• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

მარნეულში დედაენის დღესთან მიძღვნილი ღინისძიება გაიმართა

მარნეულში 11 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმია“. სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია.

კამპანიის მიზანია, უცხოელ და არაქართველ მოსწავლეებში, ქართული ენის პოპულარიზაცია, ქართული კულტურისადმი ინტერსისის გაზრდა, ასევე წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება. 

აღნიშნულ კამპანიაში საქართველოს რამდენიმე სკოლაა ჩართული, სადაც უცხოელი მოსწავლეები სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ქართველი პედეგოგების დახმარებით ეუფლებიან ქართულ ენას.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 29 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, აპრილის ბოლოს დაგეგმილ ქაერთული ენის ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი მოსწავლეები 3 ნომინაციაში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს, ოლიმპიადა წელს სკოლა-ლიცეუმ "სხივის" ორგანიზებით გაიმართება.