• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დღეს შეიძლება ახლობლების რჩევამაც კი გული გატკინოთ. უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ შინ, მოაგვაროთ საოჯახო საქმეები. 

კურო
გადაღლილი ხართ და გიჭირთ სერიოზული საქმეების შესრულება. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
კარგი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის, განახლებისთვის. ინიციატივა დასაშვებია ნორმის ფარგლებში. თუმცა, რისი ნიჭიც გაქვთ ის თამამად უნდა გამოავლინოთ. 

კირჩხიბი
მეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სამსახურში ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც სირთულეებს მოუტანს თქვენს კოლეგებს. 

ლომი
გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. შეეხმიანეთ უცხოელ კოლეგებს. 

ქალწული
ყურადღება გმართებს მიმდინარე საქმეების მოგვარებისას. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მოსიყვარულე იქნებით და კრიტიკას დაივიწყებთ, ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს. 

სასწორი
სწრაფად მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს და მეგობრებთან ერთად გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
ბალანსი უნდა გამონახოთ დაქვემდებარებასა და ინიციატივის გამოჩენას შორის. ზოგიერთი სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდება. სხვა დღეს გადადეთ ოკულისტთან და სტომატოლოგთან ვიზიტი. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად. წარსულში ნასწავლის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. 

თხის რქა 
დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის, ვალდებულების აღება მოგიწევთ. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცემათ. გარშემო მყოფებისგან დახმარებას ნუ ელით. 

მერწყული
შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უასიამოვნო ადამიანებთან; დატვირთვა სამსახურში. მგზავრობა და საქმიანი შეხვედრა არ უნდა იყოს დიდხნიანი. 

თევზები
ყველა საქმეში შეინარჩნეთ წონასწორობა. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოთმინებით აღიჭურვეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.

astrologi.ge