მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის ინ­ტე­რე­სებ­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
თა­კო სა­ლა­ყაია ამა­ღამ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა
ქუ­თა­ის­ში სა­სა­მარ­თ­ლოს შე­ნო­ბას­თან სიტ­ყ­ვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და
ა.შ.შ პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბას და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი20°-33°
  ბათუმი21°-28°
რატომ იტყუებიან მამაკაცები?

10:39 29.06.2012
[ნინო კოჭლამაზაშვილი]

მამაკაცები უფრო ხირად ხუჭავენ თვალს რეალობაზე, ვიდრე ქალები, ვინაიდან საკუთარ იმიჯს უფრთხილდებიან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი ფსიქოლოგები, წერს The Daily Mail.

ტყუილი, რომელსაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები მიმართავენ, დაკავშირებულია საკუთარი იმიჯის პოლიტიკასთან. როგორც ჩარლსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი სინდი მეი ამტკიცებს, მამაკაცები მორალურად გაცილებით არასტაბილურები არიან, ვიდრე ქალები.

კვლევის თანახმად, მამაკაცები საკუთარი ქმედებების მორალურ მხარეზე არ ფიქრობენ. მეის სიტყვებით, თუ მამაკაცი წარმატებულია, ეს მის სიძლიერესა და კომპეტენციაზე მეტყველებს, ხოლო მარცხი - სისუსტესა და სიმხდალეზე.

„როდესაც მამაკაცი ტყუილს მიმართავს, საკუთარი „მამაკაცურობის“ დასამტკიცებლად, ან დასაცავად, მზად არიან მორალურ ნორმებთან კომპრომისზე წასასვლელად“ - ამბობს ფსიქოლოგი. ამგვარი ქმედების მიზეზი, მეის აზრით, მამაკაცთა სოციოკულტურულ სტერეოტიპებში იმალება.

„როგორც ჩანს, ნამდვილი მამაკაცი სუსტი და არასტაბილურია, როდესაც სხვებთან დაპირისპირება უწევს, აგრესიული ხდება და თავის დაცვას იწყებს“ - ამბობს პროფესორი.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მეცნიერებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს. მამაკაცებისა და ქალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მორალური მხარე განსაზღვრეს.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს ეთიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. მოუყვანეს შემდეგი მაგალითი: მოხუცი წყვილი სახლს იმ იმედით ყიდის, რომ ახალი მფლობელი მას გაუფრთხილდება. მყიდველი სინამდვილეში მის დანგრევასა და ახლის აშენებას აპირებს. მოხალისეებს უნდა გადაეწყვითათ,გაემხილა თუ არა სახლის მფლობელებისათვის მყიდველს თავისი გადაწყვეტილება.

როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტში მონაწილე ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელს სახლის მეპატრონეების მოტყუება სურდათ. ქალები კი სიმართლის თქმას არჩევდნენ.

გარდა ამისა გაირკვა, რომ მამაკაცები ქალებს ხშირად აძლევენ ცრუ დაპირებებს. განსაკუთრებით, ეს თვისება იმ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც თვლიან, რომ მოლაპარაკებების სფეროში ძლიერები არიან.

ბეჭდვა  
კომენტარები:
იქს2012-06-29 15:59:57
კაცები აღარ უნდა არსებობდნენ, აგერ "ვიბრატორები" გაირჭვეთ ქალებმა და წავიდაა, უფრო ჰიგიენურიცაა და არც გადამდები ინფექციები აქვს.

სანტა2012-07-01 00:23:01
ცრუპენტელა კაცები

Mაი2012-07-02 00:32:58
აბა რა, ქართველ, მ-ძა-ების- ნახმარ გახედნილ და პაპილომავირუსით (რომელიც პრეზერვატივის ხმარებითაც კი გადადის და ქალებში საშვილოსნოს კიბოს იწვევს) ინფიცირებულ მამრს, რომელიც ცოლების უმეტესობას კაცის ფუნქციასაც ვერ უსრულებს(ან იმპოტენტია, ან ხანმოკლე, ამიტომ ურჩევნიათ გამოუცდელი) ვიბრატორი რა თქმა უნდა ჯობია. იხმარ როგორც გინდა :) ქმარი ან შეყვარებული თავად რომ იხმარო თუ გაჟიმო, მანამდე გამოცდილება უნდა გქონდეს, გამოცდილება რომ გქონდეს შეიძლება შეურაცმყოფიელად მოგიხსენოს, ქართველი კაცები ხომ ქალებს ამაშიც ებრძვიან პირველობაში, თავად უნდათ თქვან მე გავჯიმეო. მოკლედ, რისკად არ ღირან.
ასე რომ ან შხაპი ან, საკუთარი ხელი ან ვიბრატორი სანამ ევროპელ ან ამერიკელ მამაკაცს შეხვდებით და შეიყვარებთ. იმედია გაუმჯობესდება ცხოვრება ბევრმა გოგომ რომ შეძლოს იქ წასვლა და ცხოვრება, ქართველი ქალების ღირსები არ არიან ქართველი კაცები, აღარც ძველი კაცებივით პატიოსნები არიან და აღარც ქალის პატივისცემა იციან, ასე რომ...

მაია2012-07-02 00:44:00
რა ძლიერი სქესი, სად არიან ძლიერი კაცები, რატომ გიყვართ ქალებს ილუზიებში ცხოვრება, კუნტების ძალით როგორ სეიძლება სიძლიერის მიკუთვნება, ისინი ხომ მხოლოდ კუნტების ძალით არიან ძლიერები, უმეტესობა ქალი უმეტესობა კავზე ძლიერია. დავიჯერო ესეთი შტერი და ბრმაა ქართველი ქალების დიდი ნაწილი რომ მაგას ვერ ხვდება?! ჩემს გარშემო უმეტესობა ხვდება, ნუთუ ეს ჟურნალისტი ვერ ხვდება.

ნინო კოჭლამაზაშვილო!
თავად თუ ხარ სუსტი, გინდა სუსტი სქესი უწოდე შენს თავს, გინდა ტრიაბკა და არარაობა ქალი, მარა ზოგადად კაცს ძლეიერ სქესს და ქალს კი სუსტ სქესს ნუ უწოდებ და გვაყენებ შეურაცყოფას სხვა ქალებს, გასაგებია?!
თუ შენ ხარ სუსტი ეგ შენი პრობლემაა!
თუ ჟურნალისტი ხარ ჭკვიანურად უნდა წერდე, თუ კაცი გყავს უფროსი, დამქირავებელი და მასე არ დაწერის შემთხვევაში გაგდება გემუქრება, ეგ არ ვიცი! მემგონი შენს გონებაში უფროა პრობლემა!

მაია თუთბე2012-07-02 00:53:39
თუ ინგლისური ტექსტიდან თარგმნი, ისე გადმოთარგმნე როგორც წერია. ძლიერ სქესს მამაკაცს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ უწოდებენ და შესაბამისად არც ტექსტებში წერენ, არც ევროპაში და არც ამერიკაში, პირიქით იქ ბევრგან ქალს თვლიან ძლიერ სქესად.
ყველაფერში მენტალურად უკუღმართი და და ჩამორჩენილი ქართველი როგორ უნდა იყოს, რა ძლიერი და სუსტი სქესი, ყველაფერში ქალის მცნება უნდა გააბანძონ და დაამცირონ ამ დაპროგრამებულმა, ზონდირებულმა ჯურნალისტებმა და რელიგიის მსახურებმა.

ირმა2012-07-07 12:18:54
Mაიას ვეთანხმები

მანუჩ....2012-07-08 00:11:43
ნუთუ არ გყავთ გვერდით ისეტი ადამიანი ვინც მართლა გაგრძნობინებთ კაცის სიძლიერეს ქალთან შედარებით... დეფიციტის მეტი ვერაფერი დავინახე კომენტარებში

I & I2012-08-01 00:34:50
უკაცრავად,მაგრამ აშკარად გონებრივი პრობლემები აქვს საზოგადოებას.
მე და ჩემს ქმარს 3 წლის შემდეგაც ისეთი ვნებიანი სექსი გვაქვს,როგორიც თავიდან გვქონდა,და ახლა ჩვენი ინტიმური ცხოვრება კიდევ უფრო მგზნებარე და საინტერესოა.ქალებო ნუ გავიწყდებათ,რომ თქვენ ზუსტადაც,რომ ქ ა ლ ე ბ ი ხართ და ვერანაირი ვიბრატორი და მსგავსი სისულელეები ვერ დაგაკმაყოფილებთ მამაკაცზე უკეთ.თქვენ მემგონი გავიწყდებათ,რომ სექსის დროს მამაკაცის მოფერება და ალერსი კიდევ ცალკე განსახილველი თემაა და აქ,ასე ვთქვათ ვიბრატორის "ვიწრო სპეციალობა" არ გა,გამოდგება. ასე რომ თვალები ფართოდ დახუჭეთ და ისიამოვნეთ. ზედმეტი არც უსექსობა ვარგა და არც ფემინისტობა.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
5. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
6. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
7. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
8. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
9. ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს
10. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962