• თბილისი
  • 6°C
  • 20 თებერვალი, 2018
article

სააკაშვილი დღეს კიევის პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დანიშნულ დაკითხვაზე არ მივა, - ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

„პირველად მესმის დაკითხვაზე დაბარების შესახებ. არანაირი უწყება არ მიგვიღია“, - განაცხადა ბოგომაზოვმა.

სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაცვის მხარე საექსტრადიციო შემოწმებას უკანონოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით შარშან მიმართა, რის შემდეგაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საექსტრადიციო შემოწმება დაიწყო.საქართველოში სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.