• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

„ქართული მარშის“ წევრებმა სამართალდამცველებს მაშხალები ესროლეს

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს “ ოფისთან  “ქართული მარშის წევრებმა“ აქცია მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყეს - მათ სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს და “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბისკენ დაიძრნენ.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიმართავენ.