• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინიდან მისი გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სარჩელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხება.

„სარჩელი შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მისი დაკვების დროს სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

მისივე განმარტებით, დაცვის მხარე ასევე გაასაჩივრებს დაკავების ფაქტს და უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებას.

„ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებებით სააკაშვილს ფაქტობრივად უფლება ჩამოერთვა თავისი ინტერესები დაეცვა უკრაინის სასამართლოებში“, - აღნიშნა ადვოკატმა.