|
[ანანო კვაჭანტირაძე]
ინგლისში ერთ-ერთი აუქციონის ფარგლებში 1912 წელს
შექმნილი უძვირფასესი და შეუდარებელი Silver Ghost გაიყიდა.
ავტომობილს
100 წელი 5 ივლისს შეუსრულდა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გადაწყდა მისი საზეიმო
გაყიდვა. აუქციონმა წარმატებით ჩაიარა და მოდელი 5,8 მილიონ ევროდ გაიყიდა.
აღნიშნული
მოდელის აწყობა ბრიტანელებმა 1907 წლიდან დაიწყეს და ეს ბიზნესი წარმატებით 1926
წლამდე ვითარდებოდა. 1926 წელს კი ავტომობილების წარმოება შეწყდა და მსოფლიოს სულ
რამდენიმე ექსკლუზიური მოდელი შემორჩა. რაც შეეხება აუქციონზე გაყიდულ მოდელს,
აუცილებელია ითქვას, რომ ეს ავტომობილი ხელით ააწყეს და სწორედ ამიტომ შეფასდა
საკმაოდ სოლიდურ ფასად. 100 წლის წინ კი ამ ავტომობილის ღირებულება 93 ათას ფუნტს
შეადგენდა.
ავტომობილის
მაქსიმალური სიჩქარე 32 კმ/სთს შეადგენდა. იმ დროისათვის ეს სიჩქარე ყოველგვარ
რეკორდს ხსნიდა. ყველაფერთან ერთად ავტომობილი შეუდარებელ ტექნიკურ მონაცემებსა და
დეტალებს ფლობს. სწორედ აღნიშნული მონაცემების გამო იქცა ავტომობილი ნებისმიერი
კოლექციონერის ოცნებად.
რაც
შეეხება მოდელის სალონს, იგი ვერცხლისგან და სპილოს ძვლისგან შექმნილ დეტალებს
შეიცავს. სავარძლები კი იმ დროისათვის არსებული უმაღლესი ხარისხის ტყავით არის
გადაკრული.
1992
წელს ეს ავტომობილი კოლექციონერმა და ბიზნესმენმა შეიძინა. 2007 წელს კი 2,9
მილიონ ევროდ გაყიდა. ახალი მფლობელის ვინაობა არ სახელდება. რამდენადაც ცნობილია,
აუქციონის შედეგად მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
|
|