• თბილისი
  • 32°C
  • 19 აგვისტო, 2017
article

ქათმის მწვადი ბოსტნეულით

ქათმის ფილე - 1 კგ

ტკბილი წიწაკა, მწვანე - 2 ცალი

ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი

ტკბილი წიწაკა, ყვითელი - 2 ცალი

ხახვი - 1 თავი

ყაბაყი - 1 ცალი, პატარა ზომის

პომიდორი - 1 ცალი

მარინადისთვის:

სოიოს სოუსი - 3/4 ჭიქა

ძმარი - 2 ს/კ

შაქარი - 1 ს/კ

თაფლი - 1 ჩ/კ

ნიორი - 1 კბილი

კეტჩუპი - 2 ს/კ

მარილი

წითელი წიწაკა

მარინადის ინგრედიენტები ავურიოთ. ხორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და მზა მარინადში გავაჩეროთ დაახლოებით 4 სთ.

 ბოსტნეულიც იმავე ზომის ნაჭრებად დავჭრათ, როგორც ფილე და ავაგოთ ხის ჩხირებზე მონაცვლეობით. ბარბექიუ მზადდება გრილზე ანჩვენებურ მაყალზე, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვეულებრივი ღუმელიც გამოვიყენოთ.
ამ შემთხვევაში ვდებთ სპეციალურ ბადეზე, რომელსაც აუცილებლად ექნება ქვეშ დადებული ტაფა, რომ წვენი ღუმელში არ ჩაიღვაროს. შეწვას დაახლოებით 15-20 წთ სჭირდება.
ჟურნალი "გემრიელი"