• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაული - ბორის მალაიევის საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირება განხორციელდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს მთავარი პროკურატურა ბორის მალაიევის ექსტრადიციის თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

„სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და საქართვლოს პროკურატურამ უზრუნველყვეს ბორის მალაიევის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე მალაიევი 2012 წლიდან იძებნებოდა ნიუ იორკში ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით და დაკავებულ იქნა საქართველოში 2016 წლის დეკემბერში. შედეგად, განხორციელდა მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი წარსდგება სასამართლოს წინაშე. 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე საქართველო ერთგულნი რჩებიან ვალდებულებისა დაიცვან კანონის უზენაესობა და აღნიშნული პირის დაკავება წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმ ძლიერი თანამშრომლობისა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ბორის მალაიევის ექსტრადირების თემაზე განცხადების გავრცელებას გეგმავს მთავარი პროკურატურაც.