• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

აშშ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

დღეს, აშშ რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სანქციები რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას უკავშირდება.

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ იარაღთან ან მის გამოყენებასთან და სირიისთვის დანადგარებისა და აღჭურვილობის მიწოდებასთან.

„ამ ყველაფერმა რუსეთს უნდა გააგებინოს, რომ ისინი არასწორად იქცევიან“, - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსეთის იზოლირება სურს საერთაშორისო არენაზე და ეს არის სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი.

„თუ ადრე გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინის გამო ხდება ჩვენი დასჯა, ახლა კი ფორმულირება კარდინალურად შეიცვალა. ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე ვართ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.