• თბილისი
  • 17°C
  • 19 ოქტომბერი, 2017
article

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მარტივად მოაგვარებთ ყველა საკითხს, რა თქმა უნდა ახლობლების დახმარებით. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.


კურო
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ეცადეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტოთ. 

ტყუპი
დღეს წარსულში დაშვებული შეცდომა უნდა გამოასწოროთ. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. 

კირჩხიბი
ნუ გადაიტვირთებით, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

ლომი
დღეს დაისვენეთ და გარშემო მყოფები მოგემსახურებიან. მათ აბედნიერებთ თქვენზე ზრუნვა. 

ქალწული
შეხვედრების, ურთიერთობის დღეა. შეიძლება სტუმრების გამასპინძლებამ მოგიწიოთ. 

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამოს მეგობრები შინ მიიპატიჟეთ. 

მორიელი
დაივიწყეთ სამსახურის საქმეები და მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. 

მშვილდოსანი
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. ნუ განმარტოვდებით. შეხვდით ნათესავებთ, მეგობრებს. 

თხის რქა 
გარშემო მყოფებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრეთ. თუ არ გსურთ, გაუგებრობა გამოიწვიოთ. 

მერწყული
აკეთეთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ გაჯიუტდებით. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

თევზები
მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

astrologi.ge