• თბილისი
  • 2°C
  • 17 იანვარი, 2018
article

ბრიტანეთში ახლად დაბადებულ ბავშვს გული სხეულის გარეთ აქვს

დიდ ბრიტანეთში ჩვილი თავდაყოლილი დეფექტით - გულის ექტოპიით დაიბადა, რომლის დროსაც გული სხეულის გარეთ არის განლაგებული.

ექიმებმა ჩვილს დიაგნოზი ორსულობის მეცხრე კვირად დაუსვეს. მათ მაშინ განაცხადებს, რომ გოგონას გადარჩენის შანსები ძალიან ცოტა იყო, რადგან გულის ექტოპიით დაბადებულთა 90% ან მკვდრადშობილები არიან ან სიცოცხლის პირველ დღეებში იღუპებიან. სპეციალისტები ბავშის დედას აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, მაგრამ მშობლებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვილი ცოცხალი დაიბადა. მას პირველივე საათებში სამი ოპერაცია გაუკეთეს, რომლის დროსაც ქირურგებმა ახალი გულმკერდის ფორმა შექმნეს და მასში გული მოათავსეს. ოპერაციამ გაამართა. ეს პირველი ადამიანია დიდ ბრიტანეთში, რომელიც ასეთი დეფექტის დაიბადა და გადარჩა.