• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

კანადაში ბენზინით სავსე სატვირთო მატარელებლი რელსებიდან გადავიდა

კანადაში ბენზინით სავსე მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შედეგად დაიღვარა ბენზინი და ამავდროულად დაშავდა ახლომდებარე სახლის რამდენიმე მაცხოვრებელი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს, თუმცა შემდეგ, ჩათვალეს, რომ მათი სახლებში დარჩენა საშიშროებას არ წარმოადგენდა და ევაკუაციის ბრძანება გააუქმეს.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტები მუშაობენ.