|
18:37 07.06.2012
დასახელდნენ ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფინანსისტები
Bloomberg–ის ინფორმაცია
პირდაპირი ინვესტიციების ფონდის KKR–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ჰენრი კრეივისი რეიტინგ Finance 50–ის სათავეში მოექცა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ფინანსური კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები გააერთიანა. 2011 წლის შედეგების მიხედვით, კრეივისმა KKR–ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 30 მილიონი დოლარი გამოიუმუშავა.
მას მოსდევს მისი ნათესავი და ფონდის მეორე აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ რობერტსონი 29,9 მილიონი დოლარის შემოსავლით.კრეივისმა და რობერსტონმა კომპანია ჯერემი კობლერგთან ერთად 1976 წელს დააარსეს. სამივე მათგანმა მუშაობა დაახლოებით ორმოცი წლის წინ, ინვესტბანკ Bear Stearns–ში დაიწყო.
მესამე ადგილზე ამერიკული სადაზღვევო კომპანიის Prudential Financial–ის ხელმძღვანელი ჯონ სტრენჯფელდია, რომელმაც გასულ წელს 23,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ JP Morgan Chase–ის ხელმძღვანელი ჯეიმი დაიმონი და American Express–ის მეთაური კენეტ ჩენო.
|