:34:37
ეგრე გადაჩვევა რომ შეიძლებოდეს რაღა მიჭირს? :D 5 წლიდან ვიკვნეტ,500 ჯერ მაქვს თავი დანებებული და მერე ისევ თავიდან ვიწყებდი კვნეტას.სურვილიც ძალიან დიდი მაქვს თავის დანებების მაგრამ არ გამომდის :(

მეტი2012-06-16 01:22:15
me mqonda eg chveva 3 weli psigologtan mivedi da ert sesiashi shevwyvite :))dzaan dznelia imis axsna ra procedurebic gaviare ubralod midit psiqologtan da egaa me mishvela

ნანუჩი2012-06-22 03:16:28
ბავშვობაში მეც ვიკვნიტავდი ფრჩხილებს, ყველანაირად ეცადნენ მშობლები რომ თავი დამენებებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდათ სანამ თავად არ მოვინდომე, უბრალოდ ერთ ქალბატონს დავუნახე რომ ძალიან ლამაზი თითები და ფრჩხილები ქონდა და მას მერე გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა მეც მქონოდა ისეთი ფრჩხილები, წლებია მის მერე აღარ გავკარებივარ ფრჩხილებს, რაც მინდოდა იმას მივაღწიე, ასე რომ შეუძლებელი არაფერია საკუთარი თავის რწმენა და მონდომება

ნნნნნნნნნნნ2012-08-31 00:56:28
არაცჰვეულებრივი მეტოდი მინდა სჰემოგტავაზოტ:დაიდზვრეტ კბილები და ვეგარ სჰეცჰამტ ფრცჰხილებს

ანი2013-04-02 02:46:02
მეც ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდის. 18 წლის გავხდები მალე და მაინც ვერ ვანებებ. ფორმაც შეიცვალეს ფრჩხილებმა

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
5. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
6. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
7. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
8. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
9. ლევან ვასაძე: „ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ“
10. ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპონენტი დააპატიმრა
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962