|
11:19 11.06.2012
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
რედისონის “წინანდლის” სასტუმროს მშენებლობის პროცესი პირველ ეტაპზეა. როგორც სასტუმროს მფლობელ კომპანია “სილქ როუდში” რადიო “კომერსანტს” განუცხადეს, ამ ეტაპზე საძირკველზე მიდის მუშაობა, პარალელურად ზუსტდება საპროექტო სამუშაოები და გარკვეული სამუშოებისთვის ნებართვების მოპოვება ხდება.
„სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ სასტუმრო სავარაუდოდ 2013 წლის ბოლოს გაიხსნება.
წინანდალში სასტუმრო “რედისონის” 4-სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება. გაკეთდება 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანიც, რომლითაც სასტუმრო წინანდლის ღვინის ქარხანას დაუკავშირდება.
სასტუმროს ღია ტერასები და აივანი ექნება. კომპანიის ცნობით, სასტუმროს ექნება ექსკლუზიური ინტერიერის ოთახები და მისაღები, ასევე საკუთარი ავტოსადგომი, ხოლო შენობის თავზე განთავსდება აუზი და ტერასა. პროექტი მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა შექმნა, რომელიც ბათუმური „ტრამპ–თაუერის“ პროექტის ავტორიცაა.
|