• თბილისი
  • 14°C
  • 19 ნოემბერი, 2017
article

თბილისში 100-ზე მეტ არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

თბილისში დააკავეს 42 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია 100–ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გაუკუღმართებული გზით სქესობრივი კავშირის დამყარებაში. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით დაკავებული გ.ვ თავად აღიარებს რომ 100–ზე მეტ ბიჭთან დაამყარა სქესობრივი კონტაქტი თბილისის სხვადასხვა უბნებში. 

პედოფილიაში ეჭვმიტანილის დაცვაზე რამდნიმე ადვოკატმა უარი განაცხადა. როგორც ირკვევა მამაკაცი სოციალურად დაუცველ ბიჭებს 14 დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში არჩევდა, მათ სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ კი უხდიდა ფულს ან ჩუქნიდა საჩუქრებს. 

ერთ-ერთ მსხვერპლს გ.ვ-მ კომუნალური გადასახადები დაუფარა სექს მომსახურების სანაცვლოდ.  გამოძიებამ უკვე მიაგნო ეჭვმიტანილის არაერთ მსხვერპლს, თუმცა მოზარდების იდენტიფიცირების პროცესი ისევ გრძელდება. 

 „პრაიმტაიმისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავდა თუ არა თანამზრახველი დაკავებულს. რაც შეეხება დაზარალებულ მოზარდებსა და  მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას, მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწევათ სარეაბილიტაციო კურსი. დაზარალებულ მოზარდებთან ფსიქოლოგთა ჯგუფები იმუშავებენ.

 როგორც შსს-ში განგვიმარტეს, აღნიშნული პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით.