ქალბატონების უმრავლესობა ტანისამოსის ფერს პრაქტიკულობის თვალსაზრისით ირჩევს. ბევრ მათგანს მოდური სტანდარტები უბრალოდ არც კი აინტერესებს და უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც უფრო მოსახერხებელია და ნაკლებ მოვლას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, არსებობენ ქალბატონები რომლებიც უბრალოდ ივიწყებენ მუქ ფერებს და საკუთარ გარდერობს მხოლოდ ღია ფერის მქონე ტანისამოსით აკომპლექტებენ.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტანისამოსის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი განსაზღვრავს როგორც ადამიანის ხასიათს, ასევე მისი სახის გამომეტყველებას. ამიტომ, ტანისამოსის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადრება ფორმასთან ერთად მის ფერსაც უნდა მიაქციოთ.
რომანტიკული სტილის შესაქმნელად...
ღია ვარდისფერი, ატმის ყვავლისიფერი - ეს არის ფერები რომელთაც უპირატესობას რომანტიკული შინაგანი სამყაროს მქონე ქალბატონები ანიჭებენ. მსგავს ფერებს რაც შეიძლება მსუბუქი ქსოვილები უხდება. ეს ყოველივე ქალბატონის სტილს ჰაეროვნებას სძენს და საშუალებას იძლევა, ხაზი გაუსვას მის შეუდარებლობას. რა თქმა უნდა სხვადასხვა ნაკლის დასაფარად ტანისამოსის ფერები სულაც არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მის ფორმასაც უნდა დაუთმოთ.
უხეში ხასიათის მქონე ქალბატონებისთვის...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უხეში ხასიათის მქონე ქალბატონები უპირატესობას ყვითელ ფერს ანიჭებენ. ეს ფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქალისთვის მთავარი პოზიტიური განწყობაა. სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომელბიც უპირატესობას ყვითელსა და მწვანეს ანიჭებენ, ყურადღების ცენტრში ყოფნა იზიდავთ.
შავი ფერი...
რა თქმა უნდა ცხელი ზაფხულისა და ზღვის სეზონისთვის შავი ფერი იდეალური ვარიანტი არ არის. თუმცა არც მისი მივიწყება ივარგებს. როგორც ცნობილია შავი ფერი მზის სხივებს კარგად არ აირეკლავს, ამიტომ მზიან დღეებში უარი უნდა თქვათ შავ კაბაზე, მითუმეტეს შარვალსა და მაისურზე. თუმცა თუ მაინც ამ ფერისკენ მიილტვით, შეგიძლიათ უპირატესობა აქსესუარებს მიანიჭოთ. ფეხსაცმელი, ჩანთა და სათვალე იდეალური ვარიანტია თქვენი საყვარელი ფერის წარმოსაჩენად.
თეთრი სიამაყის ფერია...
თეთრი მადლიერებისა და სიამაყის ფერი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონები რომელბიც მუდამ თეთრ ფერს ატარებენ, ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. მათ შესწევთ ძალა მშვიდად და ყოველგვარი ემოციის გარეშე მიიღონ კრიტიკა. აღსანიშნავია, რომ თეთრი ფერი საუკეთესოა გარუჯული სხეულის უკეთ წარმოსაჩენად. ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში მაქსიმალური უპირატესობა სწორედ თეთრ ფერს მიანიჭეთ.