• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად გლოვა გამოცხადდა

BBC-ის ინფორმაციით, ირანსა და ერაყში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულთა რიცხვმა 407-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს.

ირანის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად 14 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.