თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.