• თბილისი
  • 2°C
  • 17 იანვარი, 2018
article

ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.

თურქეთის ლიდერმა „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა, რომ "პალესტინის დედაქალაქი იერუსალიმი როგორც ოკუპირებული ქალაქი" ისე უნდა აღიარონ.

"ვთავაზობ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას ითხოვენ, იერუსალიმი პალესტინური სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ. ქვეყნებმა კი, რომლებსაც პალესტინური სახელმწიფო ჯერ არ უღიარებიათ, უნდა გადადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა დაცული იყოს ბალანსი, რომელიც რეგიონში სამართლიანობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა. "ტრამპმა ეს ჯილდო მხოლოდ ისრაელს გადასცა", - განაცხადა ერდოღანმა. "აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პალესტინელი ხალხის დასჯის მცდელობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ისრაელის ოკუპაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც ტერორის პოლიტიკას ატარებს ", - განაცხადა ერდოღანმა.