|
17:59 21.05.2012
დღეს და ხვალ გერმანული საბანკო გიგანტის “კომერცბანკის” ხელმძღვანელობა რეგიონსა და ქართულ ბაზარზე საკუთარი გეგმების შესახებ ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. ეს პირველი ასეთი სახის შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბანკმა საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.
რადიო “კომერსანტისთვის” გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ხვალ ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართება. შეგახსენებთ: გერმანული საბანკო გიგანტის წარმომადგენლობა თბილისში გასულ წელს გაიხსნა. მაშინ ითქვა, რომ საქართველო, რომელსაც ენერგომატარებლების ტრანზიტის კუთხით დიდი დატვირთვა აქვს, მათთვის მიმზიდველი იყო. თუმცა, რაში გამოიხატებოდა ამ თვეების განმავლობაში ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა – ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლებს აღარ უსაუბრიათ.
|