• თბილისი
  • 29°C
  • 26 ივნისი, 2017
article

ექსკლუზივი: "კარფური" კულისებში... (სკანდალური ფოტოები)

"სტატია, რომელიც მინდოდა მე გამომექვეყნებინა თუმცა გაწვდით თქვენ და აუცილებელია ხალხის ყურამდე მივიდეს... 

უბრალოდ, ჩემი მხრიდან გთხოვთ კონფიდენციალურობას..ამ სტატიით მინდა ცოტა გიამბოთ იმ "საშინელი" კომპანიის შესახებ, რომელსაც მაჯიდ ალ ფუტაიმი, იგივე კარფური ეწოდება. 

საშინელი ბრჭყალებში იმიტომ მოვიხსენიე რომ მსოფლიოს მაშტაბით მე ამ კომპანიას არაფერს ვერჩი, რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა: სიბინძურე, არაჰიგიენური ნორმები, არაკვალიფიციური პერსონალი, ერთი სიტყვით, რაც უფრო სექსუალური და უტვინო ხარ, უფრო მეტი პერსპეკტივა გაგაჩნია, ვიდრე ნიჭიერს და სტანდარტულს. 

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ როდესაც ყველას გგონიათ თქვენი საყვარელი კომპანია თქვენზე ზრუნავს, რეალურად მთავარ ექსპერიმენტს თქვენ წარმოადგენთ. 

ვერც კი წარმოიდგენთ რომ თბილისი მოლის ფილიალში თითქმის ყოველ ღამე მაღაზიის დახურვის შემდეგ შიგნით უამრავი ძაღლი და კატა იყრის თავს, რომელსაც დილის 6-7 საათზე მისული ახალგაზრდა თანამშრომლები დასდევენ რომ გააგდონ.

ასევე, მინდა იცოდეთ ის სიტუაცია, რაც საწყობებში და მაცივრებში ხდება. საშინელი სუნი, ტალახში ჩაყრილი პროდუქცია, რომელიც სხვათა შორის ირეცხება და მომხმარებლამდე მიდის... ამის საუკეთესო მაგალითს ქარვასლის ფილიალში იხილავთ, სადაც ღორი რომ შეაგდო შეწუხდება და წამოვა...

მოკლედ ჩემო ძვირფარო მკითხველებო თუ მყიდველებო, მე აქ კიდევ უამრავ მიზეზს არ ვასახელებ განგებ რადგან რაც ვთქვი ყველაზე მეტად სახიფათოა და საგანგაშო... 

ასევე ნახეთ იმ ფოტოების მცირე რაოდენობა, რაც ჩემმა თვალებმა დაინახა და კამერას გადმოცემა გაუჭირდა", - მოგვწერა კარფურის ერთერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ჩვენ კონფიდენციალურობის გარანტია მივეცით. 

ხოლო იმის გამო რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ფოტო-მასალა საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს,უცვლელად გთავაზობთ...