• თბილისი
  • 10°C
  • 23 თებერვალი, 2018
article

იტალიაში პენსიონერის სახლის ძარცვის ბრალდებით ქართველი ახალგაზრდა დააკავეს

იტალიაში პოლიციამ 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვისას 25 წლის ქართველი დააკავა. ინციდენტი ლომბარდიის რეგიონში, როველასკას რაიონში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის ღობეზე გადაძვრა და სიგნალიზაციის გათიშვა მოახერხა.

სამართალდამცავების თქმით, ბოროტმოქმედმა სახლიდან დაუდგენელი ღირებულების ძვირფასეულობა და სამკაული მოიპარა.

მძარცველი პოლიციამ მეზობლების დახმარებით დააკავა, რომლებმაც სამართალდამცავები დროულად გამოიძახეს.

25 წლის ქართველი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.