რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
პერსონა
16:40 29.01.2016
იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“
მეწარმე
14:00 24.10.2016
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
ბანკები
16:35 27.04.2017
პირველად საქართველოში! ტერაბანკის მობაილაპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომია
უძრავი ქონება
12:52 01.02.2017
აქცია აქსისისგან 20/80 + 15%-მდე ფასდაკლება გრძელდება
ეკონომიკა
13:41 03.04.2017
15 მილიარდ 500 მილიონი - საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო და უფრო იზრდება...
ბიზნესი
17:40 24.04.2017
„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
სიახლეები
12:18 27.04.2017
კომპანია „ IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით ბორჯომში 1000 ნერგი დაირგო
პაშა ბანკმა სააღდგომოდ 1000 ძირი მუხა დარგო

10:31 18.04.2017

პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული წელსაც განსხვავებული ფორმით, ამჯერად „მწვანე პროექტით“, მიულოცა. ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 1000 ძირი ქართული მუხა (QuercusrnIberica)  და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი. აღნიშნული ნერგები დაირგო აჯამეთის აღკვეთილში გამოყოფილ ერთ-ერთი უბანზე,  სადაც ქართული მუხისა და იმერული მუხის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. დარგვით სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.

 „პაშა ბანკში დიდ ყურადღებას ვუთმობთ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რასაც ადასტურებს ჩვენ მიერ განხორციელებული არაერთი საქველმოქმედო თუ სოციალური აქტივობა. წელს გადავწყვიტეთ მეტი რესურსი დავუთმოთ გარემოს დაცვით პროექტებს და ამ საქმეში ჩვენი პარტნიორები და კლიენტებიც ჩავრთეთ. მოხარული ვართ, რომ კომპანია „თრიფექსთან“ ერთად კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება,  ტყის აღდგენის პროცესში მიგვეღო მონაწილეობა და გავაკეთოთ სამომავლოდ სასარგებლო საქმე.“ - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი ჩაერთო გამწვანების აქციაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჯამეთის აღკვეთილის განახლება, რომელიც ტყის ორგანიზაციის და განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაშენდება იმერული მუხის და ძელქვის ნარგავები, მოეწყობა სანერგე მეურნეობა. იმედი გვაქვს, რომ პაშა ბანკი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და წამოწყებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან“. - აღნიშნა თომა დეკანოიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ პაშა ბანკის ინიცირებით ბორჯომის მახლობლად 260 ჰექტარი გადამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დაირგო. ბანკი სამომავლოდაც გეგმავს ეკო პროექტების განხორციელებას.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დათიკო482017-04-24 08:37:32
დაგლოცოთ ღმერთმა ამ სიკეთისათვის!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



  ვალუტა
USD2.4416
EUR2.6701
GBP3.1604
RUB4.2768
  ინდექსები
.DJI 20:3210,970.90-1.09%
.IXIC 20:292,506.70-1.10%
.FCHI 20:323,648.23-2.16%
.FTSE 20:175,582.25-1.53%
.GDAXI 20:176,729.45-1.75%
.GSPTSE 20:1012,814.30-0.61%
.SSMI 20:026,409.61-1.14%
.N225 10:0010,126.000.86%
სარეკლამო ადგილი - 80
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901