რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი5°-18°
  ქუთაისი5°-13°
  ბათუმი6°-11°
ია ფარულავასა და ნინო კუზანოვს შორის "შავმა კატამ" გაირბინა - რამ გააბრაზა ია?

00:13 21.03.2017
[ირინკა ჯაში]
ია ფარულავა და ნინო ნადირაძე-კუზანოვა, რომლებიც წლების მანძილზე დაქალები იყვნენ, დღეს ერთმანეთს არც კი ელაპარაკებიან. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ცნობილია რამდენიმე დეტალი, რომლისათვის თვალის მიდევნებაც სოციალური ქსელის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მამაკაცმა, სოციალურ ქსელში ნინო კუზანოვაზე დაწერა, რომ ნინო საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალია. ჟურნალისტის ეს მოსაზრება მეგობრის შესახებ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ მოეწონა ია ფარულავას, რომელმაც იქვე გააპროტესტა ეს შეფასება და მის დამწერს "საქმეც კი გაურჩია" იმის შესახებ, თუ რატომ უწოდა მან ნინო კუზანოვას ყველაზე ლამაზი ქალი, როცა საქართველოში არაერთი ლამაზი ქალბატონია. 

მას შემდეგ ნინოსა და იას შორის მეგობრული ურთიერთობა აშკარად დაიძაბა. იამ ნინო "მაფიის ღამეებზე" აღარ მიიწვია. ეს მაშინ, როცა ნინო "მაფიის ღამეზე" ყოველთვის დადიოდა. ასევე, ესწრებოდა იას მოწყობილ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, სასტუმროს გახსნას და ასე შემდეგ. ია და ნინო სოციალურ ქსელშიც ერთმანეთს "მისი უპადრუგესობით" მიმართავდნენ და ყოველთვის აფიქსირებდნენ საუკეთესო მეგობრობას.

მსახიობსა და ექიმს შორის მეგობრული ურთიერთობა რომ გაწყდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სცენარისტ ქეთი დევდარიანის სტატუსზე, იას "ლაიქი" გამოჩნდა. სცენარისტი სტატუსში ნინოს აკრიტიკებს და მისი, როგორც ექიმის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ აქვს დაყენებული.

კომენტარებში, სადაც ქეთის ნინო კუზანოვა გამოეხმაურა, იაც გამოჩნდა და დაწერა, რომ ნინოს "გენიალურ" კომენტარებს ვერ ხედავს, რადგან ის დაბლოკილი ჰყავს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ია და ნინო ნაჩხუბრები არიან და აღარ მეგობრობენ. გახდა თუ არა ამის მიზეზი ჟურნალისტის მიერ ნინოს ყველაზე ლამაზად ქალად გამოცხადება, რამაც ია გააღიზიანა, ზუსტად არაა ცნობილი, თუმცა, ნინო კუზანოვამ ამის მერე საკუთარ კედელზე დაწერა, რომ "ბოღმა კლავს"...

ასევე ნინო კუზანოვამ თავის გვერდზე, სავარაუდოდ რამდენიმეჯერ, სტატუსებით იას "წაკბინა". მან რამდენიმე დღის წინ გააზიარა სტატია იმის შესახებ, რომ ლამაზი ქალები სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლები არიან და თან დაურთო: "კიდევ კარგი, ლამაზი არ ვარ! როგორც დედაჩემი მეუბნება, ხოლმე, დეფექტური ხარ, მაგრამ ეფექტურიო".


აღსანიშნავია ისიც, რომ იამაც და ნინომაც ერთმანეთთან ერთად გადაღებული ფოტოები, პირადი ფეისბუქ გვერდებიდან წაშალეს. 

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-03-21 11:18:00
ვის აინტერესებს ეს ყველაფერი? უმუშევარ, უსაქმურ და სხვისი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ

2017-03-21 11:47:36
თუ არ გაინტერესებს რას შემოხვედი? მაგრამ შენც უსაქმური ხარ ალბათ.

2017-03-21 22:32:04
რა უბედურება ჭირს ამ იაას? მარტო თავისთავი ჰგონია ლამაზიი?

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
2. "მე - მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის"
3. "ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი" - გურამ შეროზია
4. ქრისტეს სისხლის ანალიზის გამაოგნებელი შედეგები – მეცნიერებმა მისი ღვთაებრივი წარმოშობა დაადასტურეს
5. "ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობა მძიმეა, გათიშული წევს რეანიმაციაში"
6. ნიკა ჭავჭავაძე: გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი დამესხა თავს!
7. "ნიშნობაზე დედაჩემი ნაწყენი დარჩა" - რა არ მოეწონა ლევან ჯიბღაშვილის დედას?
8. ყაზბეგზე მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან სექს-სიმბოლო დიანა ოვანოვა იჯდა
9. ულამაზესი ნანიკო ხაჩიური, რომელიც უმძიმეს დაავადებას სასწაულებრივად გადაურჩა, დაქორწინდა (ფოტოები)
10. 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901