• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, დღეს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. 

წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. 

ეგზიტპოლის შედეგებით, მეორე ადგილზე „კომუნისტების“ კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა. 

ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.

პუტინი მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩება.