• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

The Independent- ადამიანები, რომლებიც ნაძვის ხეს ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან

თუ თქვენ სახლის საახლოწლოდ მორთვა და ნაძვის ხის აწყობა გადაწყვიტეთ ახალ წლამდე ბევრად ადრე და ამაში ოჯახის წევრები ვერ დაიყოლიეთ, არ დანებდეთ, რადგან ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სახლს საშობაო დეკორაციებით ახალ წლამდე ბევრად ადრე რთავენ, უფრო ბედნიერები არიან.

ამის შესახებ სტატიას, ბრიტანული გამოცემა The Independent ფსიქოლოგებზე დაყრდნობით წერს.

ფსიქოლოგი სტივ მაკონი აცხადებს, რომ დეკორაციები ადამიანს ბავშვობას ახსენებს და ყოველდღიური ცხოვრების პასუხისმგებლობებისგან და სტრესისგან ათავისუფლებს, ან უბრალოდ ქვეცნობიერად სჯერა საახალწლო დეკორაციების მაგიური ძალის და თვლის, რომ ყოველივე ბედნიერებას მოუტანს.

„სტრესით სავსე მსოფლიოში, სადაც შფოთვა ადამიანის მუდმივ მდგომარეობად იქცა, საშობაო დეკორაციები ბავშვურ სიმშვიდესა და უდარდელობას გვახსენებს. გვამშვიდებს და ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს“ -ამბობს ფსიქოლოგი.მისი თქმით, საახალწლო დეკორაციებით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მეზობლების გაბედნიერებაც შეგვიძლია. თუკი სახლს ნათურებით გარედან მოვრთავთ, მისი დანახვა მეზობლებსაც ძალიან ესიამოვნებათ.