მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-25°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი13°-21°
ლიზა: "სტრიპტიზს არ ვიცეკვებდი, დედა და შვილი რომ არ მყავდეს სარჩენი"

20:46 28.06.2012
[presa.ge]

28 წლის ლიზამ ქართველი საზოგადოების ყურადღება თამამი ნაბიჯით მიიქცია – პროექტ "ნიჭიერში" სტრიპტიზი იცეკვა, თუმცა იმდენი ვეღარ გარისკა, სახე გამოეჩინა. რა თქმა უნდა, სახელიც შეცვლილი აქვს, საცეკვაოდ ფსევდონიმით გამოდის.
ლიზა ქართველია. მისი ოჯახი – დედა და 2 წლის ქალიშვილი ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობენ. შვილის მონახულებას კვირაში ერთხელ ახერხებს, მის გარეშე ძალიან უჭირს და ოცნებობს იმ დღეზე, როცა ოჯახის სარჩენად სტრიპტიზის ცეკვა აღარ დასჭირდება.
– ლიზა, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა, სცენაზე სახალხოდ გამოსვლა?
– კასტინგი რომ დაიწყო, მეგობრებმა მითხრეს, გადი, კარგად ცეკვავო. იდეა მომეწონა და ბედი ვცადე.
– რამდენი ხანი ემზადებოდით ამ ნომრისთვის?
– დიდი ხანი არ ვემზადებოდი, უბრალოდ კოსტიუმი შევიკერე და სიმღერა შევარჩიე.
– სახეს რატომ მალავდით?
– სახის გამოჩენა იმიტომ არ მინდოდა, რომ ამან შეიძლება ჩემი შვილის მომავალზე ცუდად იმოქმედოს. ნიღბის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ შემომთავაზეს, რომ სახეზე ნიღაბი დამეხატა.
– იყო ვინმე, ვინც, ამ ნიღბის მიუხედავად მაინც გიცნოთ?
– ძალიან ახლო მეგობრებმა მიცნეს, დანარჩენმა – ვერავინ.
– ნერვიულობდით პირველ გამოსვლაზე?
– ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, მეგონა, ჟიურის არ მოვეწონებოდი.
– რა მოგიტანათ ამ პროექტმა?
– ამ პროექტის შემდეგ ჩემ შესახებ ბევრმა იცის, გაიგეს, რომ არსებობს ქართველი გოგო, რომელიც ამ ცეკვას ასრულებს.
– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, ეს ცეკვა გესწავლათ ან როგორ მოხვდით სტრიპტიზკლუბში?
– ჩემი ნაცნობი ერთ–ერთ სტრიპტიზკლუბში მუშაობდა. შემომთავაზა, რომ მეც იქ მემუშავა, მითხრა, კარგი შემოსავალი გექნებაო. მეც გადავწყვიტე, მივსულიყავი. არადა მანამდე არც ეს და არც სხვა ცეკვები არასდროს შემისრულებია, არც კლუბებში დავიოდი, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. თავიდან მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარულიც კი ძალიან გამიჭირდა, მოგეხსენებათ, ძალიან მაღალქუსლიანები გვაცვია, მაგრამ ყველაფერს შევეჩვიე. დაახლოებით 6 თვეში ცეკვა ძალიან დავხვეწე.
– ვინ გასწავლიდათ?
– ერთი მოცეკვავე გოგონა ელემენტარულ ილეთებს მასწავლიდა, სცენაზე როგორ უნდა მევლო, ფეხი როგორ უნდა დამედგა, დანარჩენი მუშაობის პერიოდში მე თვითონ დავხვეწე. ბევრი ნაიარევი მაქვს, არ ვვარდებოდი, მაგრამ, როცა კანი უხეშ მოძრაობებს მიუჩვეველია, ნაიარევი გიჩნდება. დროთა განმავლობაში კი სხეული ამას ეჩვევა. ტრიალის დროს თავბრუ გეხვევა, მაგრამ მერე ამასაც ეჩვევი. ძალა რომ არ გაქვს, ვერაფერს აკეთებ, თავს ბოძის სიმაღლეზე ვერ სწევ, ზემოთ ვერ ადიხარ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც აკეთებ.ბევრჯერ მეშლებოდა რაღაცეები, მაგრამ ზოგი ხვდებოდა, რომ ახალი ვიყავი და ჩემ მიმართ კრიტიკულად არ იყვნენ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, სმენა გქონდეს. ზოგი მოცეკვავე სხვაგანაა, მუსიკა – სხვაგან. 6 თვის შემდეგ პროფესიონალი მოცეკვავე ვიყავი.
– ასე ადვილად გადაწყვიტეთ, სტრიპტიზიორი გამხდარიყავით – მოცეკვავე, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირდება?
– ევროპაში ეს ცეკვა ვულგარულად სულაც არ აღიქმება. საქართველოში კი ცივილიზაცია ჯერ არ შემოსულა.
– ოჯახმა იცის თქვენი საქმიანობის შესახებ?
– არა, ოჯახმა იცოდა, რომ მიმტანად ვმუშაობდი. როცა ჩემმა გამომუშავებულმა თანხამ მიმტანის შემოსავალს გადააჭარბა, კი დაეჭვდნენ, მაგრამ დღესაც არ იციან, რომ მოცეკვავე ვარ. უბრალოდ ვუთხარი, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობ.

– არ შეგეშინდათ, რომ "ნიჭიერში" გასვლის შემდეგ თქვენი საიდუმლო გამჟღავნდებოდა?

– კი, შემეშინდა, მინდოდა, რომ ტელევიზორები გადამეწვა ან იმ მომენტში დენი გამეთიშა.
– ვერც ხმაზე გიცნეს?
– ვერა. ბევრს არ სჯერა, რომ ქართველ ქალს სტრიპტიზის ცეკვა შეუძლია. უცხოელებიც რომ ჩამოდიან, სულ უკვირთ, ამბობენ, როგორ, ქართველი სტრიპტიზს ცეკვავსო.
– დედათქვენს რომ ეცნეთ, ამისთვის მზად იყავით?
– ალბათ – კი. საკმაოდ დიდი ვარ, რომ დედაჩემზე დამოკიდებული არ ვიყო.
– რატომ დაგჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა? სხვა სამუშაო არ გიძებნიათ?
– მეუღლესთან გაშორების შემდეგ დედაჩემი და ბავშვი მარტოს უნდა მერჩინა. საქართველოს ერთ–ერთი სოფლიდან ვარ, თბილისში დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვედი. თავიდან მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ მიზერული ხელფასი მქონდა და ოჯახის რჩენა მიჭირდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, სტრიპტიზკლუბში მემუშავა. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, ეს არ გამიჭირდებოდა.
– თქვენმა ყოფილმა ქმარმა იცის, სად მუშაობთ?
– საერთოდ არ ვეკონტაქტები და არც ვიცი, სად არის.
– ბავშვს არ ნახულობს, არ გეხმარებათ?
– არა. რომ მეხმარებოდეს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი.
– ისეთი ცვლილება თუ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ ფინანსურად მოძლიერდეთ, ცეკვას თავს დაანებებთ?
– ოჯახის სხვანაირად რჩენა რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, თავს დავანებებდი.
– ანუ არ გინდათ სტრიპტიზიორობა.
– ეს არავის უნდა.
– მაგრამ ბევრისთვის ეს ხელოვნებაა, სიამოვნებაა.
– აქ მხოლოდ ცეკვა რომ იყოს, კონცერტებსა და კონკურსებზე რომ გამოვდიოდე, სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ მე სტრიპტიზკლუბში ვმუშაობ.
– როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი?
– სამსახურში საღამოს 9 საათზე მივდივარ, მუშაობას 10 საათზე ვიწყებთ, დილის 5 სათზე კი ვასრულებთ, მივდივარ სახლში და ვიძინებ. მეორე დღეს კი იგივე მეორდება, ვიღვიძებ, თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ.
– შვილს ხშირად ნახულობთ?
– კვირაში ერთ დღეს ვისვენებ, სოფელში ჩავდივარ და ვნახულობ.
     თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? 
– მინდა, რომ მშვიდად, წყნარად ვიყო, არავინ შემაწუხოს, ჩემი შვილი კარგად იყოს და მასთან ერთად ვცხოვრობდე. ყველაზე რთული იყო, როცა შვილთან და დედასთან ერთად მარტო აღმოვჩნდი და მათ რჩენაზე უნდა მეფიქრა. დედა არ მუშაობს, ჩემს შვილს უვლის.
– დაბოლოს, როგორ შეაფასებთ თქვენს ნომერს თავად, ის გამოგივიდათ, რაც გინდოდათ?
– მეორე ტურში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ. ვნერვიულობდი და ხელები გამიოფლიანდა, ბოძზე გაოფლიანებული ხელებით თავს ვერ იჭერ და შეიძლება ჩამოვარდე კიდეც. პირველ ტურში გაცილებით კარგად ვიცეკვე. ყველაზე მეტად სწორედ იმაზე დამწყდა გული, რომ მეორე ტურში კარგად ვერ ვიცეკვე. არ ვიცი, მაყურებლისთვის ეს რამდენად შესამჩნევი იყო.

ეკა ლემონჯავა

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
ბონი-მაია2012-06-29 01:38:23
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ლიზა,სტრიპტიზ იცეკვავ თუ ფლამენკოს,არავის საქმე არაა,მთავარია შენი მიზანი და კაი დედობა,გისურვებ წარმატებებს

ხუმარა2012-06-29 01:51:20
ეს გადაცკვეტილება უკვე გმირობაა,ხალხმა რაც უნდა ის ტკვას,მატ ხომ არ ადარდებს რას ცამს სენი პატარა,ცარმატებებს გისურვებ

2012-06-29 01:55:06
წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში ჩემო კარგო,ვისაც როგორ ეცხოვრება ისე ცხოვრობს,სურვილის ასრულებას და მშვიდ ცხოვრებას გისურვებ..

მაია2012-06-29 02:22:27
კარგი გოგო ჩანხარ,ლიზა,წარმატებებს გისურვებ!!!!!

ლალო2012-06-29 09:27:47
ნამდვილად კარგად ცეკვავს და ისეთ მომავალს ვუსურვებ რაც თავად მას და თავის შვილს სიმშვიდეს და სტაბილურობას მოუტანს

მარიამი2012-06-29 09:29:10
პირადად მე აღფთოვანებული ვიყავი შენი ცეკვით...ჩემთვის მართლაც ხელოვნებაა ეს და არა გარყვნილება... ძალიან რთული ცეკვაა და იშვიათად ასე დახვეწილად ვინმეს გამოუვიდეს. შენ ბევრს მიაღწევ. გირჩევ ბედი სხვა საქმეშიც ცადო. შენ ისეთი ძლიერი ნებისყოფის და ნიჭიერი ხარ, ვფიქრობ გამოგივა ყველაფერი რასაც მოინდომებ!

ანაბანა2012-06-29 09:29:53
ლიზი წარმატებებს გისურვებ,შენ ძალიან კარგათ ცეკვავ და საკუთარი შრომით პატარას ინახავ,ამიტომ ძაან ნუ მოიკლავ იმაზე ფიქრით თავს ვის მოსწონს და ვის არა,ყველა სხვის საქმეში ბრძენიაო,რაც გულმა გიკარნახოს და შენ პატარას წაადგება,ისე მოიქეცი ყოველთვის,გმერთმა კარგი შვილი გაგიზარდოს..

2012-06-29 11:41:20
XELOVENABE UARI AR UNDA TQVA ROCA.GAQVS NICHI.ES ERTGVARI SHOUA.SANAXAOBRIVI.VIGAZA SXVANAIRAD AXIQVAMS STRIPTIZS EG IMIS PROBLEMAAA...))) TU AR ESMIS ES RA ARIS.DA RISVIS?! KAI SHOUS DA XELOVENBAS PIRADAD MISESALMEBI.AR UNDA GITKDEBODES SHENI SAMSAXURI DA PROPESIA.RA SHUASHIA AQ DE??? GAMOGDIS...! CARMATEBES GISURVEB.

ნაცარა2012-06-29 12:34:08
შენ გა ეკლდი კაი დედმამიშვილებს !!!

კვერცხება2012-06-29 12:36:38
იმ კაცის დ...ც რომელიც საკუთარ შვილს ყურადღებას არ მიაქცევ!!!!!!!

2012-06-29 13:18:04
ნამდვილად ვაფასებ ასეთ დაბალცივილურ ქვეყანაში ასე უნიღბოდ რომ გაბედე საკუთარი ნიჭისა და თავის დემონსტრირება, ყოჩაღ ძალიან კარგად ცეკვავ და ორივე გამოსვლა უმაგრესი იყო. წარმატებებს გისურვებ

2012-06-29 13:22:20
რას აფასებთ ხალხოოოოოო??თვალებს არ ვუჯერებ რეებს წერთ? ადამიანს ფულის შოვნა თუ უნდა წავა სახლებს დაალაგებს, წურჭლის მრეცხავად დაიწყებს მუშაობას და ფულს იშოვის.საწყალი მაგის შვილი.... ადამიანს თუ ეს პროფესია სიამოვნეს ის დასაფასებელია??? ....

მ,მ2012-06-29 13:24:26
ცარმატებები,,ძალიან კარგი გოგო ხარ,,და სხვა შენს შვილს არ აჩმევს და არ მოუვლის,,ვინც თავის თვილზე პიკრობს ყველა გზა დასაშვებია,,ისე ცუდი არაპერი არაა მაგ ცეკვაში პირიKიტ,,გოგო ვარ და 100 ვნახე პირველი გამოსვლა

2012-06-29 13:38:23
სტრიპტიზ ცეკვაც ხელოვნებაა და შენ ჩემო ლიზა ამ ხელოვნებას მშვენივრად ეუფლები.ალბათ აქაც შემოვა ცივილიზაცია.ძალიან ლამაზად ცეკვავ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს!

2012-06-29 13:39:53
ლიზა, ის რითაც შეიძლება რომ ოჯახი არჩინო, თუ არ არის ეს ქურდობა, ადამიანის მოკვლა, სხვისი მოტყუება და ასე შემდეგ, ნებისმიერი გზა გამართლებულია. შენ მხოლოდ ჯოხზე არ ცეკვავ, ეს საქმე მაღალ პროფესიონალიზმის დონეზე გაქვს აყვანილი და ჯოჯოხეთური შრომა გაწეული, ამას ნებისყოფა უნდა, საკუთარ თვთან მუშაობა. ბევრი კლუბში არ ცეკვავს და ისეთ რამეებს აკეთბენ რომ არც დაეჯერებათ, ისე რომ საბოდიშო არავისთნ არაფერი გაქვს.ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენც ა შენს ოჯახსაც.

:)))2012-06-29 13:44:54
gmertma gagadzlieros , dagicvas da yvela ocneba agisrulos

.34.2012-06-29 13:57:55
წარმატებებს გისურვებ! ლიზა!!

მარიამ2012-06-29 14:13:36
ძალიან შემეცოდა : ( ღმერთმა ხელი მოგიმართოს !

2012-06-29 14:19:35
ყოჩაღ ლიზი.

Eliso2012-06-29 14:25:33
Gmertma xeli mogimartos.bevrma ar icis ras nishnavs roca shvili mshieri gkavs .mimtanoba da mrecxaobac ar aris advili sashovi.kargi gogo xar da carmatebebs gisurveb

ლილე2012-06-29 16:10:23
წარმატებებს გისურვებ მარტლა ნიცჰიერი და ჩკვიანი გოგო ხარ

მარიკუნა2012-06-29 16:12:10
არავის აქვს უფლება გააკრიტიკოს ეს გოგონა.წარმატებები ლიზა,ღმერთი იყოს შენი და შენი პატარა შვილის მფარველი.

2012-06-29 16:18:59
მერე ვინ ტქვა რო სიამოვნებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს

ვასიკო2012-06-29 16:40:24
საღოლ მაგარი ხარ ძალიან და წამატებები!!!

ქსანტე2012-06-29 16:41:23
უფალი იყოს შენი შემწე!!!

კუსა2012-06-29 16:46:28
დამასკდით! ეს არ არის უცენზურო???

ვენდეტა2012-06-29 16:51:15
"რას აფასებთ ხალხოოოოოო??თვალებს არ ვუჯერებ რეებს წერთ? ადამიანს ფულის შოვნა თუ უნდა წავა სახლებს დაალაგებს, წურჭლის მრეცხავად დაიწყებს მუშაობას და ფულს იშოვის.საწყალი მაგის შვილი.... ადამიანს თუ ეს პროფესია სიამოვნეს ის დასაფასებელია??? ...." მ ი ვ მ ა რ თ ა ვ ამის დამწერს. გეტყობა უზრუნველყოფილი ცხოვრება გაქვს. შენ რო ყოფილიყავი ამ მდგომარეობასი შეიძლება უარეს რამეზეც წასულიყავი. სანამ სხვას გაკიცხავ შენ თავს კითხე გაბედავდი თუ არა ამას. წამომჯდარხარ კომპთან და ბრმად ფანატიკურად ტრადიციებზე შეყვარებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. ეს ადამიანი კი მადლობის ღირსია შვილი რომ არ მიატოვა და ცდილობს არაფერი მოაკლოს. კომენტარის დამწერო შენნაირი პიროვნებები რომ მრავლადაა ამ ქვეყანაში მაგიტომ ჯერ არ დაგვიდგა სასველი უხ შენნაირების.......

2012-06-29 16:51:44
ხოდა არავინ არღარ ვისწავლოთ, წავიდეთ ჯოხზე ვიბზრიალოთ და ვარჩინოთ შვილები : ))) ვაი ვაიი რა კომენტარებს წერთ :))))

ლიკა2012-06-29 16:59:11
ჯოხზე რო იბზრიალო მონაცემები უნდა გქონდეს ჯოჯოს არავინ მიიგებს ლიზას აქვს მონაცემები

2012-06-29 17:25:36
ვენდეტა ,,,მართალი ხარ,,ამ ჩამორჩენილებს რა ეშველებათ

ნინო2012-06-29 17:47:10
ის რომ ლიზას სწვავლის საშუალება არ მიეცა და მწარე სინამდვილის პირისპირ მარტო დარჩა, მისი გაკიცხვის საბაბი არ უნდა გახდეს. მან აირჩია ის გზა, რაც აირჩია და მასში დასაძრახი არაფერია. ყველა სიტუაციაში შეიძლება ადამიანმა პატივი და ღირსება შეინარჩუნოს და ლიზა ჩემი აზრით ამას ახერხებს. ლიზა, მთავარია აღვრახსნილობაში არ გადაიზარდოს შენი საქმიანობა და შვილი აღზარდო ღირსეულად, სხვა კი რას იტყვის, ნაკლებ საინტერესოა.

ხატია2012-06-29 17:53:12
ვკეაი ზუსტად ვიცოდიი სანამ გამოვიდოოდა რო ცეკვიის მიზეზაად მაგას დაასახელებდა:DD მარა ძალიან კარგაად ცეკვააავს რაც არ უნდა იყოოოს!!!!!!!

gamecina me da ar ga2012-06-29 19:44:31
she kai qalo icekve striptizi tu es sheni mocodebaa,magram zgaprebi radaa sachiro.chemi tkvili mezareba da axla sxviss ra shemakvarebs

2012-06-29 19:52:29

2012-06-29 21:58:42
ძალიან ბევრსაც მოეწონა და ლამაზიც იყო პირველ ტურში რაც იცეკვა. ხალხი უბრალოდ არაა ინფორმირებული და ვერ ხვდება რომ ეს ხელოვნებაა. დამლაგებლად მუშაობას რაც შეეხება ცოტა აზრზე მოდით ხალხო, დამლაგებლად რომ ემუშავა როგორი ხელფასიც ექნებოდა ყველამ ვიცით, თან საქართველოში რთულია სამსახურის შოვნა.

2012-06-29 21:59:28
ისე სახე პირველ ტურში ხო გამოაჩინა ნახევარფინალში იყო მარტო ნიღბით

2012-06-29 23:22:07
თენონა
ხოდა არავინ არღარ ვისწავლოთ, წავიდეთ ჯოხზე ვიბზრიალოთ და ვარჩინოთ შვილები : ))) ვაი ვაიი რა კომენტარებს წერთ :))))
2012-06-29 13:22:20
რას აფასებთ ხალხოოოოოო??თვალებს არ ვუჯერებ რეებს წერთ? ადამიანს ფულის შოვნა თუ უნდა წავა სახლებს დაალაგებს, წურჭლის მრეცხავად დაიწყებს მუშაობას და ფულს იშოვის.საწყალი მაგის შვილი.... ადამიანს თუ ეს პროფესია სიამოვნეს ის დასაფასებელია??? ....

არ ყავდა შენნაირი ფულიანი მამიკო და ვერ უყიდეს დიპლომი და რა ქნას თორემ არ მინდა სწავლა მაინცდამაინც სტრიპტიზს ვიცეკვებო მე მგონი არსად არ წერია

შენ რაც შეგეხება მემგონია საერთოდ ამ პლანეტის ახლოსაც არ ცხოვრობ თორემ გეცოდინებოდა რომ ჭურჭლის რეცხვით მაქსიმუმ 200 ლარი გამოიმუშაო და ეს ეყოფა ოჯახს?მითუმეტეს პატარა ყავს საცოდავები ხართ ორივე

2012-06-30 00:11:57
არავის არა აკვ უპლება ეს ადამიანი გაკიცხოს, ლიზი, დზალიან ლამაზი და სატნო ადამიანი ხარ, დზალიან მომეტონა სჰენი გამოსვლა, რასაც სჰენ აკეტებ ამასჰი დასადზრახი არაპერი არ არის. ტენონა არ გიპიკრია რომ სჰენ მოგიტიოს მომავალსჰი ლიზის სახლსჰი ჯურჯლის მრეცხავად მუსჰაობა, კველამ საკუტარ ტავსჰი ცჰაიხედეტ კარგატ და საკუტარი ცხოვრება აკრიტიკეტ.

მე2012-06-30 00:37:34
ძალიან მომეწონა კარგად ცეკვავ... წარმატებებს გისურვებ

lucipher2012-06-30 10:27:20
ჩვენი ღირსება ჩვენს არჩევანშია!!!!!!!!

ზურა2012-06-30 11:45:26
ღმერთმა ქნას უკეთესი სამსახური ეშოვოს,წარმატებები ლიზას.

ინგაა:)2012-06-30 13:30:15
:P

მაკნატუნა2012-06-30 16:39:41
წარმატებები ლიზიიი :)))) და ისე ცნობისათვის, სტრიპტიზზე უკვე არის მსჯელობა, რომ იყოს სპორტის ერთ ერთი სახეობა!!!

2012-07-01 17:53:04
ვიღაცამ აქ დაწერა რას აფასებტო?..წავიდეს სახლები დაალაგოს ჭურჭელი გარეცხოს და ოჯახი ისე არჩინოსო...ცჰემო კარგო,დალაგებით და რეცხვით ოჯახს კი არადა საკუთარ თავს ვერ არჩენ..ამ ცეკვიტ შეიძლება მხოლოდ სამ სულიანი ოჯახი არჩინო....ღმერთი შენსკენ იყოს ლიზა და დაგიცვას მოსალოდნელი განსაცდელიგან...ცხოვრება ძალიან მწარეა,მით უმეტეს უფულო ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია

ხანხუ2012-07-02 09:58:53
ბონი-მაია kitxva maq shenma teeneijerma shvilma ro gitxras de au fuli minda shen vici ar gaq da waval ra striptiz vicekveb shen upasuxeb wadi shvili ra mnish aq striptiz icekveb tu flamengoso? logika aris magari ra mnish aq bodze chamoekidebi tu ara :D aravitari

2012-07-02 16:38:16
სტრიპტიზს ჯობია კიდე მხოლოდ ცეკვას გაყვეს და მაგაში ეცადოს რამე გამოუვიდეს ....

ხუმარა2012-07-03 15:10:23
მომცონს კალური ტანადგომა,მომცონს რომ ბებიაცვენის ტაობასავიტ არ აზროვნებტ,ტანავუგრზნოტ ერმანეტს და კაცები ვერაპერს დაგვაკლებენ

2012-07-03 22:38:06
კაI რაა ნუ პროფესორობტ და ჭკუას ნურავის არიგებთ!!რასაც აკეთებს ეს გოგო მშვენივრად გამოსდის და დაუფასეთ!!სტრიპტიზის ცეკვა ადვილი ნამდვილად არ არის და ჩემი აზრით ხელოვნებაა ცოტა ეროტიული:)))

ანა2012-07-07 19:43:55
არავის საქმეში ვერევი და არც არავის განვიკითხავ მაგრამ რადგან ქრისტიანი ერისთვის მიუღებელია ის რაც "ევროპაში"მიღებულია ესიმას არ ნიშნავს რო ცივილიზაცია არაა საქართველოში ამ სიტყვებითმხოლოდ თქვნი საქციელის გამართლებას ცდილობთ

202012-07-10 02:07:36
ჯოხზე ბზრიალი არაა სააჭირო რომ შვილი არჩინო.

ნი პრადო2012-07-10 03:29:20
ააუ რა დონეა გადავირიე.ხალხო რა დგესჰი ხარტ რა არის ამასჰი ცუდი?დარწმუნებული ვარ ისეტი ხალხი იკვირვებტ ვისი დებიც და სჰვილებიც სხვა რამეზე ცეკვავენ.ეს ხელოვნებაა და ტან დზალიან ეფექტურია.ბრავო ლიზა.

2012-07-10 13:02:58
მე ძაან მოეწონა მისი გამოსვლა, ეს იყო ზაან რთული პროგრამა, რაც უდაოდ იმსახურებს აღტაცებას და პატივისცემას

თათა2012-07-10 15:23:44
მზად ვიყავი იმ კომენტარებისთვის "თავი წამეგლიჯა" რომელსაც ვფიქრობდი რომ აქ წავიკითხავდი მაგრამ ერთეული აღმოჩნდა არ რირს გამოკიდება, საოცრებაა პირდაპირ თურმე საქართველოშიც აზროვნებს ხალხი

ლლ2012-07-10 15:26:40
მე და ცემი და შენ გბალეშიკობდით ლიზი,:)სხვისი აზრი რაში გადარდებს,მთავარია შვილი არ მიგიგდია არც სანაგვეზე არც უპატრონოდ,ბედნიერი იყავი შვილთან ერთად

FRANKENSTEIN2012-07-10 16:42:08
ჩაგიjvit სისტემასჰი არაფერი უცენზურო იქ არ ეწერა!!!!!

FRANKENSTEIN2012-07-10 16:42:41
მაგარი ხარ ლიზა მიაწექი გაგიმარჯოს სჰენს გზაზე

ეკო2012-07-18 06:31:13
ძალიან კარგი გოგო ხარ ლიზა,წარმატებები

2012-07-23 08:09:53
რატომ უნდა ელაგებინა სახლები? ეს საქმე უფრო მაგრად გამოსდის! რასაც ცეკვავს ,ულამაზესად ცეკვავს)

დიტო2012-07-24 02:26:57
kargad cekvav magram ojaxis sarchena sxva ufro wesieri gzebic arsebobs :)

+802012-07-24 11:48:51
ra girs?? ? :D:D;

ლილე2012-08-03 17:35:54
მოხიბლული ვარ ნიჭიერი გოგოა, წარმატებებს ვუსურვებ.

გგგგ2012-08-03 17:51:04
ყველამ თავის მამიდას მიხედოს ჰოოო და ლიზა მაგარიაააააააააააააა

გგგგ2012-08-03 17:53:36
კაი რა ესე ადვილია სახლები ალაგოოო?და სახლის დალაგებით შვილს შეინახავ რაიონში?ვინც მაგას წერს თვითონ უარესები ეყოლება საახლობლოში და ოჯახში

NoXxX2012-08-18 01:44:53
ვაუ, სტრიპტიზი და ცივილიზაცია გააიგივა =|||| გოგონი აკეთე ის რაც გინდა, ეგ ჩვენ არ გვეხება, მაგრამ იმის გამო რომ სტრიპტიზს არავინ ცეკვავს განუვითარეებლობას ნუ დაგვაბრალებ =)))) გარყვნილებასა და განვითარებას შორის დიდი სხვაობაა =)))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
2. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
3. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
4. რა შეფასებები მოჰყვა პატრიარქის მოწოდებას?
5. "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი"
6. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
7. ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...
8. რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
9. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
10. პოლიტიკოსების ცემის დეტალები
ბლოგები
რო­გორ აღ­მოგ­ვა­ჩი­ნა ევ­რო­პამ (ნა­წი­ლი მერ­ვე – დას­კ­ვ­ნა, “ნა­პი­რე­ბი”)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962