• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით მან ღია წერილი პრესაში გამოაქვეყნა.

„მე ვარ კანდიდატი - „ყველას წინააღმდეგ“ - წერს სობჩაკი.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატურა სრულად ესადაგება ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებს და შეუძლია პრეზიდენტად კენჭი იყაროს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.