• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და საპროტესტო აქციები თურქეთში

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და უკვე გასცა ბრძანება საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.

მიღებული გადაწყვეტილებისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა. ევროკავშირის შემთხვევაში კი, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება შეშფოთების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციის პირველმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.

სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.